პრემიერი ლარის დასტაბილურებისთვის ნათია თურნავას მადლობას უხდის

სამკვირიანი პაუზის შემდეგ, დღეს 11 ივლისს პირველად გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნათია თურნავას მადლობა გადაუხადა ლარის კურსის ეფექტიანი მართვისთვის, რამაც მისი თქმით, ეროვნული ვალუტა დაასტაბილურა. “ეკონომიკისთვის, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული ვალუტის სტაბილურობა. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვქონდა მოკლევადიანი რყევა გარკვეული დროის განმავლობაში, რაზეც ჩვენი ოპოზიცია დიდ იმედებს ამყარებდა. თუმცა, მაღალი ეკონომიკური ზრდის და ასევე, ეფექტიანი მართვის […]
„ამ ურთიერთობებს ნამდვილად სჭირდება გადატვირთვა“ – კობახიძე აშშ-სა და ევროკავშირზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აშშ-ის და ევროკავშირის მხრიდან თავდაცვის სფეროში დაფინანსების შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილება კონტრპროდუქტიულია. კობახიძემ განცხადება მთავრობის სხდომის დაწყებისას გააკეთა. „მინდა გამოვეხმაურო აშშ-ის და ევროკავშირის გადაწყვეტილებას თავდაცვის სფეროში თანხების გამოყოფის შეჩერების თაობაზე. ეს გადაწყვეტილება არის სამწუხარო იმდენად, რამდენადაც არ პასუხობს ჩვენს მოლოდინს ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით. გასული ოთხი წლის პოლიტიკური მოვლენების ფონზე, ამ […]
საინჟინრო კომპანია „იმპოსტი მეპი“ 2023-2024 წლის ლიდერ კომპანიად დასახელდა

,,ჯორჯიან თაიმსის’’ ბიზნეს რეიტინგის რიგით XXIII -ე დაჯილდოების ცერემონიაზე ,,იმპოსტი მეპი’’ წლის ლიდერ საინჟინრო კომპანიად დასახელდა. ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოება ყოველწლიურად “ჯორჯიან თაიმსის“ მიერ სხვადასხვა ნომინაციებში. იმპოსტი მეპი ლიდერი საინჟინრო კომპანიაა, რომელიც მრავალი წელია ასრულებს რეგიონალური მნიშვნელობის პროექტებს. გამოირჩევა მუდმივი ტექნოლოგიური პროგრესით, ინოვაციური გადაწყვეტილებებით და ენერგოეფექტური მასალების გამოყენებით. კომპანიის მიმართულებებია: პროექტირება,საინჟინრო კომუნიკაციების (MEP) შესრულება და ექსპლუატაციის […]
კობახიძე აშშ-სა და EU-ის გადაწყვეტილებას თავდაცვაში თანხების შეჩერებაზე “სამწუხაროს” უწოდებს

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებებს თავდაცვის სფეროში თანხების გამოყოფის შეჩერებასა და წვრთნების გადადებაზე “სამწუხაროს” უწოდებს. ეს განცხადება მან მთავრობის სხდომაზე გააკეთა და კვლავ “ურთიერთობების გადატვირთვის” აუცილებლობაზე ისაუბრა. “მინდა გამოვეხმაურო ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის გადაწყვეტილებას თავდაცვის სფეროში თანხების გამოყოფის შეჩერების თაობაზე. ეს გადაწყვეტილება არის სამწუხარო, რაც უკვე აღვნიშნე. სამწუხაროა იმდენად, რამდენადაც ის არ […]
კობახიძე აშშ-ს და EU-ს გადაწყვეტილებებზე: კონტრპროდუქტიულია ურთიერთობების გადატვირთვისთვის

მინდა გამოვეხმაურო აშშ-სა და ევროკავშირის გადაწყვეტილებას თავდაცვის სფეროში თანხების გამოყოფის შეჩერების თაობაზე. ეს გადაწყვეტილება არის სამწუხარო. სამწუხაროა იმდენად, რამდენადაც ის არ პასუხობს ჩვენს მოლოდინს ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით. მე კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ გასული ოთხი წლის პოლიტიკური მოვლენების ფონზე ამ ურთიერთიობებს ნამდვილად სჭირდება გადატვირთვა. ამისთვის ქართული მხარე – ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი სახელმწიფო არის მზად და […]
კობახიძე: მიხეილ სარჯველაძემ ღირსეულად უპასუხა მასზე ლიბერალურ-ფაშისტურ თავდასხმას

მინდა გამოვეხმაურო მორიგ ლიბერალურ ფაშისტურ მორიგ პატარა გამოხტომას, რომელიც განხორციელდა ჩვენი კოლეგის, ბატონი მიხეილ სარჯველაძის მიმართ. ამ თავდასხმის ავტორი იყო ე.წ. გულწრფელი ახალგაზრდა, რომელიც შემდეგ შემთხვევით აღმოჩნდა ნაცმოძრაობის აქტივისტი, კერძოდ, ნაცმოძრაობის ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, ნაბიჯის ლიდერი, ვინმე ჩხუბაძე. საინტერესოა, რომ ეს ორგანიზაცია პარალელურ რეჟიმში ფინანსდება, ჩვენი ინფორმაციით, ერთი მხრივ, კეზერაშვილი-დიმა ჩიქოვანის მხრიდან და მეორე მხრივ, […]
კობახიძე: მადლობა ნათია თურნავას, ეფექტიანად მართა პროცესი და უზრუნველყო ლარის სტაბილურობა

ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული ვალუტის სტაბილურობა. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვქონდა მოკლევადიანი რყევა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რაზეც ჩვენი ოპოზიცია დიდ იმედებს ამყარებდა, თუმცა, სწრაფი ეკონომიკური ზრდის და ეფექტიანი მართვის წყალობით ლარის კურსი ძალიან მალე დაუბრუნდა პრაქტიკულად პირვანდელ ნიშნულს. ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო განსაკუთრებით ეროვნულ ბანკს, პირადად ნათია თურნავას, რომელმაც ეფექტიანად მართა ეს პროცესი და საბოლოო ჯამში […]
Dream Team-ის პირველი მატჩი – ამერიკამ კანადა გაანადგურა [VIDEO]

აშშ-ს ნაკრებმა პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადება დაიწყო. სტივ კერის განკარგულებაში კი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის თითქმის ყველა წამყვანი მოთამაშეა. გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ გუნდს ბოლო მომენტში “კლიპერსის” ლიდერი კავაი ლეონარდი გამოაკლდა, რომელიც “ბოსტონ სელტიკსის” ვარსკვლავმა დერეკ უაითმა შეცვალა. აშშ ლას ვეგასში საჩვენებელ მატჩში კანადის ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქე 86:72 დაამარცხა. ოცნების გუნდის ხუთეული ასე გამოიყურებოდა: სტეფ […]
გაიგეთ, რა გელოდებათ დღეს – 11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი შეეცადეთ, მოჭარბებულ ენერგიას საჭირო მიმართულება მისცეთ. კარგი იქნება, თქვენი ძალები მყუდრო გარემოს შესაქმნელად მიმართოთ. კურო აქტიურად გამოიყენეთ მეგობრებისგან შემოთავაზებული დახმარება და საკვანძო საკითხების მოგვარებას შეუდექით, სწორად გადაანაწილეთ ძალები და იმაზე მეტის გაკეთებას ნუ მოინდომებთ, ვიდრე ამის რესურსი გაქვთ. ტყუპები სასურველია, დროებით გვერდზე გადადოთ პირადი ურთიერთობები, ახლა მეტად მნიშვნელოვანია , იფიქროთ თქვენს კარიერულ ზრდაზე. კირჩხიბი […]
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა

TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 5 ივლისს “სირცვილიას” ოფისზე თავდასხმის დროს, სადარბაზოში ლექსო ლაშქარავას ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა სასტიკად სცემეს. მას რამდენიმე წუთის განმავლობაში არაერთი პირი ურტყამდა, ლაშქარავას სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული და ოპერაცია დასჭირდა. 11 ივლისს დილით ის საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი ნახა. შსს-მ გარდაცვალების […]