თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდება დღეს ელექტრომომარაგება?

თელასის ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 18 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ფარნავაზ მეფის, პეტრიწის, ფატმანის, ვეფხისტყაოსნის, დავარის, ასმათის, გიორგიბრწყინვალეს, მეფემირიანის, დემეტრეთავდადებულის, პეტრეიბერის, ავთანდილის, თინათინის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის და ერედვის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა […]

საქართველოში ვიზიტს იწყებს ევროსაბჭოს გენერალური მდივანი

დღეს, 18 დეკემბერს საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე. ევროსაბჭო ხაზს უსვამს, რომ ვიზიტის ფონია ძლიერი დაძაბულობა, პოლიტიკური დებატების უკიდურესი პოლარიზაცია და ბოლო კვირებში მომხდარი ძალადობის აქტები. საქართველოში არსებულ დაძაბულ და შეშფოთების გამომწვევ ვითარებაში ევროპის საბჭო ყველა მხარეს მოუწოდებს თავიდან აიცილონ ნებისმიერი ესკალაცია, ხოლო ხელისუფლებას – თავი შეიკავოს ძალის არაპროპორციული გამოყენებისგან […]

სურამის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ133-კმ162 (სურამის სატრანსპორტო კვანძი-ბორითი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

Reuters – უკრაინასა და რუსეთში დონალდ ტრამპის მომავალი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში ჩასვლას გეგმავს

კიტ კელოგი, რომელიც აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასა და რუსეთში მის სპეციალურ წარმომადგენლად დაასახელა, იანვრის დასაწყისში კიევსა და ევროპის რამდენიმე სხვა დედაქალაქში გაემგზავრება, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტო ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ აღნიშნული მოგზაურობის დროს კიტ კელოგი მოსკოვში ჩასვლას არ გეგმავს. კელოგი კიევში ქვეყნის ლიდერებს შეხვდება. მისი გუნდი მუშაობს ევროპის სხვა ქვეყნების, […]

როტერდამის კინოფესტივალზე ქართული კინოკლასიკის – „სხვისი შვილების“ – აღდგენილი ვერსიის მსოფლიო პრემიერა გაიმართება

წელს ვენეციის კინოფესტივალზე საქართველოს ეროვნულ კინოცენტრსა და როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად, როტერდამის რიგით 54-ე კინოფესტივალზე თენგიზ აბულაძის კინოკლასიკის – „სხვისი შვილების“ – აღდენილი ვერსიის მსოფლიო პრემიერა გაიმართება. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, კინოფესტივალი 2025 წლის 30 იანვრიდან 9 თებერვლის ჩათვლით ჩატარდება. ქართული კინოშედევრის ჩვენება ფესტივალის ერთ-ერთი სექციის – Cinema Regained-ის ფარგლებში […]

სალომე ზურაბიშვილი დღეს ევროპარლამენტში სიტყვით გამოვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. დღეს, 18 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვა და ევროპარლამენტარებს მიმართავს. „პრეზიდენტი სტრასბურგში ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას მიწვევით გაემგზავრა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართველი ხალხის მიმართ ევროპარლამენტის სოლიდარობა და კიდევ ერთხელ დაგმო დემონსტრანტების მიმართ ძალადობა”, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

Reuters: ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში ჩავა

ამერიკელი გადამდგარი გენერალი კით კელოგი იანვრის დასაწყისში ჩავა კიევში და ევროპის კიდევ რამდენიმე დედაქალაქში. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩეულ დონალდ ტრამპს კით კელოგი წარდგენილი ჰყავს სპეციალურ წარმომადგენლად უკრაინის საკითხებში. ჯერ კიდევ ტრამპის ინაუგურაციამდე, რომელიც 20 იანვარს გაიმართება, კელოგი კიევის გარდა ეწვევა პარიზსა და რომს. Reuters-ის წყაროთა თანახმად, ამ […]

“ვირიშვილი მაიმუნები, ყურები რომ უნდა დააგლიჯო, ეგეთი დეგენერატები არიან” – თამარ ჩერგოლეიშვილი

დღეს ირაკლი კობახიძემ განაცხადა: “მინდა მადლობა გადავუხადო ხუთ კონკრეტულ ქვეყანას, რომლებმაც ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირეს ევროკავშირის საბჭოზე. ესენი არიან უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია, ესპანეთი და რუმინეთი. მათ დაიცვეს ქართველი ხალხის ინტერესები ევროკავშირის საბჭოზე”. ამის შემდეგ რუმინეთი, იტალია და ესპანეთი კობახიძის განცხადებას გაემიჯნენ. იტალიისა და ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა გაავრცელეს განცხადებები, რომლებშიც უარყოფენ, რომ მათ მხარი […]

ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსანი – უკრაინის წინააღმდეგ ომში ასობით ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაიღუპა და დაშავდა

რუსეთის კურსკის რეგიონში უკრაინის ჯარების წინააღმდეგ ბრძოლაში რამდენიმე ასეული ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა, – ინფორმაციას The Guardian-ი ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. „ჩვენი უახლესი შეფასებით, მსხვერპლი, რომელიც კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ განიცადა, რამდენიმე ასეულს შეადგენს, ეს მოიცავს ყველას – დაწყებული მსუბუქად დაშავებულებიდან დამთავრებული დაღუპულებით“, – განაცხადა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა. მისი […]

სანტა კლაუსების საქველმოქმედო მარში ნიუ-იორკში

ათასობით სანტა კლაუსის კოსტიუმში გამოწყობილი მხიარული ადამიანით აივსო 14 დეკემბერს ნიუ-იორკის ქუჩები, ტროტუარები, კაფეები და ბარ-რესტორნები. “სანტაკონის” ყოველწლიური აღლუმი არაკომერციული, აპოლიტიკური მსვლელობაა, რომლის მოგება მთლიანად ქველმოქმედებას ხმარდება, ამბობენ მარშის ორგანიზატორები.