თბილისის რომელ უბანშია სალონური მომსახურება ყველაზე ძვირი? – TBC

TBC არხებით მთელი საქართველოს მასშტაბით 2023 წელს ადამიანებმა სილამაზის ინდუსტრიაში ჯამში 36 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს – ამის შესახებ TBC-ის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში წერია. განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობითა და დანახარჯებით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილებს ბათუმი, ქუთაისი და რუსთავი ინაწილებენ. თბილისის სტატისტიკა კი უბნების მიხედვით ასეთია: პირველ ადგილზე ვაკეა, შემდეგზე საბურთალო, ვაჟა-ფშაველას კვარტლები, დიდი დიღომი, გლდანი, ჩუღურეთი […]

ვის არ შეეხება ამნისტია? – სია

– მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს; – ნარკო რეალიზატორებს; – სქესობრივ დანაშაულებს; – ყაჩაღობას; – ტერორიზმს; – კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს; – ქურდულ სამყაროს; – კონვენციურ დანაშაულებს; – ტრეფიკინგს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს

ეს არ პასუხობს ჩვენს მოლოდინებს… გადავტვირთოთ… – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აშშ-სა და ევროკავშირის გადაწყვეტილებას თავდაცვის სფეროში საქართველოსთვის თანხების გამოყოფის შეჩერების თაობაზე პასუხობს და ამბობს: მინდა, გამოვეხმაურო აშშ-ის და ევროკავშირის გადაწყვეტილებას, თავდაცვის სფეროში თანხების გამოყოფის შეჩერების თაობაზე. ეს გადაწყვეტილება არის სამწუხარო, რამდენადაც ის არ პასუხობს ჩვენს მოლოდინებს ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით. გასული 4 წლის პოლიტიკური მოვლენების ფონზე, ამ ურთიერთობებს ნამდვილად […]

ზარქუა EU-ს: 30 მლნ ღირსეულმა კაცმა ფეხბურთელებს აჩუქა და თქვენი 30 მლნ-ით დაგვაჩოქებთ?

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა “სამარცხვინოს” უწოდებს ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს გაყინვასთან დაკავშირებით. ზარქუამ ამ კონტექსტში ბიძინა ივანიშვილის მიერ ეროვნული ნაკრებისთვის გადაცემული 30 მილიონი ახსენა და ევროკავშირს მიმართა კითხვით – “გგონიათ, ამ 30 მილიონით დააჩოქებთ ჩვენს ქვეყანას?”. “სამარცხვინო იყო ის აქტი, რაც ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, გააკეთა, მიუღებელია ეს. შენ […]

ბორელი: ჩვენი რეაგირება რბილი იყო, როცა პუტინი 2008 წელს საქართველოში შეიჭრა

ჩვენი რეაგირება რბილი იყო, როდესაც ვლადიმერ პუტინი საქართველოში შეიჭრა 2008 წელს და ნახევარი გულით გამოვეხმაურეთ, როცა 2014 წელს ყირიმის ანექსია დავინახეთ. არ გვინდოდა იმის დანახვა, რაც აშკარა იყო, რომ პუტინს სურს რუსეთის კვლავ დომინირდეს მის სამეზობლოში. პუტინი არ თმობს რუსეთის იმპერიალისტურ ამბიციებს. ეს არის პრობლემა: რუსეთის კვლავ იმპერიასავით იქცევა და პუტინს სურს, აღადგინოს იმპერია – […]

🎥 „აგრომეურნეობის გამოწვევები მხოლოდ ინოვაციური მიდგომებით დაიძლევა“ – ფრანკ თილე, Bayer-ის რეგიონული მენეჯერი

მოსახლეობისთვის საკმარისი საკვები პროდუქტის წარმოება და გარემოს დაცვა – დღეს სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტები აგრომეურნეობის წინაშე მდგარ ამ ორ მთავარ გამოწვევას ასახელებენ. არსებობს მათთან გამკლავების გზები, რომელთა შორის თანამედროვე მიდგომებისა და ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გამოყენებაა. „მსოფლიო პოპულაცია მზარდია, მიწები აგრომეურნეობისთვის კი სულ უფრო იკლებს და სამყოფი საკვები პროდუქტების წარმოება რთულდება. ამას ერთვის კლიმატის ცვლილება და […]

რატი იონათამიშვილი – იმ პირებს, რომლებსაც 9 მლნ აქვთ გაფლანგული, რომლებიც სასტიკად უსწორდებოდნენ ოპონენტებს და არაკეთილსინდისიერად იყენებდნენ თანამდებობებს, ამნისტიის არცერთი პროექტი არ უნდა შეეხოს

ცხადია, იმ პირებს და მასშტაბურ დამნაშავეებს, რომლებსაც 9 მილიონი ლარი აქვთ გაფლანგული, რომლებიც აორგანიზებდნენ და სასტიკად უსწორდებოდნენ ოპონენტებს და არაკეთილსინდისიერად იყენებდნენ საკუთარ პოლიტიკურ სახელმწიფოებრივ თანამდებობებს, ამნისტიის არცერთი პროექტი არასდროს არ უნდა შეეხოს, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, როდესაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა. იონათამიშვილის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ყოველგვარ სპეკულაციებს […]

პრეზიდენტის ადმინისტრაცია – პრეზიდენტმა ნიდერლანდების სამეფოს საპარლამენტო დელეგაციასთან ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიდერლანდების სამეფოს საპარლამენტო დელეგაციასთან ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა, პრეზიდენტმა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნისათვის ამ არჩევნებს რეფერენდუმის დატვირთვა ექნება, რადგან საქართველოს მოსახლეობამ არჩევანი უნდა გააკეთოს ევროპასა და რუსეთს შორის. ამასთან, პრეზიდენტის მიიჩნევს, რომ […]

მინისტრის უცნაური პასუხი კითხვაზე: რატომ შეუჩერდა საქართველოს ფინანსური დახმარება? – “იყო ყიჟინა, რომ “ოცნება” ვერ შეძლებდა შედეგების მიღწევას”

თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტების შეკითხვას, პარტნიორების მხრიდან საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეჩერებისა და ურთიერთობების გადახედვასთან დაკავშირებით ასე უპასუხა: შემიძლია ქართულ საზოგადოებას ერთი რამ ვუთხრა, როგორც აქამდე, მიუხედავად იმისა, რომ იყო ბევრი ყიჟინა, შეძახილი, რომ “ქართული ოცნება” ვერ შეძლებდა შედეგების მიღწევას, ამ ხელისუფლებამ მიაღწია იმ შედეგებს, რომელსაც თქვენ აფასებთ. დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები მიიღებენ […]

კახა წიქარიშვილი – დღევანდელი სასამართლო სისტემა ისეა დაზიანებული, რომ მისი რეაბილიტაცია, რესტავრაცია შეუძლებელია, ამიტომ უნდა დაინგრეს და თავიდან აშენდეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის, კახა წიქარიშვილის განცხადებით, ე.წ. სასამართლო კლანი „ნაციონალური მოძრაობიდან“ „ქართულ ოცნებაში“, ერთი ვერსიით, იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის წახალისებით გადავიდა. როგორც მან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის შესარჩევ კომისიასთან გასაუბრებაზე აღნიშნა, „ქართული ოცნება“ 2017 წლამდე დემოკრატიულობანას თამაშობდა, 2017 წლის შემდეგ კი დემოკრატიულობანას თამაშს თავი დაანება. ამასთან, მისივე თქმით, დღევანდელ სასამართლო სისტემას არა […]