სადაზღვევო კომპანიების მიმართ საჩივრების რაოდენობა შემცირდა

სადაზღვევო კომპანიების მიმართ საჩივრების რაოდენობა შემცირებულია. ამის შესახებ სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის პრეზიდენტი დევი ხეჩინაშვილი jandacva.ge-სთან საუბარში აცხადებს. მისი თქმით, ეს ტენდენცია ეხება გასაჩვრების სამივე მიმართულებას – მედიაციას, ზედამხედველობას და სასამართლოს. დევი ხეჩინაშვილი ამას მომხმარებელთა ინფორმირებულობის ზრდით და ასევე იმით ხსნის, რომ კომპანიებმა მათსავე ფარგლებში მომხმარებელთა საჩივრების განხილვის განყოფილებები შექმნეს. შესაბამისად, დაზღვეულების პრეტენზიებს თავად კომპანიები აგვარებენ. […]
თვითმმართველი ქალაქების თემატური ჯგუფის პირველი შეხვედრა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ინიციატივით დაფუძნებული, თვითმმართველი ქალაქების თემატური ჯგუფის პირველი შეხვედრა ქუთაისის მუნიციპალიტეტში გაიმართა, რომელიც ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო რუხაძემ გახსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრას თვითმმართველი ქალაქების მერები, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, ათეა-ს ხელმძღვანელები, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, […]
“ეს ქვეყანა არასოდეს იყო და არასოდეს იქნება პრორუსული!” – პრეზიდენტი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სალომე ზურაბიშვილმა უზრა ზეიასთან ქართულ-ამერიკული ურთიერთობები და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები განიხილა. უწყების ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ “საქართველო არასოდეს იყო, არასოდეს იქნება პრორუსული, ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის უალტერნატივო არჩევანი ქვეყნის ევროპული გზაა”. ადმინისტრაციის განცხადებით, საუბარი შეეხო მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, აშშ-ის მიერ სამხედრო წვრთნების გადადებასა და […]
ბაიდენი ზელენსკის: აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიაწოდებს

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიაწოდებს. ორი ქვეყნის პრეზიდენტს შორის საუბარი ვაშინგტონში, NATO-ს სამიტზე შედგა. “ჩვენ თქვენს გვერდით ვრჩებით, ალიანსის პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რომ ამ ზაფხულში უკრაინას F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები მივაწოდოთ და ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვართ ახლაც და ვიქნებით მომავალშიც”. […]
ზეია: მოვუწოდებთ მთავრობას, შეწყვიტოს ანტიამერიკული დეზინფორმაცია

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უზრა ზეია ქართული ოცნების ქალ დეპუტატებს, მაკა ბოჭორიშვილს, მარიამ ლაშხსა და ნინო წილოსანს შეხვდა. შეხვედრის შესახებ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ შეწყვიტოს ანტიდემოკრატიული ქმედებები და ანტიამერიკული დეზინფორმაცია. “ქართული ოცნების ქალ ლიდერებთან დემოკრატიული ნორმებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე ვესაუბრე. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ […]
გედევან ფოფხაძე – კიდევ ძალიან ლოიალურები ვართ „ოცნების“ მიმართ, თუ მანამდე ეს იყო ცუდი ხელისუფლება, 2022 წლის 24 თებერვლის მერე იქცა მოღალატედ – მნიშვნელობა არ აქვს თავად რას ამბობენ, როცა ქვეყანას ღალატობ, არასდროს აღიარებ

თუ მანამდე ეს იყო ცუდი ხელისუფლება, 2022 წლის 24 თებერვლის მერე იქცა მოღალატედ , – ეს განცხადება პარტია „ახალის“ წევრმა გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ ნინო წილოსანსა და ნათია ლეთოდიანს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გააკეთა. ფოფხაძე ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის ფონზე საზოგადოება ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ „კიდევ ლოიალურია“. გედევან ფოფხაძის თქმით, ხელისუფლებამ უკრაინაში რუსეთის […]
მინისტრი – ნატო-ს სამიტი იყო ძალიან შედეგიანი, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა წევრი და პარტნიორი ქვეყნების ძლიერი ერთიანობა – საიუბილეო სამიტი უფრო დატვირთულია გლობალური პოლიტიკური გზავნილებით, შესაბამისად, ყველაფერი ვერ მოხვდებოდა დოკუმენტში

საქართველო ნატო-ს ოჯახის წევრია, ჩვენი მონაწილეობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და საქართველო გააგრძელებს აქტიურ მუშაობას პარტნიორებთან იმისთვის, რომ მას ჰქონდეს კონკრეტული ხელშესახები შედეგები , – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მინისტრმა ნატო-ს სამიტი შეაჯამა და აღნიშნა, რომ სამიტის ფარგლებში, სადაც ის ყველა მაღალი დონის ფორმატით გათვალისწინებულ ღონისძიებაში მონაწილეობდა, შესაძლებლობა ჰქონდა […]
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საფრანგეთის ელჩს ეროვნული დღესასწაული მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საფრანგეთის რესპუბლიკას ეროვნული დღესასწაული მიულოცა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური, ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან ერთად, ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო, რომელიც საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა. „ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში შერაზ გასრიმ და ეროვნული დღესასწაულის მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
საპროტესტო აქციები ნეგატიურად აისახა გამყვან ტურიზმზე, შემომყვანზე – არა – GASA

კომპანია „ჯორჯიან ავია სერვის ეიჯენსის“ (GASA) დამფუძნებელ და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი შენგელიას შეფასებით, „რუსული კანონის“ გამო, გაზაფხულზე თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებმა ნეგატიური გავლენა გამყვან ტურიზმზე იქონია, შემომყვანზე კი – არა. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა. GASA საავიაციო და ტურიზმის სფეროს ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა, რომელიც ბაზარზე 2010 წლიდანაა. GASA არის „პეგასუსის ავიახაზების“ […]
უკრაინის დახმარება ნატოს ყურადღების ცენტრში რჩება

იმ დროს, როდესაც პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავისი თანაპარტიელების მხრიდან არჩევნებიდან გამოთიშვის მოწოდებებს ისმენს, ნატოს ლიდერები ხუთშაბათს ვაშინგტონის სამიტს დაასრულებენ უკრაინისადმი დახმარების ნათელი ფოკუსით და წინააღმდეგობით იმის მიმართ, რასაც მოკავშირეები ევროპის მიმართ მზარდ რუსულ საფრთხეს უწოდებენ. უკრაინისადმი მიძღვნილ სესიამდე, ნატოს 32 წევრი ქვეყნის და ევროკავშირის ლიდერები შეხვდებიან პარტნიორებს, ე.წ. „ინდო-წყნარი ოკეანის ოთხეულს“ ავსტრალიას, იაპონიას, ახალ ზელანდიას […]