ნაცვლიშვილი: კრემლის მსახურმა ხელისუფლებამ შეაჩერა ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის პროცესი

პარტია ლელოს დეპუტატი, ანა ნაცვლიშვილი ბრიფინგზე NATO-ს ვაშინგტონის სამიტის ფარგლებში გამოქვეყნებულ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დეკლარაციის შესახებ საუბრობს, სადაც საქართველოს ალიანსის წევრობა ნახსენები აღარ არის და ამის მიზეზად ნაცვლიშვილი ხელისუფლების მიერ რუსული კანონის მიღებას ასახელებს. “საქართველო აუცილებლად გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფო” – ეს არის ის ჩანაწერი, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქის და ქვეყნის სტაბილური განვითარების გარანტია იყო […]
წილოსანი: 2008-ში NATO-ს ჩანაწერი გარკვეულწილად მაპროვოცირებელი იყო ომის პროცესის დაწყების

რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი ნინო წილოსანი ამტკიცებს, რომ 2008 წელს, NATO-ს ბუქარესტის სამიტზე გაკეთებულ ჩანაწერს, რომ “საქართველო აუცილებლად გახდება NATO-ს წევრი”, რუსეთის მხრიდან საომარი პროცესები მოჰყვა. წილოსანმა ეს განცხადება NATO-ს სამიტის გუშინდელ განცხადების კონტექსტში გააკეთა, სადაც საქართველო მხოლოდ ერთხელაა მოხსენიებული. წილოსანი ამბობს, რომ გუშინდელი ჩანაწერი “ალიანსი მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები მოლდოვიდან და საქართველოდან” კიდევ […]
“ჩაგრეცხავთ” – რას აქვეყნებს ჩერგოლეიშვილი

“პირადი წყენები დავივიწყოთ” ეს რომ მთავარ სპიკერად ყავთ და ევროპაში მივდივართო, ხალხს აბოლებენ და რომ ვერ აბოლებენ, მერე ხალხს რომ ლანძღავენ, აბა თავებს ხომ არ გაილანძღავენ არაუშავს, ჩაგრეცხავთ.
“მეც და კატასაც წარგვეკვეთა სასო… 14–ჯერ დავრეკე მონიტორინგის სამსახურში და ბოლოს კეთილმა ადამიანმა ჩამოიყვანა ხიდან” – ვიდეო

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო / Animals Monitoring Agency ცოცხლები ხართ? მოგესალმებით,დილის 7 საათზე სამსახურში მისულს მომესმა კატის კნავილი რომელსაც როგორც შემდგომ მივაგენი ხეზე საკმაოდ მაღლა იყო ასული და ვეღარ ჩამოდიოდა. ნუ ჯერ 112ზე დავრეკე სადაც ცხოველთა მონიტორინგის სამსახურთან გადამამისამართეს, ვიფიქრე მაქსიმუმ 1 საათი დასჭირდებოდათ – მაგრამ, არა. ანუ დილის 7 საათიდან შუადღის 4 საათამდე არანაირი კონტაქტი […]
თსუ-ს სტუდენტების პროფესიული კარიერული განვითარებისთვის ვორკშოპი ჩატარდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრში სტუდენტებისთვის ვორკშოპი ჩატარდა „როგორ შეიძლება გავზარდოთ დასაქმების შესაძლებლობები/HR.GE როგორც ხელშემწყობი პლატფორმა“. ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობით, ვორკშოპს დასაქმების სააგენტოს HR.GE რეგიონული მენეჯერი ინგა შახბაზიანი და ადამიანური რესურსების მენეჯერი ანი ლობჟანიძე უძღვებოდნენ. როგორც თსუ-ს პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა ლევან წიქარიძემ განაცხადა, სტუდენტების პროფესიული და კარიერული […]
მედია – ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების ხომალდი დააფიქსირეს

ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების ხომალდი დააფიქსირეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Naval News-ი ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ შესაძლოა, ოკუპირებულ აფხაზეთში შავი ზღვის პორტი რუსეთის საზღვაო ძალებისთვის მნიშვნელოვანი ბაზა გახდეს და უკრაინული დრონებისგან დასაცავად თავშესაფრის ფუნქცია შეასრულოს. Naval News-ის ცნობით, ხომალდი 28 ივნისს ნოვოროსიისკის პორტში იდგა, ოჩამჩირედან ჩრდილო-დასავლეთით 370 კილომეტრში, ხოლო ბოლოს 4 და 5 ივლისს […]
ბორელი: ჩვენი რეაგირება რბილი იყო, როდესაც პუტინი საქართველოში შეიჭრა

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, დასავლეთის რეაგირება რბილი იყო, როდესაც ვლადიმირ პუტინი საქართველოში შეიჭრა 2008 წელს. ამის შესახებ ბორელმა NATO-ს სამიტის ფარგლებში, ევროკავშირის თავდაცვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. ამასთან, ბორელის თქმით, დასავლეთი ნახევარი გულით გამოეხმაურა პუტინის ქმედებას, როდესაც ის 2014 წელს ყირიმის ანექსიას ახორციელებდა. “ჩვენ ვნახეთ პუტინის მიერ ხალხის ხოცვა […]
ჩიქოვანი დარწმუნებულია, რომ აშშ-ს წვრთნების შეჩერება და EU-ს დახმარების გაყინვა გადაიხედება

თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი გამოეხმაურა აშშ-ს მიერ საქართველოში ჩასატარებელი წვრთნები გადადებასა და ევროკავშირის მიერ თავდაცვისთვის გამოყოფილი €30 მილიონის გაყინვას. ჩიქოვანის თქმით, მთავრობა დარწმუნებულია, რომ აშშ-ს გადაწყვეტილება შეიცვლება და სამხედრო წვრთნები ჩატარდება. “ეს ჩვენთვის საკმაოდ დასანანი და გაუგებარი გადაწყვეტილებაა. იმიტომ, რომ წლების განმავლობაში თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში ჩვენ გვაქვს არაერთი წარმატებული შედეგი. შედეგი, რომელიც არის მნიშვნელოვანი, […]
ჩიქოვანი NATO-ს დეკლარაციაზე: ვარ მათ რიცხვში, ვისაც ალიანსის გაფართოების სჯერა

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, NATO-ს ვაშინგტონის სამიტზე მიღებულ დეკლარაციაში საქართველოს თავისი ადგილი აქვს. მან თქვა, რომ 75-ე საიუბილეო სამიტის შემდეგ გამოქვეყნებული დოკუმენტი სხვა კომუნიკეებისგან “თავისი ფორმატით და შინაარსით” განსხვავდება. “დოკუმენტში საქართველოს თავისი ადგილი აქვს. მნიშვნელოვანია, რომ არსებობს მკაფიო განაცხადი იმის თაობაზე, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და საქართველოს ტერიტორიებიდან უნდა იყოს გაყვანილი რუსეთის ფედერაციის სამხედრო […]
საქართველოში მოქმედი აგენტების პატრონებმა გადაწყვიტეს, თითქოსდა რეპუტაციაშეულახავი, უფრო სწორედ კი რეპუტაციაარარსებული პლატფორმა შექმნან, რათა წინასაარჩევნოდ პოლიტიკური კონფიგურაციების გატესტვა და მათთვის სასურველი გადაწყვეტილებების საზოგადოებამდე მიტანა მოახერხონ

საქართველოში მოქმედი აგენტების პატრონებმა გადაწყვიტეს, თითქოსდა რეპუტაციაშეულახავი, უფრო სწორედ კი რეპუტაციაარარსებული პლატფორმა შექმნან, რათა წინასაარჩევნოდ პოლიტიკური კონფიგურაციების გატესტვა და მათთვის სასურველი გადაწყვეტილებების საზოგადოებამდე მიტანა მოახერხონ სულ რაღაც ორიოდე თვის წინ საქართველოში ახალი „ტელევიზიის“ დაფუძნებაზე განცხადება გააკეთა პოლიტიკასა და ბიზნესში არცთუ სახარბიელო რეპუტაციის მქონე პიროვნებამ, შოთა შალელაშვილმა. ახლადშექმნილმა „ტელევიზიამ“ გახსნიდან რამდენიმე დღეში პოლიტიკური „ექსკლუზივებით“ დაიწყო არარსებული […]