გენერალური პროკურორის კანდიდატად შოთაძის მოადგილე შეარჩიეს

საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილებით, გენერალური პროკურორის კანდიდატად პარლამენტს გიორგი გაბიტაშვილი წარედგინება. გიორგი გაბიტაშვილი გენერალური პროკურორის მოქმედი მოადგილეა. გენერალური პროკურორობის კანდიდატის შესარჩევად საპროკურორო საბჭომ კენჭისყრა დღეს, 11 ივლისს, ჩაატარა. საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე კენჭი ეყარა სამ კანდიდატს: გიორგი გაბიტაშვილს, დარეჯან ბუცხრიკიძეს და ვიქტორ ახალბედაშვილს. ბუცხრიკიძის და ახალბედაშვილის კანდიდატურას მხარი არავინ დაუჭირა, ხოლო გაბიტაშვილმა 11 ხმა მიიღო.
მომხმარებლებმა TBC არხებით 2023 წელს სილამაზის სალონებში ₾36 მლნ-ზე მეტი გადაიხადეს

მთელი საქართველოს მასშტაბით 2023 წელს ადამიანებმა სილამაზის ინდუსტრიაში ჯამში 36 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს – ამის შესახებ TBC-ის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში წერია. თიბისიმ ყველა იმ სალონის (სულ 721 სალონი) მონაცემები გააანალიზა, სადაც 2023 წელს მომხმარებლებმა თიბისის ტერმინალით გადაიხადეს. რაც ეხება ასაკობრივ სეგმენტებს, ირკვევა, რომ ყველაზე მეტს, სილამაზის სალონებში ერთ მისვლაზე, საშუალოდ 75 ლარს, 66 + […]
სპეცრაზმის ნაცემ ელისაშვილს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან

საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ალეკო ელისაშვილს, რომელსაც 17 აპრილს მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ, შსს პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. როგორც დეპუტატის ინტერესების დამცველი გიორგი რეხვიაშვილი „ნეტგაზეთთან“ ამბობს, უწყება ელისაშვილს სწორედ მისი ცემის დღეს პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობას და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავება (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166. 173 მუხლები). ელისაშვილის ინტერესების დამცველი აღნიშნავს, რომ […]
ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია არ იმეორებს ჩანაწერს, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი

ნატომ მიიღო ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია, რომელიც არ იმეორებს ბუქარესტის სამიტის ჩანაწერს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. დოკუმენტში საქართველო ერთხელ არის ნახსენები, პუნქტში სადაც ხაზგასმულია, რომ რომ ალიანსი არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის, მათ შორის ყირიმის უკანონო ანექსიას. „ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს მთელი თავისი ძალები მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან, სადაც ისინი განლაგებულია მათი თანხმობის […]
შსს – ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების საკითხებზე მასშტაბური უწყებათაშორისი სწავლება გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების საკითხებზე ორგანიზებულ უწყებათაშორის სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – ალექსანდრე დარახველიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი – თემურ მღებრიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე – გიგა ნიკოლეიშვილი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი – ლევან […]
6 თვეში საქართველოში 3 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2024 წლის I-II კვარტალში საქართველოში 3,021,067 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +5.6%-ია. მათივე ცნობით, იანვარი-ივნისის პერიოდში ქვეყანაში 2,123,816 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, 2023 წელთან შედარებით ზრდა +10%-ია. „2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში 1,720,516 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2023 წელთან შედარებით ზრდა +4.2%-ია. აპრილი-ივნისის პერიოდში საქართველოში 1,185,172 […]
ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ჯონ ბასს შეხვდა

ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ჯონ ბასს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში წერს. საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, შეხვედრის დროს მან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ერთგულება ევროკავშირისა და ევროატლანტიკური მომავლის მიმართ. „ძალიან საინტერესო აზრთა მიმოცვლა მქონდა ჯონ ბასთან. […]
„არ ვუერთდები „ნაციონალურ მოძრაობას,“ მაგრამ თავს განვიხილავ ყველას მოკავშირედ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაშია“ – ხატია დეკანოიძე

ყველაზე საუკეთესო არის ის კონფიგურაცია, რომელიც მოქალაქეებს მისცემს არჩევანს და ეს არჩევანი უნდა იყოს ძალიან კონკრეტული, მთავარი კი უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილის დამარცხება , – ეს განცხადება „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ოპოზიციურ გაერთიანებებსა და სხვადასხვა კონფიგურაციაზე საუბრისას განაცხადა. დეკანოიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ საკუთარი ფინანსური რესურსების უზრუნველყოფა უნდა. მისივე განცხადებით, ივანიშვილი […]
ბოკუჩავა: გაყინულია EU-NATO-ში ინტეგრაცია – ივანიშვილის იზოლაციონისტური პოლიტიკის შედეგია

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე ქართული ოცნების დამაზიანებელ პოლიტიკასა და 2024 წლის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ბოკუჩავას თქმით, ქართული ოცნება საფრთხის ქვეშ აყენებს როგორც ქვეყნის ევროკავშირში, ასევე NATO-ში ინტეგრაციას. მათ შორის, ბოკუჩავა ამბობს, რომ NATO-ს ვაშინგტონის სამიტის კომუნიკედან საქართველოს საკითხი ამოღებულია. “დღეს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილესთან დემოკრატიის და სამოქალაქო საკითხებში, […]
„არ პასუხობს ჩვენს მოლოდინს“ – კობახიძე გამოეხმაურა EU-სა და აშშ-ის მიერ თავდაცვის სფეროში დახმარების შეჩერებას

ევროკავშირის და აშშ-ის გადაწყვეტილებები, რომლებიც უკავშირდება საქართველოს თავდაცვის სფეროში დახმარების შეჩერებას, კობახიძის თქმით, არ პასუხობს ურთიერთობების გადატვირთვაზე საქართველოს ხელისუფლების მოლოდინს. „პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო აშშ-ის და ევროკავშირის გადაწყვეტილებას თავდაცვის სფეროში თანხის გამოყოფის შეჩერების თაობაზე. ეს გადაწყვეტილება სამწუხაროა იმდენად, რამდენადაც ის არ პასუხობს ჩვენს მოლოდინს ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით, – აღნიშნა კობახიძემ და აქცენტი აშშ-სთან ურთიერთობაზე გააკეთა, […]