გიორგი გახარია – ნატო-ს ვაშინგტონის სამიტმა, პირველად 2008 წლის მერე, არ ახსენა საქართველო გაწევრიანების კონტექსტში – მმართველი პარტია პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის

ივანიშვილი და მისი პარტია წარმატებით აგრძელებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის, ისევე როგორც ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის და ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის მიზანმიმართულ განადგურებას,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს. გახარიას თქმით, მმართველი პარტია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის „პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს“. ამასთან, როგორც გახარია წერს, „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა ავტორიტარიზმისა და იზოლაციისკენ მიჰყავს“. „ნატო-ს ვაშინგტონის […]

რატი იონათამიშვილი „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტზე – ჩვენი მიზანია პროცესი იყოს ინკლუზიური და გამჭვირვალე, შესაბამისად, მუშაობა გაგრძელდება საშემოდგომო სესიის ფარგლებში და თუ იქნება გამოთქმული არგუმენტირებული შენიშვნები, მზად ვართ, გავიზიაროთ

ამნისტია განსაკუთრებულ მიდგომას ნერგავს პრობაციონერების მიმართ და პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება შეეხება დაახლოებით 7 000 პირს, რაც წარმოადგენს სიახლეს ამნისტიის წინა პროექტებთან შედარებით. რაც შეეხება კანონის მიღების ვადებს, მისი პირველი მოსმენით მიღება იგეგმება რიგგარეშე სესიაზე, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა, განაცხადა. იონათამიშვილის განმარტებით, უმრავლესობის მიზანია, […]

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ ბათუმში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი გააუქმა და გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა

პროკურატურის ცნობით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, ლ.ს.-ს მიმართ გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 11 მარტს, ქალაქ ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, ლ.ს.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანის გამოყენებით, ნ.თ.-ს სხეულზე სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად, დაზარალებული სამედიცინო […]

უკრაინამ დააკავა სატვირთო გემი, რომელსაც ყირიმიდან მარცვლეულის ექსპორტი ბრალდება

უკრაინის უშიშროების სამსახურის განცხადებით, მან შავ ზღვაში დააპატიმრა უცხოეთის სატვირთო გემი, რომლის კაპიტანიც დაკავებული ჰყავთ. სამსახურის თანახმად, გემს, რომელიც შუა აფრიკის დროშით მოძრაობდა, უკანონოდ გადაჰქონდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია რუსეთის მიერ უკრაინის ანექსირებული რეგიონიდან – ყირიმიდან – ახლო აღმოსავლეთში გასაყიდად. გემის კაპიტნის შესახებ ცნობილია, რომ ის სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეა. კიევი ამტკიცებს, რომ 2022 წლის თებერვალში […]

სსკ-ის 291-ზე მეტ მუხლს სასჯელისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლება შეხება – „ქართული ოცნება“ ამნისტიის პროექტს აინიციირებს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია ფრაქცია „ქართულმა ოცნების“ მიერ მომზადებული „ამნისტიის პროექტის“ შესახებ. ტექსტის თანახმად, ამნისტია შეეხება 2024 წლის 1 ივლისამდე ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 66 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებში მსჯავრდებულები სასჯელისგან სრულად გათავისუფლდებიან ან შეუმცირდებათ 1/2-ით, ან 1/4-ით. სასჯელის 1/6-ით შემცირება კი შეეხება სსკ-ის 225 მუხლს. ჯამში სასჯელისგან სრულად […]

TNET-ის რეგისტრაციის ოფისი უძრავი და მოძრავი ქონების გაფორმებისა და რეგისტრაციისთვის თბილისში

ავტოსატრასპორტო საშუალების გაფორმება და განბაჟება, უძრავი ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაცია, თუ რეესტრთან დაკავშირებულ მომსახურებაზე იურიდიული კონსულტაცია უკვე ერთ სივრცეში და რაც მთავარია, თბილისში, TNET-ის რეგისტრაციის ოფისში შეგიძლიათ მიიღოთ. TNET-ის რეგისტრაციის ოფისი ფანჯიკიძის #1-ში (ყოფილი ბუდაპეშტის ქუჩა) გაიხსნა და მომსახურებას ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-17:00, ხოლო შაბათს 10:00-14:00 საათებში სთავაზობს მომხმარებელს. თინეთის რეგისტრაციის ოფისის გახსნა, პირველ რიგში, […]

ერაყის სასამართლომ ISIS-ის ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ქვრივს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა

ერაყის სასამართლომ ჯიჰადისტური ტერორისტული ორგანიზაციის ე.წ. ისლამური სახელმწიფოს გარდაცვლილი ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ქვრივს, ასმა მოჰამედს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ასმა მოჰამედი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის პირველი ცოლი იყო. ერაყის უმაღლესი იუსტიციის საბჭოს ინფორმაციით, სასამართლომ ასმა მოჰამედი, ასევე ცნობილი, როგორც უმ ჰუდაიფა, ექსტრემისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის და იეზიდი ქალების დატყვევების ბრალდებებში დამნაშავედ ცნო. ბრალდებულის ადვოკატს სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ […]

პრეზიდენტმა 13 მსჯავრდებული შეიწყალა

“საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 13 მსჯავრდებული შეიწყალა. 6 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო 5 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის, 1 ქალ მსჯავრდებულს. შეწყალების აქტი შეეხო ასევე 2 მსჯავრდებულს, რომელთა სასჯელები თავისუფლების აღკვეთასთან არ არის დაკავშირებული” – წერია ადმინისტრაციის გავრცელებულ განცხადებაში.

პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირეს

პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი ინიცირებულია. ამნისტიის პროექტი ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. ინიციატორთა განმარტებით, ამნისტია 2024 წლის 1-ელ ივლისამდე ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულებს შეეხება და „სისხლის სამართლის კოდექსის“ 66 მუხლს მოიცავს. ასევე, 1/6-ით შემცირდება 225 მუხლს შეეხება. როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, ამნისტია 2024 წლის 1-ელ ივლისამდე […]

ბაია პატარაია – აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შეხვედრაზე დაგვიდასტურეს, რომ 30 ადამიანს უკვე ჩაბარდა დასანქცირების შესახებ შეტყობინება – პროცესი გრძელდება

ამერიკელებმა გვითხრეს, რომ ისინი ქართველი ხალხის მეგობრები არიან – ვუთხარით, რომ “ქართული ოცნება” ყველაფერს უარყოფს, რომ სანქციები არ არსებობს, ყველაფერი კარგად არის და ასეთი ტყუილებით არიან დაკავებულები, რაც გარკვეულწილად გაუკვირდათ, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარის” ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ ჟურნალისტებთან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ანტიამერიკულ, […]