ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს მოუწოდებს, უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე თავდასხმებზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოუხსნას

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ შეერთებული შტატები უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო თვითმფრინავების განადგურების საშუალებას მისცემს. რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ფონდსა და ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას, ზელენსკიმ ისაუბრა ხარკოვის მაგალითზე, სადაც, მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალებმა რუსეთის ახალი შეტევა ჩაახშო აშშ-ის გადაწყვეტილების წყალობით, რომელმაც ქვეყანას დასავლური იარაღის გამოყენებით რუსეთის ტერიტორიაზე, სამხედრო ობიექტებზე საპასუხო დარტყმების ნებართვა მისცა. „მადლობელი […]

ვაშინგტონში სიცრუე უწოდეს რუსეთის განცხადებას, რომ აშშ-ს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სურს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში აბსურდული და ირონიული უწოდეს რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადებას, რომ ვაშინგტონს სურს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა. რუსეთის საგარეო დაზვერვის მიერ 9 ივლისს გავრცელებული ინფორმაციის შესახებ იმავე დღეს, ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ მეთიუ მილერს. „ეს სრული სიცრუეა. ვფიქრობ, სრულიად ცხადია, რომ ეს სრული სიცრუეა“, – უპასუხა მილერმა. სახელმწიფო […]

ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ და ნატო-ს სხვა მოკავშირეები უკრაინას სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის ხუთ სისტემას და ტაქტიკური თავდაცვის ათობით სისტემას გადასცემენ

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ნატო უკრაინას სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის ხუთ სისტემას და ტაქტიკური თავდაცვის ათობით სისტემას გადასცემს. „შეერთებული შტატები, გერმანიასთან, ნიდერლანდებთან, რუმინეთთან და იტალიასთან ერთად, უკრაინას გადასცემს აღჭურვილობას სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის 5 სისტემისთვის და უახლოეს თვეებში შეერთებული შტატები და ჩვენი პარტნიორები აპირებენ უკრაინას ტაქტიკური საჰაერო თავდაცვის ათობით დამატებითი სისტემა მიაწოდონ“, – განაცხადა ბაიდენმა ნატო-ს […]

ჯო ბაიდენი – უკრაინას შეუძლია და შეაჩერებს პუტინს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გააძლიერებს, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებით. ბაიდენმა ვაშინგტონში მიმდინარე ნატო-ს სამიტზე, მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას შეუძლია და შეაჩერებს პუტინს. „პუტინს უკრაინის სრული დამორჩილება და რუკიდან წაშლა სურს, ნაკლები არაფერი, ნაკლები არაფერი. უკრაინას შეუძლია და შეაჩერებს პუტინს“, – აღნიშნა ბაიდენმა. მისი თქმით, ნატო დღეს […]

ხუთი ქვეყნის ლიდერები – უკრაინას სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის დამატებით სისტემებს მივაწვდით

ხუთი ქვეყნის – აშშ-ის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდებისა და რუმინეთის – ლიდერები პირობას დებენ, რომ უკრაინას საჰაერო თავდაცვის დამატებით საშუალებებს მიაწვდიან. „დღეს ჩვენ ვაცხადებთ, რომ უკრაინას ერთობლივად მივაწვდით სტრატეგიულ საჰაერო თავდაცვის დამატებით სისტემებს, მათ შორის, აშშ-ის, გერმანიისა და რუმინეთის მიერ შემოწირულ Patriot-ის დამატებით ბატარეებს; Patriot-ის კომპონენტებს, რომელიც შემოწირულია ნიდერლანდების და სხვა პარტნიორების მიერ, რათა უზრუნველყონ Patriot-ის […]

მილერი რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადებაზე: სრულიად მცდარი და აბსურდია

სრულიად მცდარია; ვფიქრობ, საკმაოდ ცხადია, რომ ეს სრულიად მცდარია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი საქართველოსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში აშშ-ს ჩართულობასთან დაკავშირებით ცრუ ბრალდებებს ავრცელებს. ეს [ბრალდება] სრულიად მცდარი და აბსურდია. მე მინდა ხაზი გავუსვა იმ ირონიას, რომ ქვეყანა რუსეთი, რომელსაც საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული ამ მომენტში, ამგვარ აბსურდულ ბრალდებებს აკეთებს სხვა ქვეყნის […]

ჯო ბაიდენი ნატოს სამიტზე: „უკრაინას ძალუძს და ის შეაჩერებს პუტინს“

ვაშინგტონში მუშაობა დაიწყო ნატოს სამიტმა, რომელიც სამ დღეს გასტანს. მისი მთავარი თემაა უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ფართომასშტაბიანი ომი. სამიტის ფარგლებში აღნიშნავენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შექმნის 75 წლისთავს. საზეიმო ცერემონიის შემდეგ გაიმართება სადილი ნატოს 32 წევრის ლიდერებისა და პარტნიორი ქვეყნების – ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, უკრაინის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის – ლიდერთა მონაწილეობით. სამიტის მონაწილეებს მიესალმა სამიტის მასპინძელი […]

ბაიდენი: “ამერიკელთა ორპარტიულ უმრავლესობას ესმის, რომ ნატო აშშ-ს უფრო უსაფრთხოს ხდის”

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნატოს წევრი სახელმწიფოების ვაშინგტონის საუბილეო სამიტზე შეკრებილ ლიდერებს მიმართა. ალიანსი ვაშინგტონში 75 წლის წინ დაფუძნდა და მისი მიზანი ევროპის კონტინენტზე მშვიდობის შენარჩუნება და საბჭოთა კავშირიდან მომავალი საფრთხის შეკავება იყო. ჩრდილო-ატლანტიკურ ხელშეკრულებას მაშინ ხელი 12-მა მოკავშირემ მოაწერა. დღეს ნატოს 32 წევრი ჰყავს, მათ შორის ორი ახალი წევრი მას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების […]

საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები კვიპროსთან 1 ქულით დამარცხდა

დასანანი მარცხით დაიწყო ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში ასპარეზობა საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა. გიბრალტარში დღეს დაწყებული ტურნირის პირველსავე შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს მოუწია თამაში, რომლის მეტოქეც კვიპროსი გახლდათ. დაძაბულ ბრძოლაში საქართველომ შეხვედრა მინიმალური სხვაობით – 47:48 დათმო. გიორგი გოლიაძის გაწვრთნილი ჩვენი გუნდი გამარჯვებასთან ახლოს იყო. თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ქართველები 44:39 იგებდნენ. ბოლო პერიოდის საწყის 5 […]

ესპანეთი – საფრანგეთი. 16 წლის იამალმა გაიტანა – ფეხბურთმა გაიმარჯვა [VIDEO]

ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ესპანეთმა საფრანგეთი 2:1 დაამარცხა. დებიუტში ფრანგები ნიღბის გარეშე მოთამაშე მბაპეს პასით კოლო მუანიმ დააწინაურა, თუმცა 16 წლის იამალმა შორიდან გატანილი დიდებული გოლით ანგარიში გაათანაბრა. შემდეგ ოლმომ ტჩუამენი ჩამოიცილა, დაარტყა და ბურთი საკუთარ კარში კუნდემ ჩაჭრა. აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში გუნდებმა კარში სამჯერ დაარტყეს და სამივე შემთხვევაში მიზანს უწიეს. ესპანეთმა მიმდინარე ტურნირზე ექვსივე […]