მეცნიერების მტკიცებით, მსჯელობა და მათემატიკური გამოთვლები ყველაზე განვითარებულ AI-საც კი უჭირს

ცნობილია, რომ ხელოვნური ინტელექტი მუშაობის დროს შეცდომებს არც თუ ისე იშვიათად უშვებს. თუმცა, კომპანია Apple-ის მიერ ჩატარებული ბოლო ექსპერიმენტით ირკვევა, რომ ყველაზე ხშირად ხარვეზები AI-ს მათემატიკური ამოცანების ამოხსნის დროს აქვს- ნაკლოვანია ის მათემატიკური მოდელი, რომლის საშუალებითაც ხელოვნური ინტელექტი ფიქრობს. მეცნიერებმა AI-ის ყველაზე განვითარებულ მოდელს რამდენჯერმე დაუსვეს ერთი და იგივე კითხვა, ოღონდ სახეცვლილი ფორმულირებით. ყოველ ჯერზე […]
რუმინეთის საგარეო: კობახიძემ არასწორად წარმოაჩინა EU-ში შიდა დისკუსიები

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ირაკლი კობახიძემ არასწორად წარმოაჩინა ბუქარესტის პოზიცია ევროკავშირის შიდა დისკუსიაში საქართველოსთან დაკავშირებით მისაღები ზომების შესახებ. „ღრმად იმედგაცრუებულნი ვართ [კობახიძის] არჩევანით, არასწორად წარმოაჩინოს შიდა დისკუსიები ევროკავშირის შიდა დონეზე. გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას, რათა გავიმეოროთ ჩვენი ძლიერი შეშფოთება საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების დიალოგთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებისა და ლეგიტიმური პროტესტის წინააღმდეგ ძალადობრივი რეპრესიების გამო“, […]
230 000 ევროს გამოყოფს ჩეხეთი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვისა და დამოუკიდებელი მედიისთვის

ჩეხეთის მთავრობა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვისა და დამოუკიდებელი მედიისთვის 230 000 ევროს დაფინანსებას გამოყოფს. „ჩეხეთის რესპუბლიკა გმობს მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობას და მხარს უჭერს ქართველი ხალხის ბრძოლას დემოკრატიისთვის. ამ მხარდაჭერის გამოსახატად გამოვყოფთ 230 000 ევროს დაფინანსებას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვისა და დამოუკიდებელი მედიისთვის“, — ნათქვამია განცხადებაში.
გიორგი ვაშაძეს თავს დაესხნენ — პოლიტიკოსის თქმით, თავდამსხმელი ბასრი საგნით მის დაჭრას ცდილობდა

გიორგი ვაშაძის განცხადებით, აქციაზე უცნობი პირი დაესხა თავს და მის დაჭრასაც ცდილობდა ცივი იარაღით. „ვიდექი, ვსაუბრობდი. ყელში უნდოდა დარტყმა ამის [ბასრი ნივთი]. წარმოუდგენელია. ვერ გავიგე, რა უნდოდა. მკვლელობა? ამ იარაღს რომ გირტყამს ყელში… მოულოდნელად, ზურგში მომეპარა ეს ადამიანი. ზურგში დამარტყა ჯერ და ეს დაუვუარდა“, — უთხრა მან ფორმულას. ვაშაძის თქმითვე, არსებობს ვიდეოკადრები, რომლებზეც თავდამსხმელის სახე […]
კიევის თანახმად, დაკავებულია 12 ჯაშუში, რომლებიც აგროვებდნენ მონაცემებს F-16 გამანადგურებლების შესახებ

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო კონტრდაზვერვამ აღმოაჩინა ფართო მასშტაბის ქსელი აგენტებისა, რომლებიც რუსეთის სამხედრო დაზვრევის მთავარი სამმართველოსთვის (გრუ) აგროვებდნენ მონაცემებს F-16 გამანადგურებლების შესახებ. ამის შესახებ უწყების ტელეგრამის არხზე იტყობინებიან. ოპერაციის შედეგად დააკავეს 12 რუსი აგენტი და მათი ინფორმატორები. ზოგიერთი მათგანი დეზერტირია, რომლებმაც უნებართვოდ დატოვეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები და რუსულმა დაზვერვამ ისინი გადაიბირა. უკრაინის შეიარაღებული ძალების […]
„ბიზნესის ნაწილი გაფიცვაში არ აგვყვა“ – KHIDI მუშაობას 20 დეკემბრიდან განაახლებს

კლუბი KHIDI მუშაობას 20 დეკემბრიდან განაახლებს. როგორც კლუბის დამფუძნებელი თამუნა აქსანდერი “ბიზნესპარტნიორთან” აცხადებს, მათ ბიზნესის ნაწილი გაფიცვაში არ აყვათ. მისივე შეფასებით, თუ გაფიცვის გადაწყვეტილებას ბიზნესის სხვა წარმომადგენლებიც მიიღებდნენ, ეს გარკვეული შედეგის მომტანი იქნებოდა. “ჩვენ პარასკეობით გვაქვს ხოლმე ღონისძიებები. უკვე სამი ღონისძიება გადავდეთ და 20 დეკემბერს ისეთი ღონისძიებაა დაგეგმილი, რომლის არ ჩატარების შემთხვევაში საერთოდ ვეღარ გავიხსნებით. […]
გოგა მელიქიძე საქმიანობას ნიკა გილაურის Reformatics-ში გააგრძელებს (bm.ge)

საპენსიო სააგენტოს უკვე ყოფილი მთავარი საინვესტიციო ოფიცერი საქმიანობას ნიკა გიალურის საკონსულტაციო კომპანია Reformatics-ში გააგრძელებს. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა. მისივე თქმით, შეიქმნება საინვესტიციო ბანკი, რომელიც პირველ ეტაპზე, ძირითადად, უზბეკეთის და ყაზახეთის ბაზრებზე იმუშავებს. “ვუერთდები Reformatics-სს. მე და ნიკა გილაურმა გადავწყვიტეთ, რომ Reformatics-კაპიტალი ავაწყოთ ცენტრალურ აზიაში – ვგულისხმობთ საინვესტიციო ბანკის შექმნას. ძირითადი ბაზრები ყაზახეთი […]
ჩეხეთი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვისა და დამოუკიდებელი მედიისთვის €230000 გამოყოფს

ჩეხეთი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვისა და დამოუკიდებელი მედიისთვის €230000 გამოყოფს. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც X-ზე გავრცელდა. “ჩეხეთი გმობს საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ბოლოდროინდელ ძალადობას და სოლიდარობას უცხადებს ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს. დღეს ჩვენ ვამყარებთ ჩვენს ვალდებულებას €230000 ოდენობის გადაუდებელი დახმარების სახით ქართული სამოქალაქო საზოგოებისთვისა და დამოუკიდებელი მედიისთვის”, – ვკითხულობთ პოსტში.
აქციაზე გიორგი ვაშაძეს თავს დაესხნენ

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს თავს დაესხნენ. უცნობი ადამიანი მისთვის სავარაუდოდ სახრახნისის დარტყმას ცდილობდა. თავდასხმის მცდელობის ვიდეომასალაც არსებობს. ვაშაძე დაშავებული არაა, მას მცირე ნაკაზრი აქვს ნიკაპთან. თავდამსხმელი კაცი გაიქცა. “ვიდექი ვსაუბრობდი, უბრალოდ, დამესხა თავს. ამას მირტყამდა, ჯერ ზურგში დამარტყა, აქ მოვედი გონზე და ყელში უნდოდა დარტყმა. ოდნავ დაზიანება […]
გიორგი ვაშაძე – ვიღაც მოვარდა და თავს დამესხა – ყელში მირტყამდა

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს გიორგი ვაშაძეს თავს დაესხნენ. გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს წარუდგინა ვიდეომასალაც, რომელშიც, მისივე თქმით, თავდამსხმელი ჩანს. “ამით დამესხა თავს (საგანი) ეს ადამიანი, კადრებიც არსებობს, დააფიქსირა ხალხმა სახეზე, ვინც არის… ყელში მირტყამდა ამას და ოდნავ გაკაწრული მაქვს, მაგრამ ყველაფერი კარგად არის. ბრძოლას ვაგრძელებ და კობახიძესა და ივანიშვილს ვეუბნები: ამ ყველა “ტიტუშკას” ბოლოს […]