საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ევროპარლამენტში სიტყვით გამოვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. დღეს, 18 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვა და ევროპარლამენტარებს მიმართავს. „პრეზიდენტი სტრასბურგში ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას მიწვევით გაემგზავრა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართველი ხალხის მიმართ ევროპარლამენტის სოლიდარობა და კიდევ ერთხელ დაგმო დემონსტრანტების მიმართ ძალადობა”, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში. […]

ამ დრომდე არ ვიცით, ზუსტად რა რაოდენობის ნავთობი ჩაიღვარა შავ ზღვაში, თუმცა ფაქტი ერთია, ეს ძალიან დიდი კატასტროფაა – შავი ზღვის მკვლევარი

ქერჩის სრუტეში ორი რუსული ნავთობტანკერის, Volgoneft 212-ისა და Volgoneft 239-ის ჩაძირვა შესაძლოა, შავ ზღვაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკოლოგიური კატასტროფა გახდეს და ფლორა-ფაუნას სერიოზულ შედეგებით დაემუქროს. ზუსტი ინფორმაციის სიმწირის გამო, ექსპერტებს დაბინძურების მასშტაბებზე საუბარი უჭირთ. ამ დროისთვის, ოფიციალურ ინფორმაციას მხოლოდ კრემლის პროპაგანდისტული სააგენტო-„ტასი“ ავრცელებს, რომელშიც ზუსტ ციფრებს ვერ ვხედავთ. საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ დაღვრის შედეგების აღმოსაფხვრელ […]

„მათი თქმით, ოპოზიციამ მოიჭრა თავი და დღეს 65-70%-ს აიღებენ… ჩაატარონ არჩევნები, რისი ეშინიათ?“ – გაბრიჩიძე

რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი კოტე გაბრიჩიძე დეესკალაციისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და დაკავებულების გათავისუფლებას ასახელებს. „საქმიან დილასთან“ საუბრისას გაბრიჩიძე ამბობს, რომ მიმდინარე მდგომარეობა ყველა ბიზნესს აზარალებს, შედეგები კი სამომავლოდ უფრო გამწვავდება. „მოთხოვნა არის ის, რომ ჩატარდეს ხელმეორედ არჩევნები და გამოუშვან პოლიტპატიმრები, ყველაფერი დალაგდება ამის მერე. არასდროს არცერთი პარტიის მრევლი არ ვყოფილვარ, ანალიზის უნარი არასდროს […]

მირიამ ლექსმანი – ევროპარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა პატივია

ევროპარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა პატივია, – ამის შესახებ სლოვაკი ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი სოციალურ ქსელში წერს. „არ შეგვიძლია განზე გავდგეთ მაშინ, როცა ქართველი ხალხი თავისუფლებას იცავს. ევროპარლამენტში პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლა პატივი და ჩვენი მოვალეობის შეხსენებაა“, – წერს მირიამ ლექსმანი. ცნობისთვის, დღეს, თბილისის დროით დაახლოებით, 11:30 საათზე, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგში ევროპარლამენტარებს მიმართავს.

მარცხის გარეშე – “მილუოკი ბაქსი” NBA-ის თასის გამარჯვებული გახდა [VIDEO]

NBA-ის თასის ფინალში “მილუოკი ბაქსმა” “ოკლაჰომა სითი თანდერი” 97:81 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. “ირმებმა” აღნიშნულ ტურნირზე ჯამში 7 გამარჯვება მოიპოვეს და არცერთხელ დამარცხებულან. კარიერაში პირველი ტიტული მოიპოვა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ბოლო ათწლეულის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ, დემიენ ლილარდმა. ფინალური მატჩის MVP “მილუოკის” ლიდერი იანის ანტეტოკუნმპო გახდა, ბერძენმა კალათბურთელმა 26 ქულა, 19 მოხსნა და 10 შედეგიანი […]

ევროკავშირის წილი საქართველოს იმპორტში 26.7%-მდე გაიზარდა

2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ევროკავშირიდან იმპორტმა 3.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველომ წელს EU-დან 17%-ით მეტი იმპორტი განახორციელა, ვიდრე გასული წლის 10 თვეში. ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოზე ჯამურად, საქართველოს მთლიანი იმპორტის 26.7% მოდის, რაც გაზრდილი მაჩვენებელია გასული წლის ანალოგიური პერიოდის 24.1%-იანი წილიდან. იანვარ-ოქტომბერში ევროკავშირიდან იმპორტირებული უმსხვილესი საქონლის ხუთეული შემდეგია: · მსუბუქი ავტომობილები – […]

იცით, ვინ არის საქართველოს სათანადოდ არჩეული პრეზიდენტი – მეთიუ მილერი

თქვენ იცით, ვინ არის სათანადოდ არჩეული პრეზიდენტი, – ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა საქართველოს პრეზიდენტის შესახებ დასმულ კითხვას. უფრო კონკრეტულად, ჟურნალისტმა, ალექს რაუფოღლუმ მილერს ჰკითხა: „ვინ არის საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი?“. „თქვენ იცით, ვინ არის სათანადოდ არჩეული პრეზიდენტი“, – უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

ანსამბლმა “ბორჯომმა” Errichetta Festival-ში მიიღო მონაწილეობა

ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა “ბორჯომმა” Errichetta Festival-ში მიიღო მონაწილეობა, რომელიც იტალიის დედაქალაქ რომში გაიმართა. ანსამბლმა “ბორჯომმა” რომში, თეატრ Garbatella ორი ფოლკლორული კონცერტი გამართა. ფესტივალში მონაწილეობდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მუსიკალური ჯგუფები. ანსამბლის ხელმძღვანელის გიორგი ბუგიანიშვილის თქმით, ანსამბლი ,,ბორჯომი” იტალიაში Errichetta Festival-ის ორგანიზატორების მიწვევით იმყოფებოდა.

საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ეწვია

საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე ვიზიტით ეწვია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ალენ ბერსეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია დახვდა. ვიზიტის ფარგლებში, ალენ ბერსე შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან – შალვა პაპუაშვილთან, არჩეულ პრეზიდენტთან – მიხეილ ყაველაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან – მაკა ბოჭორიშვილთან. „ვიზიტის […]

საარჩევნო ადმინისტრაციაში ინსტიტუციური განვითარების მორიგი ეტაპი დაიწყო

საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად ზრუნავს ინსტიტუციურ გაძლიერებასა და უწყების განვითარებაზე. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თითოეული აქტივობა – დანერგილი სიახლეები, ინოვაციები, ახალი სერვისები როგორც ამომრჩევლებისთვის, ისე ჩართული მხარეებისთვის ცალსახად აჩვენებს ორგანიზაციის მზარდი განვითარების ეტაპებს. ამ უწყვეტი განვითარების პროცესს კი კვალიფიციური და ძლიერი საკადრო რესურსის რაციონალური და ეფექტიანი მართვა უზრუნველყოფს. სწორედ საქმიანობის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ადმინისტრაციაში ინსტიტუციური […]