ლიანდაგზე ლოკომოტივი 35 წლის მამაკაცს დაეჯახა – “ადგილზევე გარდაიცვალა”

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვახვრელთან სარკინიგზო ლიანდაგზე ლოკომოტივი 35 წლის მამაკაცს დაეჯახა. მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრია ჯაღმაიძე: სამწუხაროა, რომ ასეთი ანგარიში შევიდა რეზოლუციაში – ამის დიაგნოზია ის, რომ თავიანთი უნიათობით, არასწორი პოლიტიკით ეკლესიისადმი მივიდნენ ამ მდგომარეობამდე, რომ საქართველოში ანტიევროპული განწყობები მატულობს