“თიბისი უზბეკეთმა” $38.2-მილიონიანი ინვესტიცია მოიზიდა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიის, “თიბისი ჯგუფის” შვილობილმა TBC UZ-მა, რომელიც ერთადერთი სრულად ციფრული ბანკია უზბეკეთში, $38.2 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა, რომელსაც ქვეყნის შიგნით გაფართოებისთვის და ახალი პროდუქტების დანერგვისთვის გამოიყენებს. ინვესტორებს შორის სამ კომპანიას ვხვდებით, ესენია “თიბისი ჯგუფი”, რომელმაც $23 მილიონის კონტრიბუცია გაიღო და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და საერთაშორისო ფინანსურ კორპორაცია, რომელთაც, ჯამურად, […]

წილოსანი: 2008 წლის NATO-ს ჩანაწერი გარკვეულწილად იყო მაპროვოცირებელი რუსეთის აგრესიის

ქართული ოცნების დეპუტატის, ნინო წილოსანის თქმით, 2008 წლის NATO-ს ჩანაწერი “გარკვეულწილად იყო მაპროვოცირებელი და რუსეთის მხრიდან გავხდით მსხვერპლი ამ ძალადობის და რეალურად ომის პროცესების დასაწყისის”. “არაერთი შეფასებით, დიახაც, სწორედ რომ 2008 წლის NATO-ს ჩანაწერით და იმ პირობებში, როდესაც ნატოს შემადგენლობაში საქართველო ვერ იქნა შეყვანილი და სამწუხაროდ, განსაკუთრებული მოწყვლადობა ჰქონდა ქვეყანას, გარკვეულწილად იყო მაპროვოცირებელი და რუსეთის […]

ლექსმანი: საქართველოს მთავრობა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას ანადგურებს

2008-ში ჩვენ ისტორიული შეცდომა დავუშვით, რაც ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა თავის სასარგებლოდ გამოიყენეს. დღეს საქართველოს მთავრობა მოსკოვის ბრძანებებს ასრულებს და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას ანადგურებს. ჩემი იმედია, რომ ქართველი ხალხი ამ დამანგრეველ სვლებს უკუაქცევს. წერს ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი X-ზე, რითაც იგი NATO-ს სამიტზე ალიანსში საქართველოს გაწევრიანების საკითხის შესახებ მსჯელობის არარსებობას ეხმაურება

ნიშანდობლივია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად დაფიქსირდა ფაქტი, რომ კეთილდღეობის გლობალური საზომით საქართველომ გადაუსწრო მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების დონეს

ნიშანდობლივია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად დაფიქსირდა ფაქტი, რომ კეთილდღეობის გლობალური საზომით საქართველომ გადაუსწრო მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების დონეს „მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული მთლიანი ეროვნული შემოსავლების განახლებული გლობალური მონაცემების მიხედვით, საქართველოს ნომინალური მთლიანი ეროვნული შემოსავალი მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე 2023 წელს 10%-ით გაიზარდა და ახალ ისტორიულ მაქსიმუმს, 23 040 საერთაშორისო დოლარს გაუტოლდა“- წერს ეკონომიკის […]

მასაც იგივე ბედი ელის – ბესელია ღუდუშაურზე

პოლიტიკოსი, ეკა ბესელია, დეპუტატ ალუდა ღუდუშაურს ეხმაურება და წერს: სასამართლოს კლანმა ვანო ზარდიაშვილის ნაცვლად – ალუდა ღუდუშაური შეაჩეჩა ,, ოცნებას” ორივეს ფესვები – წინა ხელისუფლებასთან მიდის და დაბალ სეგმენტში შავი საქმეების კეთება იყო. მასაც იგივე ბედი ელის.

“მონსტრი”, “შესაჯანჯღარებელი” – დიმიტრი გაბუნია იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე და სასამართლოზე

“მონსტრი” – ასე მოიხსენიებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი, დიმიტრი გაბუნია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და აცხადებს, რომ საბჭო კონკრეტულ საქმეებს მისთვის სასურველ მოსამართლეებს განსახილველად აწერს. დიმიტრი გაბუნია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს კრიტიკული ხმის არ გაჟღერებაში ადანაშაულებს და დასძენს, რომ “ეს ადამიანები მოდუნებულები არიან“. მე რომ ვყოფილიყავი მოსამართლე ამ განწყობით და ჩემი დამოკიდებულებით, კრიტიკული საქმე არ […]

“სიცარიელე, რომელიც ვაშინგტონის დეკლარაციაშია, ტოვებს ერთ იმედს” – თინა ხიდაშელი

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი NATO-ს 75-ე, საიუბილეო დეკლარაციის ტექსტში საქართველოს მხოლოდ ერთხელ მოხსენიებას ეხმაურება და ამბობს: ახლა ბუქარესტის ჩანაწერიც აღარ გაიმეორეს, რადგან საქართველოს ხელისუფლება არის სანქცირებული ნატოს წევრი სახელმწიფოების უმნიშვნელოვანესი კომპონენტის, შტატებისა და ევროკავშირის მიერ. გაყინულია სამხედრო დახმარება, ასევე სხვადასხვა წყაროები და ამ ვითარებაში ძალიან რთულია, რომ ნატოს, როგორც ამ ქვეყნების ორგანიზაციას, ჰქონდეს […]

მირიამ ლექსმანი – 2008 წელს ჩვენ ისტორიული შეცდომა დავუშვით, დღეს, საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის ბრძანებას ახორციელებს და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ საქართველოს გზას ანადგურებს

2008 წელს ჩვენ ისტორიული შეცდომა დავუშვით, დღეს, საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის ბრძანებას ახორციელებს და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ საქართველოს გზას ანადგურებს, – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციას. „2008 წელს ჩვენ ისტორიული შეცდომა დავუშვით, რომლითაც ჩვენმა მტრებმა ისარგებლეს. დღეს, საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის ბრძანებას ახორციელებს და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ საქართველოს გზას ანადგურებს. იმედი მაქვს, რომ ქართველი ხალხი […]

პრეზიდენტმა 13 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს 13 მსჯავრდებული შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 6 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო 5 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის, 1 ქალ მსჯავრდებულს. შეწყალების აქტი შეეხო ასევე 2 მსჯავრდებულს, რომელთა სასჯელები თავისუფლების აღკვეთასთან არ არის დაკავშირებული.

ნინო წილოსანი – 2008 წელს ნატოს სამიტზე გაკეთებულ განცხადებას, დადასტურებულად არა, მაგრამ არაერთი შეფასებით, 2008 წლის საომარი პროცესები მოჰყვა – ვისურვებთ, რომ ნებისმიერი ჩანაწერი არ იყოს პროვოკაციული და შეიცავდეს მინიმალურ რისკებს

ჩვენ სახელმწიფო პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვისურვებთ, რომ ნებისმიერი ჩანაწერი თუ განცხადება არ იყოს პროვოკაციული და შეიცავდეს მინიმალურ რისკებს, რადგან ამ ეტაპზე სამწუხაროდ, ნატოს ქოლგა საქართველოს არ იცავს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციის შეფასებისას განაცხადა. წილოსანის შეფასებით, “როდესაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მათი უმრავლესობა პარალელს ავლებენ 2008 წლის ნატოს ჩანაწერზე, […]