ოფიციალურად – დავითაშვილი “სენტ-ეტიენის” ფეხბურთელი გახდა [VIDEO]

23 წლის შემტევი ზურიკო დავითაშვილი “ბორდოდან” “სენტ-ეტიენში” გადავიდა. ლიგა 1-ში აღზევებულმა “სენტ-ეტიენმა” დავითაშვილს კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გაუფორმა. ზურიკომ განაცხადა, რომ ისტორიულ კლუბში გადასვლით ბედნიერია, მოუთმენლად ელის “ჟოფრუა გიშარზე” გულშემატკივრების წინაშე თამაშს და საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში ასპარეზობა მისთვის დიდი გამოწვევაა. გუნდის მწვრთნელმა ოლივიე დალ’ოლიომ თქვა, რომ ქართველს ტექნიკური უნარები გააჩნია, მიუხედავად ახალგაზრედული ასაკისა, საერთაშორისო გამოცდილება […]
ლაშა ბაქრაძე – ჭუჭყიანი არჩევნები იქნება და ოპოზიციამ დიდი განსხვავებით უნდა მოუგოს სახელისუფლებო ჯგუფს – წარმოუდგენლად დიდი საფრთხის წინაშე დგას ეს ქვეყანა, საფრთხის, რომელიც საქართველოს ამ საუკუნეში არ ჰქონია

ფული, რომელიც დასავლეთიდან მოდის საქართველოში, არ იქნება, ამ ფულს ვერაფერი შეცვლის, ვერც ჩინეთი შეცვლის, ვერც რუსეთი და მით უმეტეს ირანი – წარმოუდგენლად დიდი საფრთხის წინაშე დგას ეს ქვეყანა, ისეთი საფრთხის წინაშე, რომელიც საქართველოს ამ საუკუნეში არ ჰქონია , – ამის შესახებ პლატფორმა „ერთიანობის“ წევრმა, ლაშა ბაქრაძემ განაცხადა. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ აღნიშნა, თუ […]
ილია დარჩიაშვილი – ჯონ ბასთან ძალიან გულწრფელი და საინტერესო საუბარი გვქონდა – გამოვთქვამ იმედს, რომ საქართველო და აშშ ძალიან მალე გადადგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომ ურთიერთობები დაუბრუნდეს ჩვეულ რეჟიმს, რომელიც ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია

ჯონ ბასთან ძალიან გულწრფელი და საინტერესო საუბარი გვქონდა, ვისაუბრეთ ყველაფერზე და გამოვთქვამ იმედს, რომ საქართველო და აშშ ძალიან მალე გადადგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ურთიერთობები დაუბრუნდეს ჩვეულ რეჟიმს, რომელიც არის ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ვაშინგტონში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველო მოტივირებულია იმისთვის, რომ აქტიურად […]
როგორ მოქმედებს დასავლელი პარტნიორების გზავნილები Co-working-ბიზნესზე? – ჯინო დოლინი

საერთო სამუშაო სივრცეების მმართველი კომპანია Terminal-ის დირექტორი აცხადებს, რომ დასავლელი პარტნიორების მიერ საქართველოს მისამართით გაკეთებული ნეგატიური გზავნილები Co-working-ბიზნესზე უარყოფითად აისახება. ჯინო დოლინი ამბობს, რომ ევროპელი და ამერიკელი ინვესტორები, რომლებიც საქართველოში ამ მიმართულებით ინვესტირებას გეგმავდნენ, გადაწყვეტილებებს აჩერებენ. აღნიშნულზე მან #რედაქტ2-ში ისაუბრა. „საქმიანობიდან გამომდინარე ბევრ ინვესტორთან გვაქვს შეხვედრა და გლობალურ კონფერენციებზე დავდივართ. გვესმის, რომ ახალ ინვესტიციებს ახლა […]
ეს ქვეყანა არასოდეს იყო და არასოდეს იქნება პრორუსული – ზურაბიშვილი უზრა ზეიას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, უზრა ზეიასთან შეხვედრაზე ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს, 11 ივლისს, ორბელიანების სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, უზრა ზეიასთან შეხვედრა გამართა. ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილმა საქართველოს მომავალზე საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არასოდეს იყო და არასოდეს იქნება პრორუსული სახელმწიფო და […]
“კეზერაშვილი დღეს არის უმთავრესი კულისებსმიღმა რეჟისორი, პატრონი…” – ირაკლი მელაშვილი ნაციონალური მოძრაობის ფლანგზე

ბოლო დღეებში “ნაციონალური მოძრაობის” და მისი განაყოფების ფლანგებზე საარჩევნო სუბიექტები დალაგდა . ორი, ამ ეტაპზე, მეტნაკლებად თანაბარწონადი გაერთიანება შეიქმნა, ერთი რებრენდირებული “ნაციონალური მოძრაობა”, შემატებული ე.წ. ცნობადი სახეებით და მეორე კოალიცია, ჯაფარიძის “გირჩი”, გვარამია-მელიას “ახალი” და ხოშტარიას “დროა”. “ევროპული საქართველოს” ალიანსის გარეთ დატოვება აშკარად მიუთითებს, რომ ამ გაერთიანებაში კეზერაშვილის გავლენა ზომაზე მეტია. როგორც ჩანს დღეს ის […]
ნიდერლანდების ელჩი – ნიდერლანდელმა დეპუტატებმა საქართველოში ვიზიტის დროს სერიოზული შეშფოთება გამოხატეს „უცხოური გავლენის“ კანონთან დაკავშირებით, რომელმაც დე ფაქტო გააჩერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება

ნიდერლანდელმა დეპუტატებმა საქართველოში ვიზიტის დროს სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს „უცხოური გავლენის“ კანონთან დაკავშირებით, რომელმაც დე ფაქტო გააჩერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. ამის შესახებ საქართველოში ნიდერლანდების ელჩი, მელინე არაკელიანი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “ნიდერლანდების პარლამენტის დელეგაცია რეგიონული ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეწვია და შეხვდა პრეზიდენტს, [და] პარლამენტის, მთავრობის, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ნიდერლანდელმა დეპუტატებმა სერიოზული შეშფოთება გამოხატეს ბოლო […]
უკრაინამ უცხოური გემი დააკავა, რომელიც დროებით ოკუპირებული ყირიმიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტს ახორციელებდა

უკრაინამ უცხოური გემი დააკავა, რომელიც დროებით ოკუპირებული ყირიმიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტს ახორციელებდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, კამერუნის დროშის ქვეშ მცურავი გემი ოდესის ოლქის რენის პორტის წყლებში გასულ კვირას დააკავეს. „გემზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად გემის დოკუმენტაცია, AIS სისტემა, კომპიუტერი და სევასტოპოლის საზღვაო სავაჭრო პორტის საოკუპაციო ადმინისტრაციის მიერ გაცემული […]
მედვედევი ამბობს, რომ რუსეთმა უკრაინისა და ნატოს “გაქრობაზე” უნდა იმუშაოს

რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა, ხუთშაბათს, ნატოს სამიტზე გაკეთებული განცხადება უკრაინის სამომავლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით, დაგმო და თქვა, რომ რუსეთმა უნდა იმუშაოს როგორც უკრაინის, ისე ნატოს “გაქრობაზე”. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში, მედვედევმა ნატოს დეკლარაციიდან ამონარიდი გამოაქვეყნა, სადაც წერია: “განვაგრძობთ [უკრაინის] მხარდაჭერას თავის შეუქცევად გზაზე ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ, მათ შორის ნატოს წევრობისკენ”. რუსულად კი მედვედევმა დაწერა: “დასკვნა ნათელია. […]
აშშ-მა და გერმანიამ ჩაშალეს კომპანია Rheinmetall-ის ხელმძღვანელის მოკვლის რუსული გეგმა – CNN

აშშ-ის და გერმანიის სპეცსამსახურებმა ჩაშალეს გერმანულ კონცერნ Rheinmetall-ის ხელმძღვანელის არმინ პაპერგერის მკვლელობის მცდელობა, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის ხელისუფლების ბრძანებით მზადდებოდა. ამის შესახებ CNN-ი აშშ-ის და დასავლეთის სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებისა და ხელისუფლების ხუთ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. Rheinmetall არის ყველაზე დიდი გერმანული იარაღის მწარმოებელი კომპანია, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანას, მათ შორის უკრაინასაც აწვდის საბრძოლო მასალასა და სამხედრო ტექნიკას. […]