არავის ეშინია ამ სანქციების – არანაირი შეტყობინება არ მიმიღია, ყველაფერი, რაც ხდება, ღიმილის მომგვრელია – კახა კალაძე

„ჩვენ ერთხელ უკვე მოვისმინეთ განცხადება სანქციებთან დაკავშირებით. განცხადება გუშინაც გაკეთდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას სამშობლოს მიმართ, ეს არ ცვლის ჩვენი გადაწყვეტილებას, როდესაც საუბარია ქვეყნის ინტერესებზე, ამ ქვეყნის მომავალზე და ხვალინდელ დღეზე. არავის ეშინია ამ სანქციების. არანაირი შეტყობინება არ მიმიღია, ყველაფერი, რაც ხდება, ღიმილის მომგვრელია, არასერიოზულია.” – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა […]

რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს მავანმა, ეს პლატფორმა არის და იქნება ჩრდილოვანი გავლენებისგან თავისუფალი – ნიკა მელია გაერთიანებაზე

პარტია “ახალის” თანათავმჯდომარე, ნიკა მელია “გირჩი-მეტი თავისუფლებასთან” და “დროასთან” საარჩევნოდ გაერთიანებაზე განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ განსხვავებულთა გაერთიანება აერთიანებს განსხვავებულ ელექტორატებს და სახავს გამარჯვების მკაფიო კონტურებს. მისი თქმით, ერთობის დასაკნინებლად დაიწყო სპეკულაციები ამ პლატფორმაში კონკრეტული პირების გავლენების არსებობაზე და აქცენტი კონკრეტული პირის გავლენების დუმბლირებაზე კეთდება ენმ-სა და აღნიშნულ ერთობაში. მელიას განცხადებით, ეს პლატფორმა არის და […]

უაღრესად პოზიტიური და დიდი მნიშვნელობის მატარებელია ნატოს სამიტზე ჩვენი ქვეყნის წარმოდგენა

უაღრესად პოზიტიური და დიდი მნიშვნელობის მატარებელია ნატოს სამიტზე ჩვენი ქვეყნის წარმოდგენა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ალუდა ღუდუშაურის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრის ნატოს სამიტში მონაწილეობა საქართველოს ალიანსისადმი ერთგულებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მორიგი დადასტურებაა. „უაღრესად პოზიტიური და დიდი მნიშვნელობის მატარებელია ნატოს სამიტზე ჩვენი ქვეყნის წარმოდგენა. ეს არის ერთი მხრივ მკაფიო სიგნალი, რომ ჩვენ, […]

საქართველო დაჩაგრეს, რადგან მათთვის საქართველოს ხელისუფლება არის მიუღებელი – კახა კალაძე EU-ს გადაწყვეტილებაზე

ყველა მონაცემით, ყველა კრიტერიუმით გაცილებით წინ ვიყავით იმ ქვეყნებთან შედარებით, ვისაც სტატუსი მისცეს და საქართველო დაჩაგრეს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევროკავშირის მხრიდან დახმარების შეჩერების შესახებ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ბოლოდროინდელი გადაწყვეტილების მიზეზი ის არის, რომ მათთვის საქართველოს ხელისუფლებაა მიუღებელი. „განცხადებებში, რომელსაც ჩვენ ვისმენთ, არაფერი სიახლე არ არის. ეს არის იმ ყველაფრის გაგრძელება, […]

რატომ გამოუყო მთავრობამ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას მილიონი ლარის ტრანსფერი?

საქართველოს მთავრობამ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას მილიონი ლარის ტრანსფერი გამოუყო. შესაბამის განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ორი დღის წინ მოაწერა. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მილიონი ლარი 2024 წელს დაგეგმილი ღონისძიებების შეუფერხებელი დაფინანსების მიზნით გამოყო. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალოს „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროგრამული კოდის – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისთვის გადასაცემი ტრანსფერის“ […]

ანანო გაბუნიას გზა საქართველოს ბანკისა და MASE-ს სტიპენდიატობიდან კანის ლომებზე გამარჯვებამდე

„ოფიციალურად ანა მქვია, მაგრამ ყველა ანანოს მეძახის. ვარ არტდირექტორი ფინანსისტის დიპლომით (რომელიც სადღაც შორს, რომელიღაც უჯრაშია ჩაკეტილი)“, — ასე გვეცნობა ანანო გაბუნია თავის ვებგვერდზე. ყოფილ მონაცემთა ანალიტიკოსს, ერთ დღეს „ექსელის“ ფაილები შენახვის გარეშე დაუხურავს და გულის კარნახით, სარეკლამო ინდუსტრიაში აღმოჩენილა. ანანო ქართველი არტდირექტორი, ბერლინში, Miami Ad School Europe-ში, საქართველოს ბანკისა და MASE-ს ერთობლივი, ნიკა გუჯეჯიანის […]

საქართველოსთვის: რუსეთის განცხადება არჩევნების გაყალბებაში ოცნების დახმარების მცდელობაა

გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის ეხმაურება რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის (СВР) განცხადებას, რომლის მიხედვითაც აშშ საქართველოში მთავრობის ცვლილებას გეგმავს. პარტიაში ამბობენ, რომ აღნიშნული განცხადება ოქტომბრის არჩევნებში ჩარევის და არჩევნების გაყალბებაში ქართული ოცნების დახმარების პირდაპირი მცდელობაა, რასაც გაგრძელებაც მოყვება. “განცხადების თანხვედრა “ოცნების” ბოლოდროინდელ განცხადებებთან, ნათლად ადასტურებს, რომ ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების კომპლექსური პროცესი მოსკოვთან აქვს კოორდინირებული. გაყალბების და […]

ნინო ბურჭულაძე – დავასრულეთ მუშევანის ძეგლების გაწმენდითი სამუშაოები

„მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის” (საყდრისის კომიტეტი) აგრძელებს დმანისის,ბოლნისის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში სამთოწარმოების არეალსა და მის მიმდებარედ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მცენარეული საფარისგან გაწმენდის საზაფხულო კამპანიას. მუშევანში დასრულდა X და XV-XVII საუკუნეების ძეგლების გაწმენდითი სამუშაოები. „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის” ხელმძღვანელი ნინო ბურჭულაძე აცხადებს, რომ მუშევანის X საუკუნის ეკლესია 2022 წელს საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო. პირველად, სწორედ მაშინ, მისი ჯაგნარისგან […]

ამერიკის აკრედიტაციის კომისიის – AACI განცხადებით, კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტმა ძირითადი შეფასების შედეგად დააკმაყოფილა AACI-ის სტანდარტები და უახლოეს პერიოდში აკრედიტაციას მიიღებს

„საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების“ ინფორმაციით, კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტმა ძირითადი შეფასების შედეგად დააკმაყოფილა AACI-ის სტანდარტები და უახლოეს პერიოდში საერთაშორისო აკრედიტაციას მიიღებს. მათივე ცნობით, AACI-ის ვიცე პრეზიდენტის არჩილ მორჩილაძის განცხადებით, ამ ეტაპზე AACI ის აკრედიტაცია უკვე მიღებული აქვს ოთხ კლინიკას, ხოლო ხუთ კლინიკაში ივნისის თვეში ჩატარებული ძირითადი შეფასების შედეგად, სამმა გადალახა 70% იანი ზღვარი და ისინი მიიღებენ […]

იაგო ხვიჩია – ჩემი აზრით, არც აქამდე უნდა მიეცათ ფული სახელმწიფო უწყებებისთვის – შენ თუ მთავრობას აძლევ ფულს და ის ამ ფულს ხარჯავს, გამოდის, რომ დააფინანსე მთავრობა და არა ქართველი ხალხი

ჩემი აზრით, არც აქამდე არ უნდა მიეცათ ფული სახელმწიფო უწყებებისთვის – შენ თუ მთავრობას აძლევ ფულს და მთავრობა ამ ფულს ხარჯავს, გამოდის, რომ დააფინანსე მთავრობა და არა ქართველი ხალხი, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნის დასავლეთთან ურთიერთობა გამოსწორდება თუ საზოგადოება ერთპიროვნული მმართველობის დასრულებას […]