ზურაბიშვილი ზეიასთან შეხვედრაზე: ეს ქვეყანა არასოდეს იყო და არასოდეს იქნება პრორუსული!

საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, უზრა ზეიასთან ქართულ-ამერიკული ურთიერთობები და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები განიხილა. შეხვედრაზე, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის ევროპულ მომავალზე საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არასოდეს იყო არასოდეს იქნება პრორუსული, ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის უალტერნატივო არჩევანი ქვეყნის ევროპული გზაა. საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს […]

დანაზოგის გაკეთება ფსიქიკასა და ძილის ხარისხზე დადებითად მოქმედებს – კვლევა

დიდი ბრიტანეთის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ფინანსური დანაზოგის კეთების ჩვევა რეგულარული ადამიანებს კომფორტულ და რეგულარულ ძილში ეხმარება. ინფორმაციას BBC ავრცელებს. მისი მონაცემებით, ბრისტოლის უნივერსიტეტის პირადი ფინანსების კვლევის ცენტრის მეცნიერების ჯგუფი მივიდა დასკვნამდე, რომ ფულის ეკონომია და დანაზოგის გაკეთება ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს და ადამიანებში ოპტიმიზმს აძლიერებს. კვლევის შედეგად, ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ თანხების დაზოგვა ადამიანებში ფინანსურ საკითხებზე შფოთვას […]

შალვა პაპუაშვილი – „ნაცები“ ამას მალავდნენ, თუმცა 2008 წლის ომის შემდეგ, 6 წელი, ომგამოვლილი ქვეყნის თავდაცვის ძალებს ნატო-ს წევრი ყველა ქვეყანა უარს ეუბნებოდა იარაღის მიყიდვაზე, ჩუქებას ვინ დაეძებდა

„ნაცები“ ამას მალავდნენ, თუმცა 2008 წლის ომის შემდეგ, ექვსი წელი, ომგამოვლილი ქვეყნის თავდაცვის ძალებს ნატოს წევრი ყველა ქვეყანა უარს ეუბნებოდა იარაღის მიყიდვაზე, – ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის 100 მილიონი ლარით გაზრდას. მისი თქმით, საბოლოო ჯამში, ჩვენს გასაკეთებელს სხვა არ გააკეთებს. ,,საბოლოო ჯამში, ჩვენს გასაკეთებელს სხვა არ გააკეთებს. „ნაცები“ ამას […]

პრეზიდენტი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შეხვედრაზე – ეს ქვეყანა არასოდეს იყო და არასოდეს იქნება პრორუსული

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, უზრა ზეიასთან ქართულ-ამერიკული ურთიერთობები და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრაზე, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის ევროპულ მომავალზე საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არასოდეს იყო არასოდეს იქნება პრორუსული, ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის უალტერნატივო არჩევანი ქვეყნის ევროპული […]

“ლილუაშვილმა ამერიკიდან ჩამოუტანა გრიგოლიჩს სამი თითის კომბინაცია?” – ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი რა ქნა ლილუაშვილმა, დაბრუნდა ამერიკიდან და ჩამოუტანა გრიგოლიჩს სამი თითის კომბინაცია თუ ეგეც დარჩა შოთაძესთან ბალტიმორში? ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოლიგარქის მიერ ვაშინგტონში საგანგებო დავალებით გაგზავნილი იყო ემისარი. შეერთებულ შტატებში ბოლო დროს სუსის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი იმყოფებოდა. ამ ფაქტს სუსიც ადასტურებს.

“იმ დღეს დედის დახრჩობა პირველად სცადა…” – რას წერს დინა მირცხულავა

მწერალი, დინა მირცხულავა, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს, წერს: #დარლინგ მალე მეორე კვირას ჩავამთარებ პედოფსიქიატრიის სერვისში. დღის ბოლოს პაციენტების ნათითურებით დასვრილ ხალათს ვიხდი და სამრეცხაოში ვტოვებ. ასევე, ვტოვებ დერეფანში ნერვიულად მოსიარულე ბავშვებს. ვტოვებ -საწოლზე ხელებით მიბმულებს. სქელი მინის მიღმა ცხვირით მოკრულებს. გისოსებზე ხელებჩაბღაუჭებულებს… – დარლინგ, კარებზე ბრახუნს, თუ არ მორჩები დღეს ათწუთიან გასეირნებას გაგინულებ – მაღალი, გამხდარი […]

ნახეთ ვიდეო, რომელიც ზურიკო დავითაშვილს ახალმა კლუბმა, სენტ-ეტიენმა მიუძღვნა

საქართველოს ნაკრების ვინგერი, ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბში, სენტ-ეტიენში გადავიდა. ოფიციალურ ინფორმაციას ფრანგული კლუბი ავრცელებს. სენტ-ეტიენმა ტრანსფერთან დაკავშირებულ ინფორმაციასთან ერთად საპრეზენტაციო ვიდეოც გაავრცელა, სადაც საქართველოს ეროვნული ჰიმნია შესრულებული. ზურიკოს საფრანგეთის 10-გზის ჩემპიონთან 4-წლიან კონტრაქტი გააფორმა, დამატებით 1-წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. სატრანსფერო თანხასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, გამოცემა L’Équipe წერდა, რომ ბორდოს დავითაშვილის ნაცვლად […]

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საფრანგეთის ელჩს ეროვნული დღესასწაული მიულოცა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საფრანგეთის ელჩს ეროვნული დღესასწაული მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საფრანგეთის რესპუბლიკას ეროვნული დღესასწაული მიულოცა. მთავრობის მეთაური, ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან ერთად, ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო, რომელიც საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში შერაზ გასრიმ და ეროვნული დღესასწაულის მილოცვისთვის მადლობა […]

“თქვე შანტაჟისტებო!” – ხაინდრავა აშშ–ს და ევროკავშირს

კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა, აშშ-სა და ევროკავშირის გადაწყვეტილებას თავდაცვის სფეროში საქართველოსთვის თანხების გამოყოფის შეჩერების თაობაზე პასუხობს და ამბობს: მხედრული ღირსების ყველაზე დიდი შეურაცხყოფა თანამებრძოლის მიტოვებაა! აშშ ჯარის ავღანეთიდან სამარცხვინო გაქცევის დროს ქართულმა შენაერთმა ბოლომ დატოვა ქაბული! არ მიატოვა გასაჭირში თანამებრძოლები! კაენის ნიშნად დაგრჩებათ აშშ-ს და ევროკავშირს ქართული ჯარის ღალატი! თქვე შანტაჟისტებო!

ზეია: ქართული ოცნების ქმედებებმა შეაფერხა პროგრესი ევროატლანტიკური მისწრაფებებისაკენ

ვესაუბრე ქართული ოცნების ქალ ლიდერებს დემოკრატიული ნორმების და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, მაგრამ ქართული ოცნების ქმედებებმა შეაფერხა პროგრესი ამ მიზნისკენ. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს ანტიდემოკრატიული ქმედებები და ანტიამერიკული დეზინფორმაცია.