საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჩამოვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია საქართველოსა და სომხეთს ეწვევა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. განცხადების თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში მოადგილე, უზრა ზეია 2024 წლის 9-17 ივლისს საქართველოსა და სომხეთს ეწვევა, რათა საუბრები გამართოს დემოკრატიულ მმართველობაზე, კორუფციასთან ბრძოლაზე, მედიის თავისუფლებაზე, გამოხატვის თავისუფლებაზე, და მარგინალიზებული და მოწყვლადი […]

მოძებნე „მეტროპოლის“ პლაჟი ბათუმის სანაპიროზე – ფერადი და მრავალფუნქციური სივრცე დამსვენებლებისთვის

„მეტროპოლი“, დამსვენებელთან ერთად, საზღვაო სეზონს იწყებს. ბათუმის სანაპიროზე სამშენებლო კომპანიამ ქალაქის მცხოვრებლებისა თუ სტუმრებისათვის სპეციალური პლაჟი მოაწყო. ჩაფიქრებულია დასვენება და გართობა ყველა ასაკის ჩამომსვლელისთვის – „მეტროპოლის“ კუთხე, სახლის კონცეფციით, ვიზიტორების კომფორტზეა მორგებული. ოფიციალური გახსნის ცერემონია ბათუმის სანაპიროზე გაიმართა. ღონისძიების 300-მდე სტუმარს შორის „მეტროპოლის“ პარტნიორები და მოწვეული სტუმრები იყვნენ. დეველოპერული კომპანიის ახალ სივრცეში შეკრებილ აუდიტორიაზე ქართველმა […]

აქციაზე ნაცემი აქტივისტი კახა კვეკვესკირი სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა

ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე კახა კვეკვესკირი, რომელსაც სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა, 10 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძემ 2 000 ლარით დააჯარიმა. „ამ “კონვეიერული” სასამართლოს ე.წ. მოსამართლემ 2000-ლარიანი ჯარიმის ქვითარი გამომიწერა დღეს [10 ივლისს]. 13 მაისს, „რუსული კანონის“ მესამე მოსმენის დღეს საპროტესტო აქციაზე რეჟიმმა ჯერ ფიზიკურად იძალადა და შემდგომ დამაკავა 48 საათით. თითქმის […]

ჯანდაცვის სამინისტრო ზაფხულის სეზონზე, ძლიერი სიცხის დროს ბავშვებში სხვადასხვა დაავადებების თავიდან ასაცილებლად რეკომენდაციებს ავრცელებს

ჯანდაცვის სამინისტრო ზაფხულის სეზონზე, ძლიერი სიცხის დროს ბავშვებში სხვადასხვა დაავადებების თავიდან ასაცილებლად რეკომენდაციებს ავრცელებს. კერძოდ, რეკომენდაციებში აღნიშნულია, როგორ დავიცვათ ბავშვები ზაფხულის ცხელ დღეებში. „ზაფხულის სეზონზე, ძლიერმა სიცხემ ბავშვებში შესაძლოა, გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადებები. მაქსიმალურად დაიცავით ბავშვი ძლიერი სიცხისგან, დააკვირდით მას და საეჭვო სიმპტომების გაჩენისთანავე, დაუკავშირდით ექიმს. ძლიერმა სიცხემ შესაძლოა, გამოწვიოს დეჰიდრატაცია, ორგანიზმის გამოფიტვა, კრუნჩხვითი მოვლენები, სისხლის […]

“აბა, შექმენი, ერთი, პარტია… 35 თუ 26 ხმა გაქვს აღებული” – ღუდუშაური ბესელიას

ალუდა ღუდუშაური ყოფილ თანაგუნდელსმ ეკა ბესელიას პასუხობს და ამბობს, რომ მან ერთხელ საკუთარი ძალები პოლიტიკაში უკვე მოსინჯა, თუმცა წარუმატებლად. ეს ანალიზი საერთო უინტერესოა, შესაბამისად, დროს არ ვკარგავთ ამაზე. თუ ვინმეს რაიმეს გაკეთება უნდა, აბა, შექმნას, ერთი, პარტია და ვნახოთ, როგორ ექნება და მე მეტსაც გეტყვით, ქალბატონმა ბესელიამ მოსინჯა ერთხელ ძალები , ჩემს რეგიონში იყრიდა კენჭს […]

აშშ-ის სახლმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოს ეწვევა

9-17 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში აზრა ზეია საქართველოსა და სომხეთში ვიზიტს მართავს. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოში შეხვდება მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის წარმომადგენლებს, ასევე, პარლამენტის წევრებს, რათა ხაზი გაუსვას აშშ-ის სერიოზულ შეშფოთებას „უცხოური გავლენის“ კანონთან და სხვა არალიბერალურ კანონმდებლობასთან, ასევე, საქართველოს მთავრობის მავნე რიტორიკასთან დაკავშირებით, […]

საქართველოსა და ირლანდიას შორის გაფორმებული დოკუმენტის თანახმად, ირლანდიაში ქართული მართვის მოწმობების გადაცვლა შესაძლებელი გახდ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ირლანდიის ტრანსპორტის სამინისტროსა და ირლანდიის საგზაო უსაფრთხოების ორგანოს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს მართვის მოწმობების გადაცვლის შესახებ. “ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაშია 2024 წლის 25 ივნისიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოსა და ირლანდიის მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელებს, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეუძლიათ გადაცვალონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობაში მათი […]

ნინო ლაცაბიძე – პროფესიული განათლება სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

რუსთავის მერიის პროგრამის – ,,პროფესიული სწავლება დასაქმების ხელშეწყობისთვის“ ფარგლებში, ლიფტის ტექნიკოსებს პროფესიულ კოლეჯ ,,მოდუსში” სამთვიანი სასწავლო კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ. სერტიფიკატები 15 ტექნიკოსს, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა და კოლეჯ მოდუსის დირექტორმა ნინო ქავთარაძემ გადასცეს. სერტიფიკატების გადაცემას, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრები ესწრებოდნენ. ,,პროფესიული განათლება სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი […]

ბუნდესტაგის დეპუტატი – ჩვენ ჯერ კიდევ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, გვინდა თანამშრომლობა მომავალში, მაგრამ საქართველოს მთავრობის ქმედებებს შედეგები მოჰყვება – ევროკავშირმა უნდა მოახდინოს რეაგირება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებები ნათელია, ევროკავშირმა უნდა მოახდინოს რეაგირება. ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) დეპუტატმა და ბუნდესტაგის ევროკავშირის კომიტეტის წევრმა, თომას ჰაკერმა თბილისში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა. “ერთი წლის წინ, როდესაც ეს [კანონპროექტი] გაწვეულ იქნა, მთავრობის დაპირება ნათელი იყო – ამ კანონპროექტს პარლამენტში აღარასდროს არ დავაბრუნებთ – ეს დაპირება არ შესრულდა. გასული წლის ეს დაპირება ერთ-ერთი ფაქტორი […]

ბოლო 6 თვეში ქართული ღვინის 75% რუსეთში გავიდა ექსპორტზე

მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში, $156 709-ის (54 480 920 ლიტრი) ღვინის ექსპორტი განხორციელდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის 75% რუსეთში გაიყიდა. 2024 წლის 1-ლი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით რუსეთის ფედერაციაში ექსპორტზე 41 მლნ ლიტრამდე ღვინო გავიდა, რომლის ღირებულება $111 122-ია. აღსანიშნავია, რომ საექსპორტო ქვეყნების პირველ 5-ეულში 4 მათგანი პოსტსაბჭოთა სივრციდანაა პირველ 5-ეულში 4 […]