ხათუნა ლაგაზიძემ, ლელა ჯეჯელავამ, გიორგი რუხაძემ, ლაშა ძებისაშვილმა და ივა ჭყონიამ სამოქალაქო მოძრაობა „აირჩიე ევროპა“ დააფუძნეს

სამოქალაქო მოძრაობა “აირჩიე ევროპა” დაფუძნდა. მოძრაობის წევრების განმარტებით, მოძრაობა აერთიანებს ცნობილ საზოგადო მოღვაწეებს, სხვადასხვა დარგის გამორჩეულ პროფესიონალებსა და აქტიურ მოქალაქეებს, ვისთვისაც მთავარ მიზანს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ გზაზე დაბრუნება წარმოადგენს. ასევე, ახალი ერთობის და მოძრაობის მიზანია დაიცვას საქართველოს ევროპული მომავალი, ანუ მისი დამოუკიდებლობა, თავისუფლება და კეთილდღეობა. სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებლები არიან: “აირჩიე ევროპის” თანადამფუძნებელი, უსაფრთხოების ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე, […]

წყეული აშშ-დან ხარ ჩამოსული, მანდ გაიქეცით – მღვდელი ემიგრანტს ტაძარში ლანძღავს

“წყეული ქვეყნიდან ხარ ჩამოსული” – მღვდელი ემიგრანტს სამების საკათედრო ტაძარში ლანძღავს და საცეცხლურის თავში ჩარტყმით ემუქრება. ვიდეოში ჩანს, რომ სასულიერო პირი თეიმურაზ ბერიშვილი მოქალაქეს ტაძრიდან აგდებს და “სულიერ მეძავს” უწოდებს. როგორც ემიგრანტი ვიდეოში ამბობს, მღვდელმა ის შორტების გამო გააგდო ტაძრიდან.

ჯოზეფ ბორელი – 2008 წელს, როცა პუტინი საქართველოში შეიჭრა, ჩვენი რეაქცია რბილი იყო – გვესმის, რომ თუ რუსეთს უფლებას მივცემთ, უკრაინაში მარიონეტული მთავრობა დასვას, შემდგომში გაცილებით მაღალი საფასურის გადახდა მოგვიწევს

2008 წელს, როდესაც პუტინი საქართველოში შეიჭრა, ჩვენი რეაქცია რბილი იყო, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ვაშინგტონში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში გამართულ ევროკავშირის თავდაცვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ჯოზეფ ბორელის განცხადებით, 75 წლის წინ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ პასუხი ერთიანობა იყო და აშშ-მა და ევროპის თავისუფალმა და დემოკრატიულმა ქვეყნებმა, […]

პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირეს

პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი ინიცირებულია. ამნისტიის პროექტი ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. ინიციატორთა განმარტებით, ამნისტია 2024 წლის 1-ელ ივლისამდე ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულებს შეეხება და „სისხლის სამართლის კოდექსის“ 66 მუხლს მოიცავს. ასევე, 1/6-ით შემცირება 225 მუხლს შეეხება. როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, ამნისტია 2024 წლის 1-ელ ივლისამდე […]

მაისში ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თვიურ ხელფასს იღებენ 4.3%-ით გაიზარდა – PMCG

იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.3%-ით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11.6%-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ PMCG-ის დასაქმების თრექერში ვკითხულობთ. კვლევის მიხედვით, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 14.9%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის […]

ხარშილავა: ყველაზე მძიმე კომუნიკეა, რაც გამოქვეყნებულა ჩვენი და NATO-ს ურთიერთობის ისტორიაში

ეს არის, ალბათ, ყველაზე მძიმე კომუნიკე, რაც კი გამოქვეყნებულა ჩვენი და NATO-ს ურთიერთობის ისტორიაში. საქართველო ცალკე საერთოდ არ არის ნახსენები, ყოველთვის იყო საქართველოზე ცალკე ჩანაწერი, განსაკუთრებით ბუქარესტის სამიტის შემდეგ, სადაც დაფიქსირდა, რომ NATO-ს წევრი გახდება საქართველო. ეს არის, ალბათ, “გლობალური ომის პარტიასთან” ბრძოლის შედეგი, ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების. საქართველოსთვის ძალიან უკან გადადგმული ნაბიჯია […]

პოლონეთში აშშ-ს საჰაერო თავდაცვის ბაზა მზადაა ფუნქციონირებისთვის – სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ვაშინგტონის სამიტზე თქვა, რომ პოლონეთში აშშ-ს საჰაერო თავდაცვის ბაზა მზადაა ფუნქციონირებისთვის. ჩრდილოეთ პოლონეთში ამ საჰაერო თავდაცვის ბაზის მთავარი მიზანი იქნება ბალისტიკური რაკეტების აღმოჩენა და ჩამოგდება. საჰაერო ბაზა აღმოსავლეთის ფრონტზე NATO-ს უფრო ფართო სარაკეტო ფარის კონცეფციის ნაწილია. სტოლტენბერგის თქმით, პოლონეთში საჰაერო თავდაცვის ბაზის მზაობა ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის გაზრდილი საფრთხის ფონზე ტრანსატლანტიკური […]

ვის არ შეეხება ამნისტია – ოცნებამ პარლამენტში კანონპროექტი დააინიცირა

ქართულმა ოცნებამ ამნისტიის შესახებ კანონი დააინიცირა, რომელიც პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის თქმით, “ჰუმანიზმის პრინციპებსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს შორის სამართლიან ბალანსს ეფუძნება”. “როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტში წლიური ანგარიშის განხილვისას განაცხადა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ამზადებდა კანონის პროექტს ამნისტიის შესახებ, რომლის […]

„იქნება საპასუხო ზომები ნატოს შესაჩერებლად“ — პესკოვი ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაზე

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი, აცხადებს, რომ ნატოს სამიტზე ალიანსის კონფრონტაციული არსი კიდევ ერთხელ დადასტურდა და რუსეთი საპასუხო ზომებს მიიღებს. ინფორმაციას პესკოვის ამ განცხადების შესახებ სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს. „ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა კიდევ ერთხელ სავსებით ცხადად დაადასტურა თავისი არსი, რომ ეს არის ალიანსი, რომელიც კონფრონტაციის ეპოქაში შეიქმნა და მისი მიზანიც კონფრონტაციის მხარდაჭერაა“, — თქვა პესკოვმა ბრიფინგზე. სამიტის […]

კიევს სამშვიდობო სამიტის ჩატარება რუსეთის მონაწილეობით ნოემბრამდე სურს – Bloomberg

კიევს სურს, უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებული მშვიდობის მომდევნო, მეორე, სამიტი გაიმართოს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც ნოემბერშია დანიშნული. პირველი ასეთი ფორუმისგან განსხვავებით, რომელიც ივნისში ჩატარდა შვეიცარიაში, ღონისძიება რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობასაც გაითვალისწინებს. ამის შესახებ Bloomberg-ი არაერთ უკრაინულ და დასავლურ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს თანამოსაუბრეთა თქმით, კიევი შიშობს, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ვაშინგტონმა […]