ბრიტანეთში BBC-ის ჟურნალისტის ცოლი და შვილები არბალეტით მოკლეს

ლონდონთან ახლოს, ჰერტფორდშირის საგრაფოში BBC-ის ჟურნალისტის ცოლი და ორი ქალიშვილი არბალეტით მოკლეს. პოლიცია ლონდონის ჩრდილოეთ ნაწილში დამნაშავეს ამ დრომდე ეძებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ჰერტფორდშირის საგრაფოში პოლიცია სამშაბათს საღამოს გამოიძახეს, სადაც სამართალდამცველებს 3 მძიმედ დაშავებული ქალი დახვდათ, რომლებიც შემდეგ გარდაიცვალნენ. პოლიციის თავდაპირველი ცნობით, მოკლულები 25, 28 და 61 წლის ქალები იყვნენ. როგორც მოგვიანებით დადასტურდა, დაღუპულები BBC-ის […]

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოს ეწვევა

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში, უზრა ზეია 9-17 ივლისის პერიოდში თბილისსა და ერევანს ესტუმრება. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეხვედრებს გამართავს, სადაც კვლავ გამოხატავს ამერიკის შეშფოთებას რუსული კანონისა და სხვა არალიბერალური კანონების მიმართ. ინფორმაცია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა. “საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ზეია მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, […]

ილია დარჩიაშვილი – დიდი პატივია, რომ მონაწილეობას ვიღებ ნატო-ს სამიტისადმი მიძღვნილ მიღებაში – მიხარია, რომ საქართველოს დროშა ძლიერი პარტნიორების ალიანსშია წარმოდგენილი

მიხარია, რომ საქართველოს დროშა ძლიერი პარტნიორების ალიანსშია წარმოდგენილი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს. დარჩიაშვილის თქმით, ნატოს ნატო-ს სამიტის 75 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებაში მონაწილეობა დიდი პატივია. “ჩემთვის დიდი პატივია, რომ მონაწილეობას ვიღებ ნატო-ს სამიტის 75 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებაში, რომელიც პრეზიდენტ ბაიდენის სახელით იმართება. მიხარია, რომ საქართველოს დროშა ძლიერი პარტნიორების […]

Navalnews: ოჩამჩირის პორტში რუსული სამხედრო გემი გაჩერდა

საზღვაო თავდაცვის საკითხებზე ორიენტირებული ინტერნეტგამოცემა Navalnews-ი ავრცელებს ინფორმაციას ოჩამჩირის პორტში რუსული სამხედრო ხომალდის შესვლის შესახებ. ოკუპირებულ აფხაზეთში შესული სამხედრო ხომალდი, სავარაუდოდ, Project 22870-ია, რომელიც საბუქსირო-სამაშველო ხომალდად ითვლება, თუმცა სამხედრო ექსპერტების ცნობით, ხშირად გამოიყენება სამხედრო მიზნებისთვისაც, სადესანტო გემების გასაცილებლად და საომარი მოქმედებების დროს სარაკეტო სისტემების გადასატანად. 2022 წლის 17 ივნისს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კუნძულ ზმეინისთან ჩაძირეს […]

კარა-მურზას ადვოკატს ექვსი დღის შემდეგ მისცეს პატიმრობაში მყოფ პოლიტიკოსთან შეხვედრის უფლება

ადვოკატმა სერგეი საფრონოვმა მოახერხა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ვლადიმირ კარა-მურზას მონახულება ომსკში, ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის No11 ციხის საავადმყოფოში. ადვოკატებს ექვსი დღის განმავლობაში არ ეძლეოდათ მისი ნახვის უფლება, იუწყება პოლიტიკოსის დაცვის წარმომადგენელი ვადიმ პროხოროვი. „ვლადიმირ კარა-მურზას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად შედარებით სტაბილურია, მაგრამ მას სჭირს მძიმე ქრონიკული დაავადება, პოლინეიროპათია, რაც ხელს უშლის მას სასჯელის მოხდაში,“ განაცხადა პროხოროვმა. როგორც ადვოკატებმა […]

პარლამენტმა უსაფრთხოების მოტივით ვერ მიგვიღო. თავი საფრთხეში არ გვიგრძვნია – ბუნდესტაგის წევრი

გერმანიის ბუნდესტაგის წევრის, თომას ჰაკერის თანახმად, 2024 წლის აპრილში საქართველოს პარლამენტმა ბუნდესტაგის დელეგაციასთან შეხვედრაზე უარი იმ მოტივით თქვა, რომ საპროტესტო დემონსტრაციების ფონზე, მათ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდნენ, თუმცა დასძენს, რომ იმ დღეებში რუსთაველის გამზირზე თავი საფრთხეში არ უგრძვნიათ. „ჩვენი, ბუნდესტაგის დელეგაცია უნდა შეხვედროდა საქართველოს პარლამენტის დელეგაციას. პარლამენტმა განგვიცხადა, რომ ისინი ვერ აგებდნენ პასუხს ჩვენს უსაფრთხოებაზე, იმიტომ, […]

საკონსტიტუციომ უცხოელებისთვის საზღვრის კვეთის თვითნებურ პრაქტიკაზე სარჩელი განსახილველად არ მიიღო – SJC

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“(SJC) განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად არ მიიღო მათი სარჩელი, რომელიც უცხოელებისთვის საზღვრის კვეთის „თვითნებურ პრაქტიკას“ შეეხებოდა. კერძოდ, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა. სადავო ნორმა ადგენს, რომ: „უცხოელს საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას […]

გადაწყდა – უილიამსი “ბარსელონაში” გადავა

გამოცემა იტყობინება, რომ “ბარსელონას” წარმომადგენლები გასულ კვირაში უილიამსის აგენტს, ფელიქს ტინტას შეხვდნენ და ყველაფერზე მოილაპარაკეს. ადრე “ბილბაოს” პრეზიდენტმა ხონ ურიარტემ განაცხადა, რომ თანხის ტრანშებად მიღების წინააღმდეგი არიან. ასე რომ, “ბარსას” ტრანსფერის განსახორციელებლად 58 მილიონი ევროს გადახდა ერთიანად მოუწევს.

13 წლის არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულს 15 წლით პატიმრობა მიესაჯა

საქართველოს პროკურატურის ცნობით, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 13 წლის არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულს 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა. “სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა 18 იანვარს, გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში მდებარე ფერმაში, 13 წლის არასრულწლოვანი გააუპატიურა.” – წერს უწყება. დაკავებულს ბრალდება 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით [არასრულწლოვნის გაუპატიურება […]

მოძებნე „მეტროპოლის“ პლაჟი ბათუმის სანაპიროზე – ფერადი და მრავალფუნქციური სივრცე დამსვენებლებისთვის

„მეტროპოლი“, დამსვენებელთან ერთად, საზღვაო სეზონს იწყებს. ბათუმის სანაპიროზე სამშენებლო კომპანიამ ქალაქის მცხოვრებლებისა თუ სტუმრებისათვის სპეციალური პლაჟი მოაწყო. ჩაფიქრებულია დასვენება და გართობა ყველა ასაკის ჩამომსვლელისთვის – „მეტროპოლის“ კუთხე, სახლის კონცეფციით, ვიზიტორების კომფორტზეა მორგებული.