POG: ნაკრების წარმომადგენლებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა – ერთ პირს პატიმრობა შეეფარდა

“როგორც ნაკრების ფეხბურთელებს, ისე ფედერაციის წარმომადგენლებს სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა” – პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე ერთი პირი დამნაშავედ ცნო. “სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წარმომადგენლებს საკომუნიკაციო აპლიკაციის მეშვეობით ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა, […]

Webster University Georgia-ს რექტორი და ვიცე-რექტორი აშშ-ის ელჩს შეხვდნენ

10 ივლისს Webster University Georgia-ს ახალი რექტორი ჟან პოლ ვან მარისინგი და ვიცე-რექტორი ემიჰ ჰაჯიევი საქართველოში აშშ-ს ელჩს რობინ დანიგანსა და საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მრჩეველი ალექსანდრე ნ. დენიელსს შეხვდნენ. შეხვედრა Webster University Georgia-სა და აშშ-ს საელჩოს შორის არსებულ ურთიერთობებსა და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებას ეხებოდა. „ჩვენი მუდმივი თანამშრომლობა ამ ორ ინსტიტუციას შორის ღრმა ურთიერთობებს უსვამს […]

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ოპოზიციონერ ქალ პოლიტიკოსებს ხვდება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია ოპოზიციონერ ქალ პოლიტიკოსებს ხვდება. შეხვედრა სასტუმრო “თბილისი მარიოტში” მიმდინარეობს. როგორც ოპოზიციონერებმა შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადეს, შეხვედრაზე დააყენებენ ქვეყნისთვის აქტუალურ საკითხებს და ისაუბრებენ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ცნობისთვის, უზრა ზეია საქართველოში ვიზიტის ფარგლებში უკვე შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ასევე, შეხვდა “ქართული ოცნების” ქალ წევრებს. დაგეგმილია მისი შეხვედრა მთავრობისა და პარლამენტის […]

ირაკლი ზარქუა ოპოზიციურ ალიანსებზე – „ლუზერების“, ხელმოცარულების, განულებულების ჯგუფებმა რა შედეგი უნდა მიიღონ არჩევნებზე?! – არც არაფერი!

„ლუზერების“, ხელმოცარულების, განულებულების ჯგუფებმა რა შედეგი უნდა მიიღონ არჩევნებზე?! – არც არაფერი! – ასე უპასუხა ოპოზიციური პარტიების გაერთიანების თემაზე დასმულ კითხვას “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ. ზარქუას აზრით, “ისინი დონორებს ატყუებენ, რათა წინასაარჩევნოდ დიდი ფული წამოიღონ, ჯიბეში ჩაიდონ და მერე თქვან: ვეცადეთ, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა“. “ლუზერების”, ხელმოცარულების, განულებულების ჯგუფებმა რა შედეგი უნდა მიიღონ არჩევნებზე?! – […]

აჭარაში თევზეულის ახალი სახელმძღვანელო დაიბეჭდა

აჭარაში კიდევ ერთი კულინარიული გზამკვლევი „თევზეული ქართულ სამზარეულოში“ დაიბედა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, წიგნი, რომელშიც 80-ამდე ადგილობრივი, ქართული თევზის რეცეპტია თავმოყრილი, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ კულინარიული ტურიზმის პოპულარიზაციისა და განვითარების მიზნით მოამზადა. „წიგნში შავ ზღვასა და აჭარის შიდა წყლებში არსებული თევზეულობისგან მომზადებული ცივი კერძები, წვნიანი […]

ერთ მხარეს საქართველოს საზოგადოებაა, მეორე მხარეს კი ხელისუფლება, რომელმაც ჩვენს მომავალს უზურპაცია გაუკეთა – პრეზიდენტი

ეს ქვეყნის ბედის არჩევანი, ჩვენი მომავლის არჩევანია – ერთ მხარეს საქართველოს საზოგადოებაა, მეორე მხარეს კი ხელისუფლება, რომელმაც ჩვენს მომავალს უზურპაცია გაუკეთა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამოქალაქო მოძრაობის „აირჩიე ევროპის“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წელს, ჩვენ ჩვეულებრივი არჩევნები არ გვექნება. „100 დღე ცოტაც არის და ბევრიც იმისთვის, რომ საზოგადოებამ […]

ივნისში ნავთობის ფასი თვიურად 5.9%-ით გაიზარდა – Galt & Taggart

2024 წლის ივნისში ნავთობის ფასი თვიურად 5.9%-ით გაიზარდა. Galt & Taggart-ის ნედლეულის ბაზრის ყოველთვიურ მიმოხილვის მიხედვით, ზრდის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის ალბათობა იყო. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ისრაელის განცხადებით, რაფაჰის სახმელეთო ოპერაცია დასასრულს უახლოვდება. კონფლიქტის დაწყებიდან, ისრაელისა და ჰესბოლას მებრძოლები ყოველდღიურად ახორციელებენ ერთმანეთის საპასუხო დარტყმებს, თუმცა სრულმასშტაბიანი ომი ესკალაციის ახალი ეტაპი იქნება. ამ […]

“ბიძინას პირადი მონა ხართ” – წილოსანს პროტესტით დახვდნენ

ქართული ოცნების დეპუტატს, ნინო წილოსანს პროტესტით დახვდნენ და მონა უწოდეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მმართველი პარტიის დეპუტატები მერიოტში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შესახვედრად იყვნენ მოსული – წილოსანი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა. მოქალაქე ნათია ლეთოდიანმა წილოსანს უთხრა, რომ მას “რუსეთში ცხოვრება სიამოვნებს”, რაც თავისუფალი ადამიანებისთვის ტრაგედიაა. “თქვენ ძალიან გსიამოვნებთ რუსეთში ცხოვრება. ბიძინას მონობა თქვენთვის სასიამოვნოა და თავისუფალი […]

წილოსანის თქმით, ნატოს 2008 წლის ჩანაწერი გარკვეულწილად ომის მაპროვოცირებელი იყო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ნინო წილოსანის აზრით, ბუქარესტის სამიტის დეკლარაცია, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, გარკვეულწილად, 2008 წლის რუსეთის აგრესიის მაპროვოცირებელი გახდა. „არაერთი შეფასებით, დიახაც, სწორედ რომ 2008 წლის ნატოს ჩანაწერით და იმ პირობებში, როდესაც ნატოს შემადგენლობაში საქართველო ვერ იქნა შეყვანილი, და სამწუხაროდ, განსაკუთრებული მოწყვლადობა ჰქონდა ქვეყანას, გარკვეულწილად იყო მაპროვოცირებელი და რუსეთის მხრიდან გავხდით მსხვერპლი ამ […]

“აირჩიე ევროპა” – ახალი სამოქალაქო მოძრაობა არჩევნებამდე კამპანიას ჩაატარებს

საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა სამოქალაქო მოძრაობა – აირჩიე ევროპა – დააფუძნეს, რომლის მიზანიც ევროპული არჩევანის გასამარჯვებლად პროდასავლური ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზებაა. მოძრაობა აირჩიე ევროპის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა პოლიტიკის ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე, რომელმაც დააანონსა კამპანია, სახელად 100 დღე გამარჯვებამდე. კამპანია 18 ივლისიდან 26 ოქტომბრამდე გაგრძელდება და მასში ჩართულნი იქნებიან ხელოვანები, რეჟისორები, მუსიკოსები, მსახიობები, მხატვრები, […]