BTU-ს DevOps-ის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი ნინო გვაზავა – დღეს წამყვანი ორგანიზაციები DevOps მიდგომებით მართავენ IT პროცესებს

სხვადასხვა სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, ინფორმაციული სისტემების მართვა DevOps ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სამაგისტრო პროგრამაა მსოფლიო მასშტაბით. საქართველოში კი მისი განხორციელება 4 წლის წინ დაიწყო და ამ დრომდე პროგრამას მაგისტრანტებს მხოლოდ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სთავაზობს. როგორც პროგრამის ხელმძღვანელი და High-Tech Solutions-ის აღმასრულებელი დირექტორი ნინო გვაზავა განმარტავს, ის მიზნად ისახავს, მოამზადოს საინფორმაციო ტექნოლოგიების, პროგრამული ინჟინერიის, ავტომატიზაციისა და […]

თეონა აქუბარდია – „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ პარტნიორი ქვეყნების განცხადებებს სიმძაფრე დაუკარგოს – ხელისუფლება დეზინფორმაციით საზოგადოების მოტყუებას ცდილობს

ჩვენი მთავარი ამოცანაა, სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომლის მოტყუებასაც ხელისუფლება ცდილობს – ის ძალაუფლების შენარჩუნებას კრემლის მხარდაჭერით ცდილობს, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა. მისი შეფასებით, მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ იმ განცხადებებს, რომელიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებისგან კეთდება დაფინანსების შეჩერებასთან დაკავშირებით, სიმძაფრე დაუკარგოს. “მაშინ, როდესაც ევროკავშირის გაფართოება 2030 […]

ქართული ღვინის მასშტაბურ ფესტივალს პოლონეთის ქალაქ კრაკოვმა უმასპინძლა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და პოლონეთის რესპუბლიკაში სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „ო-ლილე“ ორგანიზებით, კრაკოვის ცნობილი ისტორიული სასახლის (Dwór w Tomaszowicach) ტერიტორიაზე ქართული ღვინის ორდღიანი ფესტივალი გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ფესტივალში 20-მდე ქართული ღვინის კომპანია, როგორც მსხვილი, ისე საშუალო და მცირე მწარმოებლებლები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას ადგილობრივი იმპორტიორები, HoReCa სექტორის წარმომადგენლები, ღვინის მომხმარებლები, ჟურნალისტები და ბლოგერები, ჯამში 1000-მდე […]

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ – რუსეთის დაზვერვის განცხადება ოქტომბრის არჩევნებში ჩარევის და არჩევნების გაყალბებაში „ოცნების“ დახმარების პირდაპირი მცდელობაა, რასაც გაგრძელება აუცილებლად ექნება

რუსეთის დაზვერვის განცხადება ოქტომბრის არჩევნებში ჩარევის და არჩევნების გაყალბებაში „ოცნების“ დახმარების პირდაპირი მცდელობაა, რასაც აუცილებლად ექნება გაგრძელება, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაშია ნათქვამი. ამასთან, როგორც პარტიაში განმარტავენ, ახლა ყველა აქტორის ყურადღება არჩევნების დაცვაზე უნდა იყოს გადატანილი – ოქტომბრის არჩევნები არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები – ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელსაც აბსოლუტური ძალაუფლების მქონე ხელისუფლება […]

წმიდა მღვდელმოწამე კირიონ მეორე (საძაგლიშვილი; +1918), სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი

კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II (ერისკაცობაში – გიორგი საძაგლიშვილი) 1855 წელს გორის მაზრის სოფელ ნიქოზში, სასულიერო პირის ოჯახში დაიბადა. კირიონ II სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა გორის სასულიერო სასწავლებელსა და თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო. 1880 წელს ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით დაასრულა კიევის სასულიერო აკადემია და ოდესის სასულიერო სემინარიის ინსპექტორის თანაშემწედ დაინიშნა. 1897 წელს უფლის რჩეული კირიონის სახელით მონაზვნად აღიკვეცა […]

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 10 ივლისს – გაიგეთ ქალაქების მიხედვით

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 ივლისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის ხანმოკლე გაძლიერებით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +36, +38 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29,+31 გრადუსი დაფიქსირდება.~ დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში […]

პიტერ ფიშერი – გერმანია საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვას აწარმოებს – თუ ევროკავშირში გაწევრიანება გსურთ, ჩვენს კურსს უნდა დაუბრუნდეთ!

გერმანია საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვას აწარმოებს, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. „დღეს გვაქვს გერმანიის სამოქალაქო საზოგადოების მიერ ორგანიზებული ღონისძიება, სადაც განიხილება ევროკავშირის გაფართოება. აქ გერმანიის პარლამენტის სამი წევრი იმყოფება და ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა საქართველოსთვის, რადგან საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია, მაგრამ ჩვენ მივაღწიეთ ძალიან რთულ მომენტს ამ პროცესში, ამ გაწევრიანების […]

ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-სთან ყველა სასამართლო მოგებული აქვს, მაგრამ მიზანმიმართულად ხდება მისი კუთვნილი თანხების დაკავება – კახა კალაძე

ბიძინა ივანიშვილის სიმდიდრესთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს – ეს ადამიანი თავის სიმდიდრეს ყოველთვის ახმარდა თავის ქვეყანას, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, Bloomberg-ის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის ქონების $7 მლრდ-მდე გაზრდასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი დიდი ქველმოქმედი და მეცენატია. ყველაზე დიდი ქველმოქმედება იყო მისი გადაწყვეტილება პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით. „ნუ ნერვიულობთ ბიძინა ივანიშვილის თანხებზე. […]

კი არ გაუყინავთ, ჯარს ამოაცალეს თანხები და გიგაურს და ლომჯარიას მისცეს – კახა კალაძე EU-ს მიერ 30 მლნ ევროს დახმარების გაყინვაზე

კი არ გაუყინავთ, ჯარს ამოაცალეს თანხები და გიგაურს და ლომჯარიას მისცეს. ეს არის მათი დემოკრატია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ EU-ს მიერ საქართველოს ჯარისთვის 30 მლნ ევროს დახმარების გაყინვაზე კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება უზრუნველყოფს, ჯარმა მიიღოს ყველაფერი, რაც საჭიროა. „ერთ შესწორებას შევიტან, კი არ გაუყინავთ, ჯარს ამოაცალეს თანხები და გიგაურს და ლომჯარიას […]

ამსტერდამში ანა ფრანკის ძეგლი პროპალესტინურმა ჯგუფებმა დააზიანეს

9 ივლისს ამსტერდამში რივიერენბურტის პარკში, ანა ფრანკის ძეგლი პროპალესტინურმა ჯგუფებმა დააზიანეს. აქტივისტებმა ანა ფრანკის ძეგლზე წითელი საღებავით “ღაზა” დაწერეს. ანა ფრანკის მემორიალური ძეგლის დაზიანება გააკრიტიკეს ჰოლანდიელმა პოლიტიკოსებმა. ამსტერდამის მერმა ფემკე ჰალსემამ თვითმხილველებს მოუწოდა, დაეხმარონ პოლიციას ვანდალების ამოცნობაში და მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილებაში. ამსტერდამის გამგებელმა სტეინ ნეინსენმა X-ზე დაწერა, რომ პალესტინის საკითხისკენ ყურადღების მიპყრობა ჰოლოკოსტის მემორიალის […]