თბილისის გერბისა და დროშის ნიმუშების შესარჩევი კონკურსი ჩაიშალა

თბილისის გერბისა და დროშის ნიმუშების შესარჩევი კონკურსი წარმოდგენილი ნამუშევრების კრიტერიუმებთან შეუსაბამობის გამო ჩაიშალა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, კონკურსზე წარმოდგენილი იყო 27 ნამუშევარი, რომელიც საკონკურსო კომისიამ ანონიმურობის დაცვით განიხილა. განხილვის შედეგად დადგინდა, რომ ნამუშევრების ნაწილი არათუ ჰგავდა, არამედ პირდაპირ იმეორებდა სახელმწიფო სიმბოლოებს, რაც დაუშვებელია ქალაქის სიმბოლიკისთვის. „წარმოდგენილი ნამუშევრების უმრავლესობა მხოლოდ ამა თუ […]

2024 წლის ბიუჯეტი 519 მილიონით იზრდება – რომელ სამინისტროს რა თანხა დაემატება

2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს, რომელიც ამჟამად 25 მილიარდი ლარია, 500 მილიონი ლარი ემატება, ამის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ყველაზე მეტად 115 მილიონი ლარით ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება მოიმატებს და ის 7.8 მილიარდი ლარის ნაცვლად 7.9 მილიარდი ლარი გახდება, ხოლო თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 1.4 მილიარდი ლარიდან 1.5 მილიარდ ლარამდე გაიზრდება. ასევე 102 მილიონი […]

კობახიძე: ბიუჯეტი ₾519 მილიონით იზრდება, 115 მლნ ჯანდაცვას გადაეცემა, 100 მლნ – თავდაცვას

პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, “მაღალი ეკონომიკური ზრდა და ფისკალური კომსოლიდაციის მაღალი მაჩვენებელი” ქვეყნის ბიუჯეტის გაზრდის შესაძლებლობას იძლევა. “მთლიანობაში 519 მილიონი ლარით შეგვიძლია გავზარდოთ წლევანდელი ბიუჯეტი და უკვე გვქონდა მსჯელობა ამ თანხის სავარაუდო განაწილებასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, ეს თანხები განაწილდება შემდეგი სახით: · 115 მილიონი ლარით გაიზრდება ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი · 100 მილიონი ლარით თავდაცვის ბიუჯეტი · […]

ირაკლი კობახიძე – თავდაცვის სფეროში თანხების გამოყოფის შეჩერება სამწუხარო და კონტრპროდუქტიულია ურთიერთობების გადატვირთვისთვის – ვიტოვებ იმედს, რომ მომავალში გადაიდგმება სწორი და სამართლიანი ნაბიჯები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის გადაწყვეტილება თავდაცვის სფეროში თანხების გამოყოფის შეჩერების თაობაზე, „არის სამწუხარო“. როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ასეთი გადაწყვეტილებები კონტრპროდუქტიულია ურთიერთობების გადატვირთვის თვალსაზრისით. „მინდა გამოვეხმაურო ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის გადაწყვეტილებას თავდაცვის სფეროში თანხების გამოყოფის შეჩერების თაობაზე. ეს გადაწყვეტილება არის სამწუხარო. სამწუხაროა იმდენად, რამდენადაც ის არ პასუხობს ჩვენს […]

პრემიერი – მინდა გამოვეხმაურო მორიგ ლიბერალურ-ფაშისტურ გამოხტომას, რომელიც განხორციელდა ჩვენი კოლეგის, მიხეილ სარჯველაძის მიმართ – 26 ოქტომბერს დამარცხდება ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში

მინდა გამოვეხმაურო მორიგ ლიბერალურ-ფაშისტურ პატარა გამოხტომას, რომელიც განხორციელდა ჩვენი კოლეგის მიხეილ სარჯველაძის მიმართ – 2024 წელი იქნება ლიბერალური ფაშიზმის დამარცხების წელი. 26 ოქტომბერს დამარცხდება ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრ მიხელ სარჯველაძესთან დაკავშირებულ ინციდენტს, სადაც ჯანდაცვის მინისტრს ქუჩაში მოქალაქემ “მონა” და “ბიძინას რუსი” ეძახა. […]

პრემიერი – გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ველოდებით კარგ ტურისტულ სეზონს – ლარის კურსიც, რომლის მოკლევადიან რყევაზეც ოპოზიცია დიდ იმედებს ამყარებდა, ძალიან მალე დაუბრუნდა პირვანდელ ნიშნულს

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტი 519 მილიონი ლარით გაიზარდა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „როგორც მოგეხსენებათ, პირველი ორი კვარტლის განმავლობაში გვქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდა და ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი მაჩვენებელი. ამ ყველაფერმა მოგვცა ბიუჯეტის გაზრდის საშუალება. მთლიანობაში 519 მლნ ლარით შეგვიძლია გავზარდოთ წლევანდელი ბიუჯეტი. უკვე ვიმსჯელეთ ამ თანხის სავარაუდო განაწილებასთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, […]

გიორგი ბურჯანაძე – თუ გავხდი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, მზად ვარ, „ვეტინგის“ პროცედურა გავიარო – ისეთი არაფერი მაქვს ჩადენილი, რამაც შესაძლოა, ჩემ მიმართ ნდობა შეარყიოს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი გიორგი ბურჯანაძე ე.წ. ვეტინგის მომხრეა და ამბობს, რომ თუ საბჭოს წევრად აირჩევენ, მზადაა, ეს პროცედურა გაიაროს. ამის შესახებ ბურჯანაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის შესარჩევ კომისიასთან გასაუბრებაზე, კომისიის წევრის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ვეტინგი“ გამართლებულია, ამაზე მთელი მსოფლიო თანხმდება და საქართველო „თეთრი ყვავი“ არ უნდა იყოს. „ერთ-ერთი მიზეზი, […]

უწყებათაშორისი სწავლება „პარტნიორი-2024“ ფარგლებში საჩვენებელი სწავლება ჩატარდა

უწყებათაშორისი სწავლება „პარტნიორი 2024“-ის ფარგლებში, ხელვაჩაურში საჩვენებელი სწავლება ჩატარდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების კრიზისების მართვის სიმულაციური სცენარი წყალდიდობაზე რეაგირებას ითვალისწინებდა. ეროვნული გვარდიის რეზერვისტებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა კრიზისის რაიონის იზოლირება, წყალამრიდი კედლის მოწყობა, მდინარის მონიტორინგი, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობისა და კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლების ევაკუაცია განახორციელეს. „საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის […]

ჯო ბაიდენმა და კირ სტარმერმა უკრაინაში არსებული ვითარება და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საკითხი განიხილეს

ჯო ბაიდენმა და კირ სტარმერმა უკრაინაში არსებული ვითარება და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საკითხი განიხილეს, – ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აშშ-ის პრეზიდენტს თეთრ სახლში შეხვდა და ორმა ლიდერმა დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ურთიერთობები, უკრაინაში არსებული ვითარება, ღაზაში მიმდინარე კონფლიქტი და ევრო 2024-ის ნახევარფინალში ინგლისის ეროვნული ნაკრების გამარჯვება განიხილეს. „პრემიერ […]

მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო” განცხადებას ავრცელებს

მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო” განცხადებას ავრცელებს მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო” განცხადებას ავრცელებს: “როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გუშინ „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ოფიციალურად დაფუძნდა და ჩვენს მიერ გავრცელებულ მანიფესტში, დეტალურად აღვწერეთ საზოგადოებრივი მოძრაობის მიზნები და ამოცანები. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ხელისუფლების ნაკლებმა გამბედაობამ და „ქართული“, გარედან მართული ოპოზიციის ქმედებებმა ჩვენი ქვეყანა ძალიან სახიფათო ნიშნულამდე მიიყვანა. სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობით […]