დიმიტრი პესკოვი – ნატო-ს სამიტზე მიღებული დოკუმენტებით თუ ვიმსჯელებთ, ისინი მშვიდობის მომხრეები არ არიან – ალიანსის მოქმედებები რუსეთისგან საპასუხო ზომების მიღებას მოითხოვს

ნატო-ს მოქმედებები რუსეთისგან საპასუხო ზომების მიღებას მოითხოვს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „ჩვენ ვხედავთ ნატო-ს გადაწყვეტილებას შავი ზღვის ქალაქებში ლოგისტიკური ჰაბების შექმნისა და ევროპაში დამატებითი პუნქტების გახსნის შესახებ. ჩვენ ვხედავთ, რომ, ფაქტობრივად, ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა მუდმივად, თანდათანობით ჩვენი საზღვრებისკენ მოძრაობს. აშკარაა, რომ ალიანსის ერთ-ერთ მთავარ მიზანს რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენება წარმოადგენს. […]

„ხალხის ძალა“ – მზადდება პოლიტიკური პლატფორმა გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძის გასაერთიანებლად – ეს სასაცილო პლატფორმა გახდება ის ადგილი, სადაც ერთ დროს ერთმანეთზე სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული ადამიანები „გამონახავენ“ საერთო ენას

პარტია „ხალხის ძალის“ ინფორმაციით, მზადდება პოლიტიკური პლატფორმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას და პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის გასაერთიანებლად. როგორც „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ჯერ პრეზიდენტ „სალომე ზურაბიშვილის ქოლგის ქვეშ ბესელია-შალელაშვილი-ჩუგოშვილის ლეღვის ფოთოლთა პლატფორმას შექმნიან, ხოლო შემდეგ გახარიას და ხაზარაძეს ფრთხილად შეუერთებენ, რომ რაც შეიძლება ნაკლები პოლიტიკური დანაკარგი განიცადონ და ამ საფარქვეშ […]

კახა წიქარიშვილი – დღეს სასამართლო სისტემაში მთავარი პრობლემა არის კლანი, რომელიც არის მაფიოზური ჯგუფი

დღეს სასამართლო სისტემაში მთავარი პრობლემა არის კლანი, რომელიც არის მაფიოზური ჯგუფი. საერთაშორისო ლიტერატურაშიც ასე მოიხსენიება ასეთი ჯგუფები სასამართლო სისტემაში, რომელიც ემსახურება თავის ინტერესებს და ყველაფერს აკეთებს თავისი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. სასამართლო სისტემაში ეს ჯგუფი ემსახურებოდა წინა ხელისუფლებას და ახლა ემსახურება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატმა კახა წიქარიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს […]

შოთა ბურჯანაძე – საერთაშორისო ვიზიტორების ზრდა მეტყველებს იმაზე, რომ სფერო შესაბამის სარგებელს პოულობს

ის, რომ 2023 წელთან შედარებით საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 10%-ითაა გაზრდილი და საქართველოში საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი 3 მლნ-ს აჭარბებს ეს საკმაოდ დადებითი მაჩვენებლებია, – ამბობს რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძე. მისივე თქმით, დატვირთულობის მხრივ ივლისი და აგვისტო კიდევ უფრო გამორჩეული იქნება, რითაც უფრო შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე კურორტები ისარგებლებენ. „საერთაშორისო ვიზიტორების ზრდა მეტყველებს იმაზე, რომ […]

ნინო წილოსანი – ჩვენს კოლეგებსა და პარტნიორი სახელმწიფოს წარმომადგენლებს ვურჩევდი, საქართველოში არსებული მდგომარეობა უფრო სიღრმისეულად შეესწავლათ, ამ წინასწარი ნეგატიური განწყობების შექმნას, უფრო მეგობრული ყოფილიყვნენ

ჩვენს კოლეგებსა და პარტნიორი სახელმწიფოს წარმომადგენლებს ვურჩევდი, რომ საქართველოში არსებული მდგომარეობა უფრო სიღრმისეულად შეესწავლათ, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ნინო წილოსანმა MEGOBARI აქტზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, რამდენიმე ათასი კილომეტრის დაშორების პირობებში გარკვეული დასკვნებისა და გადაწყვეტილებების მიღება სწორი არ იქნება. „MEGOBARI აქტი, რომელიც თავის შინაარსით პოზიტიური უნდა იყოს, უფრო ნაკლებად მეგობრულს წარმოადგენს ვიდრე სურს, რომ […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მისივე ცნობით, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს სწავლის დასრულება ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ მიულოცა. „დღეს საქართველოს იურისტთა დიდ არმიას 200-ზე მეტი ძლიერი, განათლებული ახალგაზრდა შეემატა, რომლებიც შევლენ ჩვენი ქვეყნის, მმართველობის, მეცნიერების და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესში და ხელში […]

ზაფხულის ტურისტულ სეზონზე განსაკუთრებული მოლოდინები გვაქვს და ვფიქრობთ, ძალიან კარგი სეზონი იქნება – მაია ომიაძე

ზაფხულის ტურისტულ სეზონზე განსაკუთრებული მოლოდინები გვაქვს და ვფიქრობთ, ძალიან კარგი სეზონი იქნება, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ ქვეყანაში შემოსული საერთაშორისო მოგზაურების სტატისტიკაზე საუბრისას განაცხადა. ომიაძის თქმით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამიზნე ბაზრებზე მარკეტინგულ კამპანიებს აქტიურად აგრძელებს და ამ ფონზე, მესამე კვარტლის ბოლოს ზაფხულის ტურისტული სეზონის შეჯამებით, უფრო კარგ მაჩვენებლებს ელოდება. „2024 წლის […]

ზაფხულის ტურისტულ სეზონზე განსაკუთრებული მოლოდინები გვაქვს და ვფიქრობთ, ძალიან კარგი სეზონი იქნება – მაია ომიაძე

ზაფხულის ტურისტულ სეზონზე განსაკუთრებული მოლოდინები გვაქვს და ვფიქრობთ, ძალიან კარგი სეზონი იქნება, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ ქვეყანაში შემოსული საერთაშორისო მოგზაურების სტატისტიკაზე საუბრისას განაცხადა. ომიაძის თქმით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამიზნე ბაზრებზე მარკეტინგულ კამპანიებს აქტიურად აგრძელებს და ამ ფონზე, მესამე კვარტლის ბოლოს ზაფხულის ტურისტული სეზონის შეჯამებით, უფრო კარგ მაჩვენებლებს ელოდება. „2024 წლის […]

საქართველოს რკინიგზამ ბულგარეთის რკინიგზის და სანაოსნო კომპანია P.N.A LTD-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობამ თბილისში ბულგარეთის რკინიგზის BDZ-ის და სანაოსნო კომპანია P.N.A LTD-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მხარეებს შორის, საბორნე მიმოსვლის განახლების შესახებ, ხელშეკრულება გაფორმდა. საბორნე მიმოსვლის აღსადგენად, მოსამზადებელი სამუშაოები წლის დასაწყისიდან მიმდინარეობს. მხარეებმა, სარკინიგზო ბორნის გამართული ფუნქციონირების აღსადგენად, ურთიერთთანამშრომლობის ყველა პირობა შეათანხმეს. საბორნე/სარკინიგზო მიმოსვლა ბოლო ორი წელია შეჩერებულია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსა და […]

სალომე ზურაბიშვილმა 13 მსჯავრდებული შეიწყალა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა 13 მსჯავრდებული შეიწყალა. მათგან 6 სრულად გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელისგან, 5-ს შეუმცირდა თავისუფლების აღკვეთის ვადა. შეწყალება შეეხო ორ ისეთ მსჯავრდებულსაც, რომელთა სასჯელები თავისუფლების აღკვეთასთან არ არის დაკავშირებული. აღსანიშნავია, რომ შეწყალებულთაგან ერთი ქალია. მას ზურაბიშვილმა სასჯელის მოხდის ვადა შეუმცირა.