ჯაფარიძე: პოლიტიკური გზავნილია, რომ ნატოში ინტეგრაციის პროცესი ფაქტობრივად გაჩერებულია

გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ NATO-ს ვაშინგტონის სამიტის ფარგლებში გამოქვეყნებულ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დეკლარაციას “პოლიტიკური გზავნილი” უწოდა, მისი თქმით ის რომ დეკლარაციაში საქართველოს აღარ ახსენებენ, პირდაპირი პასუხია ხელისუფლების მხრიდან რუსული კანონის მიღებასა და ანტიდასავლურ რიტორიკაზე. “ეს არის პასუხი რეალურად ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან რუსული კანონის მიღებაზე და იმ ანტიდასავლურ რიტორიკაზე, რომელსაც ქართული ოცნება ეწევა ამ ქვეყანაში უკვე […]

რაც არ უნდა ილაპარაკონ, რომ დახმარებას გვიწყვეტენ და დავიღუპებით, ფაქტები სხვა რამეს გვეუბნება

რაც არ უნდა ილაპარაკონ, რომ დახმარებას გვიწყვეტენ და დავიღუპებით, ფაქტები სხვა რამეს გვეუბნება საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 100 მილიონი ლარით გაიზარდა. მისი თქმით, რაც არ უნდა ისაუბრონ იმაზე, რომ უცხოური ფინანსური დახმარების შეწყვეტით ქვეყანა იღუპება, ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს. ექსპერტი […]

ირაკლი ზარქუა – 30 მილიონით საქართველო დასაჯეთ?! 30 მილიონი ჩვენმა ერთმა ღირსეულმა მოქალაქემ ფეხბურთელებს აჩუქა – ცდებით ბატონო ჰერჩინსკი, თუ გგონიათ, რომ იაფფასიანი ტრიუკებით მებრძოლ ერს დააჩოქებთ!

30 მილიონით საქართველო და ჩვენი თავდაცვის უწყების ბიჭები დასაჯეთ?! 30 მილიონი ჩვენმა ერთმა ღირსეულმა მოქალაქემ ფეხბურთელებს აჩუქა! – ძალიან ცდებით ბატონო ჰერჩინსკი, თუ თქვენ გგონიათ, რომ იაფფასიანი ტრიუკებით მებრძოლ და მეომარს ერს დააჩოქებთ და ქვეყნის ინტერესებზე ხელს ააღებინებთ! – ეს განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩის მისამართით “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა. ზარქუამ აქვე განაცხადა ისიც, […]

ირაკლი ქადაგიშვილი – გამჭვირვალობის კანონი საბაბად არის მოყვანილი, ის რომც არ ყოფილიყო, საქართველოს მოლაპარაკებებს არავინ გაუხსნიდა – რაც შეეხება დახმარებებს, ეს არის სესხი, რისი აღებაც ქვეყანას ყველგან შეუძლია

გამჭვირვალობის კანონი საბაბად არის მოყვანილი, რომელსაც ევროპაში “რუსული” დაარქვეს. ეს კანონი რომც არ ყოფილიყო, საქართველოს მოლაპარაკებებს არავინ გაუხსნიდა, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის განცხადებას. მისი თქმით, მსგავსი განცხადებებით ცდილობენ, რომ არჩევნებზე ხელისუფლება დააზიანონ და ოპოზიციას შანსი გაუზარდონ. “თუ ვინმე საქართველოს არჩევნებში ჩარევას ცდილობს, ასეთი განცხადებების გამკეთებლები არიან. ამ […]

ირაკლი ქადაგიშვილი – ოპოზიციის ბოროტ, გესლიან სიტყვებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ – ეს ამნისტია ის არის, რაც სჭირდება სახელმწიფოს და ხალხისთვის იქნება კარგი

ამ ამნისტიის განხორციელებას ოპოზიციის ნაწილიც ითხოვდა. პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ყოფნის დროს მიმართა მათ, რომ ამ მუშაობაში ჩაერთონ და მათი პოზიციებიც ყოფილიყო გათვალისწინებული – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან „ამნისტიის შესახებ” კანონზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ამნისტია არის ის, რაც სჭირდება სახელმწიფოს და რაც ხალხისთვის იქნება კარგი. „კარგა ხნით ადრე იყო გაცხადებული, რომ გარკვეულ მუხლებზე […]

მარიამ ქვრივიშვილი – ჩვენი მიზანია, ტურიზმის ინდუსტრიის დადებითი ეფექტი თანაბრად გადანაწილდეს ქვეყნის ყველა რეგიონში, რომ ტურიზმიდან ეკონომიკური სარგებელი მეტმა ადამიანმა მიიღოს

2024 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, საქართველოს 3 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 5.6%-ით აჭარბებს 2023 წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებლებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, იანვარი-ივნისის პერიოდში 2 123 816 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი განხორციელდა – 2023 წელთან შედარებით ზრდა 10%-ია. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, სწორი, თანმიმდევრული პოლიტიკის […]

“აირჩიე ევროპა” – დაფუძნდა მოძრაობა, რომელიც არჩევნებამდე 100-დღიან კამპანიას ჩაატარებს

დაფუძნდა სამოქალაქო მოძრაობა “აირჩიე ევროპა”, რომელიც 100-დღიან საარჩევნო კამპანიას ჩაატარებს. კამპანია 18 ივლისს დაიწყება და 26 ოქტომბრამდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები – ხელოვანები, ექიმები, რეჟისორები, ბიზნესმენები და ა.შ. პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტიც, სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ქვეყნის ევროპული მომავლის და 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ორგანიზატორების თქმით, კამპანია ჩატარდება მთელ საქართველოსა და […]

ოცნებამ პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტი დაანიცირა – ვის შეეხება

ქართულმა ოცნებამ პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტი დააინიცირა. ამის შესახებ ცნობილი დღეს, 11 ივლისს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილი ბრიფინგზე გახდა. მისი თქმით, კანონპროექტი “ჰუმანიზმის პრინციპებსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს შორის სამართლიან ბალანსს ეფუძნება”. “როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტში წლიური ანგარიშის განხილვისას განაცხადა, რომ […]

სალომე ზურაბიშვილი – დღეს ევროპისკენ გზა გაიყინა – ხელისუფლებამ ამ გზას გადაუხვია და ჩვენ გაგვყინეს

დღეს ევროპისკენ გზა გაიყინა – ხელისუფლებამ ამ გზას გადაუხვია და ჩვენ გაგვყინეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამოქალაქო მოძრაობის „აირჩიე ევროპის“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ის, რაც ხდება ნატო-ს სამიტზე და რა განცხადებებიც კეთდება, დიდ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვის. „დღეს გზა ევროპისკენ გაიყინა. ხელისუფლებამ ეს გზა გაგვიყინა. ამით გადაუხვია ქვეყნის კონსტიტუციას; ამით […]

პრეზიდენტი – ეს ქვეყნის ბედის არჩევანი, ჩვენი მომავლის არჩევანია – ერთ მხარეს საქართველოს საზოგადოებაა, მეორე მხარეს კი ხელისუფლება, რომელმაც ჩვენს მომავალს უზურპაცია გაუკეთა – არ შეიძლება ამაზე დავთანხმდეთ!

ეს ქვეყნის ბედის არჩევანი, ჩვენი მომავლის არჩევანია – ერთ მხარეს საქართველოს საზოგადოებაა, მეორე მხარეს კი ხელისუფლება, რომელმაც ჩვენს მომავალს უზურპაცია გაუკეთა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამოქალაქო მოძრაობის „აირჩიე ევროპის“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წელს, ჩვენ ჩვეულებრივი არჩევნები არ გვექნება. „100 დღე ცოტაც არის და ბევრიც იმისთვის, რომ საზოგადოებამ […]