ტურისტებს, რომლებიც გარემოსდაცვით აქტივობებში ჩაერთვებიან, დანიის მთავრობა უფასო საკვებითა და სხვა სარგებლით დააჯილდოებს

ტურისტები, რომლებიც გარემოსდაცვითი ამოცანების შესრულებაში მიიღებენ მონაწილეობას, დანიის მთავრობისგან უფასო საკვებითა და სხვა სარგებლით დაჯილდოვდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს. საცდელი სქემა 15 ივლისს იწყება. სქემის თანახმად, კოპენჰაგენის ტურისტული ატრაქციონები ტურისტებს ჯილდოს შესთავაზებს ისეთი აქტივობებისთვის, როგორებიცაა ნარჩენების შეგროვება, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ან ქალაქში ველოსიპედით სეირნობა. ტურისტებს კი შეუძლიათ, სანაცვლოდ მოითხოვონ უფასო ლანჩი, ყავა, ღვინო და […]
მნიშვნელოვანია, მოხდეს გადატვირთვა ორმხრივ ურთიერთობებში. ამისთვის საქართველოს ხელისუფლება მზად არის

მნიშვნელოვანია, მოხდეს გადატვირთვა ორმხრივ ურთიერთობებში. ამისთვის საქართველოს ხელისუფლება მზად არის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გადატვირთვასა და თავდაცვის უწყებისთვის დაფინანსების შეჩერებას შეეხებოდა. როგორც ირაკლი ჩიქოვანმა განმარტა, პრემიერ-მინისტრისა და სხვა პოლიტიკური ლიდერების მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ არსებობს საკითხები, რომლებსაც სჭირდება გააზრება და მნიშვნელოვანია, მოხდეს […]
CNN: აშშ-მ და გერმანიამ რუსეთის მიერ Rheinmetal-ის დირექტორის მკვლელობის მცდელობა აღკვეთეს

რუსეთის მთავრობა იარაღის მწარმოებელი უმსხვილესი გერმანული კომპანიის, Rheinmetal-ის დირექტორის, არმინ პაპერგერის მკვლელობას გეგმავდა. ინფორმაციას CNN-ი საკითხის მცოდნე ხუთ ამერიკელ და დასავლელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების თქმით, ეს მცდელობა რუსეთის მიერ ევროპელი თავდაცვის ინდუსტრიის ხელმძღვანელების მკვლელობების შესახებ ფართო გეგმების ნაწილია. მათივე ცნობით, როდესაც ამერიკული დაზვერვისთვის რუსეთის გეგმის შესახებ ცნობილი გახდა, მათ ეს ინფორმაცია გერმანელ კოლეგებს […]
ორი განსხვავებული ტაიმი – “ტორპედო” “ტირანასთან” ფრეს დასჯერდა

კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „ტორპედო“ საკუთარ მოედანზე „ტირანას” დაუზავდა – 1:1. მასპინძლები სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, სამი ნაღდი მომენტი ვერ გამოიყენეს და მაინც მოახერხეს დაწინაურება – ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს საკუთარ კარში ადგილი მიჩიმ მიუჩინა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა. შესვენების შემდეგ ტემპი დაეცა, თამაში ნაკლებად სანახაობრივი გახდა, ქუთაისურმა გუნდმა უკან […]
მათ არ სჯერათ, რომ 2003 წლის ამომრჩეველსა და 2024 წლის ამომრჩეველს შორის განსხვავება ძირეულია და პოლიტიკური პროცესები არ არის დაფუძნებული “სიცარიელის” პიარსა და გარედან მოთხოვნილ საჭიროებებზე
მათ არ სჯერათ, რომ 2003 წლის ამომრჩეველსა და 2024 წლის ამომრჩეველს შორის განსხვავება ძირეულია და პოლიტიკური პროცესები არ არის დაფუძნებული “სიცარიელის” პიარსა და გარედან მოთხოვნილ საჭიროებებზე პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი პარტიის მიერ გავრცელებულ წერილს სოციალურ ქსელში ეხმიანება. ექსპერტის თქმით, ახალი ტელევიზიის შექმნის საჭიროება ნაც. მოძრაობას დღის წესრიგში დაუდგა, რადგან აქამდე ცნობილი მათი ტელევიზიები […]
თაკო ჩარკვიანი ოპოზიციაზე – დახლეჩისკენ მიდიან, ძალიან დანაწევრდნენ – თუ ამბობ, რომ რუსეთი გებრძვის და ასე გჯერა, მაშინ გაერთიანდი შე დალოცვილო, რა უბედურებაა

თუ ამბობ, რომ რუსეთი გებრძვის და ასე გჯერა, მაშინ გაერთიანდი შე დალოცვილო, ასე დაწიაწებაც რა უბედურებაა, უკვე ორი ფლანგიც აღარ არის, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ ოპოზიციურ სპექტრში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა. თაკო ჩარკვიანის განცხადებით, უმჯობესი იქნებოდა ოპოზიციურ ველზე ერთი დიდი გაერთიანება გაკეთებულიყო, თუმცა ამ ყველაფერს ხელი […]
თვალწინ მიტრიალებს ძეგვის ბირჟა, სადაც ჩვენი ცვილის ფიგურები ამომრჩეველთან შეხვედრაზე ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში, ლგბტ-უფლებების მამოძრავებელ ფაქტორზე საუბრებენ

თვალწინ მიტრიალებს ძეგვის ბირჟა, სადაც ჩვენი ცვილის ფიგურები ამომრჩეველთან შეხვედრაზე ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში, ლგბტ-უფლებების მამოძრავებელ ფაქტორზე საუბრებენ პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში უზრა ზეიას განცხადებას „ლგბტ უფლებები და ეროვნული უსაფრთხოება ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული“ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით ეხმიანება. მისი თმით, რადიკალურმა ოპოზიციამ […]
საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მეოთხე ადგილზე იყო კონტინგენტის რაოდენობით ნატოს წევრ ქვეყნებს შორის
საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მეოთხე ადგილზე იყო კონტინგენტის რაოდენობით ნატოს წევრ ქვეყნებს შორის „ნატოს სამიტის მუშაობაში საქართველოს მონაწილეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენი მხრიდან ნატოსთან თავსებადობის კუთხით ყველაფერი გაკეთებულია,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა. მისივე თქმით, საქართველო ნატოს სამიტზე მიწვეული იყო, როგორც წარმატებული ასპირანტი ქვეყანა, […]
ნატოს კომუნიკეში ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერია – საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნებისათვის – ალიანსისთვის მნიშვნელოვანია
ნატოს კომუნიკეში ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერია – საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნებისათვის – ალიანსისთვის მნიშვნელოვანია პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი NATO-ს კომუნიკეს აფასებს. დეპუტატის თქმით, კომუნიკეში ორი მნიშვნელოვანი ჩანაწერია – პირველი, რომ ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და მოუწოდებს რუსეთს გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიებიდან, მეორე კი […]
საქართველოსგან ველით, რომ რაღაც ეტაპზე მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რაც მის ხალხს სურს – ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოსგან ველით, რომ მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რაც მის ხალხს სურს. ვერავის ვეტყვი, რა გააკეთოს და რა – არა. მისთვის საუკეთესო მომავლის იმედი გვაქვს. თუმცა, თუ ეს ასე არ მოხდება, ეს არჩევანია, პოლიტიკური არჩევანი, საქართველოს მთავრობის პოლიტიკური არჩევანი, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ, „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას აღნიშნა. მისივე თქმით, ევროკავშირში […]