ბესელიას თქმით, რუსულ კანონს საკონსტიტუციოში პრეზიდენტიც გაასაჩივრებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რუსული კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებასთან დაკავშირებით იმართება საკონსულტაციო შეხვედრა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებიან. შეხვედრის დაწყებამდე პარტია სამართლიანობისთვის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საკონსტიტუციოში სარჩელს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან დაკავშირებით პრეზიდენტიც შეიტანს. “ორგანიზაციების უმრავლესობა არ აპირებს რეგისტრაციას. საკონსტიტუციო სასამართლოში ამ კანონის გასაჩივრება არის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ შეჩერდეს ამ კანონის მოქმედება […]

იმის გამო, რომ სააკაშვილი რაღაცა მუხლით იხდის სასჯელს, სხვა პატიმარი რატომ უნდა დაზარალდეს? – იაგო ხვიჩია

“გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ამნისტიის კანონპროექთან დაკავშირებით იმ მუხლებთან დაკავშირებითაც, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს ეხება, სხვა პატიმრებთან მიმართებით არათანასწორი მიდგომაა. აქ არის ისეთი დათქმებიც, რომელსაც ვეთანხმებით და ვეცდებით ვიმუშაოთ ქოცებთან ერთად მის გაუმჯობესებაზე. რაც არ მოგვწონს, არის ის, რომ ამ კანონპროექტის განხილვა იწყება ახლა და მიღება სექტემბერში, როცა ათასი უაზრო კანონი დაჩქარებული წესით მიგვიღია. […]

ვის შეეხება ამნისტია?

საყოველთაო ამნისტია არჩევნების წინ – 3000-ზე მეტ პატიმარს და 7000 პრობაციონერს ამნისტია შეეხება. პარლამენტში ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. ინიციატორთა განმარტებით, ამნისტია 2024 წლის 1-ელ ივლისამდე ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულებს შეეხება და „სისხლის სამართლის კოდექსის“ 66 მუხლს მოიცავს. ასევე, 1/6-ით შემცირდება 225 მუხლს შეეხება. პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტი დღეს შევიდა. „ამნისტია შეეხება 2024 წლის […]

რუხაძე: არჩევნებზე ან ვირჩევთ ჩვენი შვილების უსაფრთხოებას, ან ივანიშვილის კეთილდღეობას

ძნელია იმის მიხვედრა, რომ ქართული ოცნების გუნდით, ჩვენ ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე ვეღარ გადავალთ? მთავარი ბრძოლა 26 ოქტომბერს გაიმართება, საპარლამენტო არჩევნების სახით. აქ გადაწყდება ამ ქვეყნის ბედიც და ტრაექტორიაც. ჩვენ ან ავირჩევთ ევროპას – კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის, საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, ან ავირჩევთ კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას ექსკლუზიურად ივანიშვილისთვის, ოღონდ ჩვენი უფლებების და ქართული […]

ჯაფარიძე დეკლარაციაზე: გზავნილია, რომ NATO-ში ინტეგრაციის პროცესი, ფაქტობრივად, გაჩერებულია

ეს არის პასუხი, ალბათ, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან რუსული კანონის მიღებაზე და იმ ანტიდასავლურ რიტორიკაზე, რომელსაც ქართული ოცნება ეწევა ამ ქვეყანაში უკვე რამდენიმე წელია. ის, რომ საქართველოს ხსენება აღარ არის და აღარ არის დაფიქსირებული თუნდაც დადასტურება იმისა, რაც ჩაიწერა თავის დროზე ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაში, პოლიტიკური გზავნილია მთელი სამყაროსთვის, მარტო ჩვენთვის არა, რომ საქართველოს აღარ განიხილავენ ისეთ […]

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე – ქართველ უფლებადამცველებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრისთვის მადლობელი ვარ

ქართველ უფლებადამცველებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრისთვის მადლობელი ვარ, – ამის შესახებ სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, აზრა ზეიამ განაცხადა. „მადლობელი ვარ ქართველ უფლებადამცველებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრისთვის, რომლებიც საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური გზის მხარდაჭერაში გადამწყვეტ როლს ასრულებენ. ამერიკის შეერთებული შტატები ყველას მოუწოდებს ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემისკენ “, […]

სახელმწიფო ყველაზე რთულად მისაწვდომი დასახლებებისთვის Starlink-ის ინტერნეტის შეძენას განიხილავს

სახელმწიფო ყველაზე რთულად მიწვდომადი და ინტერნეტ-ინფრასტრუქტურისთვის რთული ლანდშაფტის მქონე დასახლებებისთვის Starlink-ის ინტერნეტის შეძენას განიხილავს, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მიერ მომზადებულ საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიაშია საუბარი. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მობილური კავშირგაბმულობისა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით პრიორიტეტი მიენიჭება ისეთი მაღალმთიანი დასახლებების დაფარვას, სადაც დღემდე მობილური კავშირგაბმულობის მხრივ გამოწვევებია. […]

ფელიპე კოუტინიო კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს

ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი ფელიპე კოუტინიო კარიერას “ვასკო და გამაში” გააგრძელებს, ამის შესახებ ინფორმაციას თავად ბრაზილიური კლუბი ავრცელებს. 32 წლის კოუტინიო სწორედ “ვასკო და გამას” აღზრდილია, სხვადასხვა დროს კი “ინტერის”, “ესპანიოლის”, “ლივერპულის”, “ბარსელონასა” და “ბაიერნის” ღირსებას იცავდა. ფელიპემ კარიერაში 11 ტიტული მოიგო, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა და კოპა ამერიკა. კოუტინიომ გასული სეზონი კატარულ “ალ დუჰაილში” გაატარა, […]

თავდაცვის მინისტრს სჯერა, რომ დასავლური დახმარებები საქართველოს კვლავ აღუდგება

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა დღეს, 11 ივლისს ისაუბრა საქართველოს პარტნიორების, აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ქვეყნისთვის სამხედრო დახმარების შეჩერებაზე. ორივე გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონის მიღებას მოჰყვა, რომლის გადახედვასაც, საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს. ამის მიუხედავად, მინისტრი დარწმუნებულია, რომ პარტნიორების გადაწყვეტილებები შეიცვლება. აშშ-ის მხირდან „ღირსეული პარტნიორის“ გაურკვეველი ვადით შეჩერების შესახებ საუბრისას, ჩიქოვანმა თქვა, მსგავსი საერთაშორისო წვრთნები […]

ФСБ-ს მტკიცებით, ადიღეში ეკლესიაზე ტერაქტი აღკვეთეს

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ადიღეს რესპუბლიკაში, ქალაქ მაიკოპში მართლმადიდებლურ ეკლესიაზე დაგეგმილი ტერაქტი აღკვეთეს. განცხადების მიხედვით, დაკავებული პირი არის ცენტრალური აზიიდან. უწყების მტკიცებით, ეჭვმიტანილი გეგმავდა მღვდლებისა და დაცვის დახოცვას, შემდეგ კი შენობის დაწვას. ამავე განცხადების მიხედვით, დაკავებული პირი საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის წევრი იყო. ФСБ წერს, რომ ტერაქტის მომზადების წინ დაკავებული პირი სამიზნეს ათვალიერებდა, შეადგინა […]