“მომხმარებელს არ აქვს განწყობა, ივაჭროს, ვინმეს საჩუქარი გაუკეთოს” – რა გავლენა ექნება მიმდინარე მოვლენებს რითეილ სექტორზე?

ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე მომხმარებლის ქცევის ცვლილებაზე საუბრობს რითელ ექსპერტი მირანდა მანჯგალაძე, რომელიც ამბობს, რომ მსგავსს ვითარებაში მომხმარებლის ქცევა იცვლება და ის ხარჯების გაღებისგან თავს იკავებს. მისი თქმით, მაშინ როცა დეკემბერი რითეულ სექტორისთვის ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი თვეა, ეს პროცესებს სექტორს მნიშვნელოვან ფინანსურ ზიანს მიაყენებს. მისი თქმით, ამ ვითარებაში იქამდე სანამ ქვეყანაში კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება არ […]

უნგრეთის მთავრობის სპიკერი: ლიბერალური ისტერიის მიუხედავად, უნგრეთი დგას ქართველი ხალხის ნების გვერდით

უნგრეთის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი, ზოლტან კოვაჩი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა ხუთ ქვეყანას, რომლებმაც ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირეს ევროკავშირის საბჭოზე. „ლიბერალური ისტერიის მიუხედავად, უნგრეთი დგას ქართველი ხალხის ნების გვერდით!“ – აღნიშნა ზოლტან კოვაჩმა.

დიდ ბრიტანეთში ხელფასების ზრდა აგვისტო-ოქტომბერში მკვეთრად დაჩქარდა

დიდ ბრიტანეთში ხელფასების ზრდის ტემპი მკვეთრად დაჩქარდა აგვისტო-ოქტომბერში, ძირითადად კერძო სექტორის ზრდის გამო. საშუალო ყოველკვირეული ხელფასი პრემიების ჩათვლით გაიზარდა 5.2%-ით, ივლის-სექტემბერში 4.4%-იანი ზრდის შემდეგ, ნათქვამია ეროვნული სტატისტიკის სამსახურის (ONS) მოხსენებაში. Trading Economics-ის მიხედვით, FactSet-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსების კონსენსუსის პროგნოზი იყო 4.6%-იანი ზრდა აგვისტო-ოქტომბერში. კერძო სექტორში ხელფასის ზრდა ივლის-სექტემბერში 4,6%-დან 5,4%-მდე დაჩქარდა, საჯარო სექტორში 3,5%-დან 4,2%-მდე. […]

“ერის მოღალატეს, ზუგდიდის სამარცხვინო მოქალაქეს მეძახდნენ, ყველაზე მტკივნეულად ეს ეპითეტები განვიცადე…” – რას წერს ნანუკა გულუა

ნანუკა გულუა სოციალურ ქსელში წერს, რომ ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო წარმოუდგენელი ბულინგის მსხვერპლია. “ერის მოღალატეს, ზუგდიდის სამარცხვინო მოქალაქეს მეძახდნენ, ყველაზე მტკივნეულად ეს ეპითეტები განვიცადე… ხალხნო, რა კრიტერიუმით ეძახით ადამიანებს რუსებს?” – წერს ნანუკა.

,, “ვიდექი ვსაუბრობდი, უბრალოდ, დამესხა თავს. ამას მირტყამდა, ჯერ ზურგში დამარტყა, აქ მოვედი გონზე და ყელში უნდოდა დარტყმა” – გიორგი ვაშაძეს თავს დაესხნენ

,, “ვიდექი ვსაუბრობდი, უბრალოდ, დამესხა თავს. ამას მირტყამდა, ჯერ ზურგში დამარტყა, აქ მოვედი გონზე და ყელში უნდოდა დარტყმა” – გიორგი ვაშაძეს თავს დაესხნენ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს თავს დაესხნენ. უცნობი ადამიანი მისთვის სავარაუდოდ სახრახნისის დარტყმას ცდილობდა. თავდასხმის მცდელობის ვიდეომასალაც არსებობს. ვაშაძე დაშავებული არაა, მას მცირე ნაკაზრი აქვს […]

ჩეხეთი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის 230 000 ევროს ოდენობის დაფინანსებას გამოყოფს

ჩეხეთი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვისა და დამოუკიდებელი მედიისთვის 230 000 ევროს ოდენობის დაფინანსებას გამოყოფს. ამის შესახებ განცხადებას ჩეხეთის საგარეო სამინისტრო ავრცელებს. “ჩეხეთი გმობს საქართველოში ბოლო დროინდელ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და სოლიდარობას უცხადებს ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს. დღეს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვისა და დამოუკიდებელი მედიისთვის ჩვენს ერთგულებას 230 000 ევროს სასწრაფო დაფინანსების სახით ვუმაგრებთ ზურგს”, – ნათქვამია […]

„ძლიერი საქართველო“ – სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს რუსული ხელისუფლების პოლიტდევნილი და რეჟიმის პატიმარი, ვეფხია კასრაძე ვასილ კაძელაშვილი და ყველა პოლიტპატიმარი

კოალიცია „ძლიერი საქართველო“ მათი წევრების, ვეფხვია კასრაძის და ვასილ კაძელაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს. როგორც კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კოალიციის ერთ-ერთმა დაკავებულმა წევრმა, ვეფხია კასრაძემ უვადო შიმშილობა გამოაცხადა, რაც „საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს“. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს „წაყენებული აქვთ აბსურდული ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობისთვის“. „სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ […]

ჩეხეთი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის 230000 ევროს გამოყოფს

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში არსებულ ვითარებას ეხმაურება, სოლიდარობას უცხადებს ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს და აცხადებს, რომ დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერისთვის 230 000 ევროს ოდენობით დახმარებას გამოყოფს. “ჩეხეთი გმობს საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ბოლოდროინდელ ძალადობას და სოლიდარობას უცხადებს ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს. დღეს ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს ვალდებულებას 230 000 ევროს საქართველოს სამოქალაქო […]

“ბიზნესის არსებული მდგომარეობა და განვითარება დამუხრუჭებულია”-მირანდა მანჯგალაძე

“ბიზნესის არსებული მდგომარეობა და განვითარება დამუხრუჭებულია”- ამის შესახებ გადაცემა “საქმის კურსის” ეთერში რითეილ ექსპერტმა მირანდა მანჯგალაძემ განაცხადა. მისი თქმით, არსებული ვითარება კომპანიას განვითარების საშუალებას არ აძლევს და რთულდება პერსპექტივაში ბიზნესის განვითარების რაიმე სახის პროგნოზზე საუბარი. მისი შეფასებით, სასწრაფოდ არის მისაღები კონკრეტული გადაწყვეტილება, რაც პროცესების დეესკალაციას გამოიწვევს. “როდესაც ბიზნესის დაწყება ხდება კეთდება swot ანალიზი, რომელიც ორგანიზაციის […]

ანაპაში, სანაპიროზე დაღვრილი ნავთობპროდუქტების გამო საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადეს

ანაპაში, სანაპიროზე დაღვრილი ნავთობპროდუქტების გამო საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადეს. რუსული მედიის ცნობით, სანაპიროზე მუშაობს საგანგებო სამსახურების 267 თანამშრომელი და 50 ერთეული სპეცტექნიკა. კრასნოდარის მხარის გუბერნატორის განცხადებით, საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები შავ ზღვაში ტანკერების ჩაძირვის შედეგად დაღვრილი ნავთობისგან სანაპირო ხაზის გასუფთავებას ცდილობენ. ცნობისთვის, ორი რუსული ტანკერი 15 დეკემბერს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის სანაპიროსთან ახლოს ჩაიძირა. ამასთან, […]