უკვე 16 წელია, NATO-ს ღია კარში ვდგავართ – შალვა პაპუაშვილი

უკვე 16 წელია, NATO-ს ღია კარში ვდგავართ, დღესაც აქტუალურია შევარდნაძის სიტყვები, როდესაც ღია კარში დიდხანს ხარ, შეიძლება, ორპირ ქარში გაცივდე, ამაზე უნდა იფიქრონ NATO-ს ქვეყნებმა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ჩვენ არ გვინდა პირობები, გვინდა გადაწყვეტილებები. „პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ თქვა – 2008 წელს, ბუქარესტში, გერმანიამ და საფრანგეთმა რომ […]
რატომ გაურბის საჯაროობას ერთ დროს პოპულარული მსახიობი – ულამაზესი არიადნა შენგელაიას ცხოვრება და ურთიერთობა ცნობილ მეუღლესთან – Marao

რატომ გაურბის საჯაროობას ერთ დროს პოპულარული მსახიობი – ულამაზესი არიადნა შენგელაიას ცხოვრება და ურთიერთობა ცნობილ მეუღლესთან – Marao 2020 წლის 13 იანვარს, დაბადების დღეზე, კინოთეატრ “რუსთაველის” წინ საქართველოს სახალხო არტისტს და კიდევ არაერთი წოდების, დამსახურების მქონე მსახიობს, არიადნა შენგელაიას, თავისი სახელობის “ვარსკვლავი” გაუხსნეს. იმავე დღეს კი მისი შემოქმედებითი საღამო გრიბოედოვის თეატრში გაიმართა… შეიძლება ითქვას, რომ […]
“ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომლების მასშტაბური აქცია – რას ითხოვენ გაფიცულები

თბილისში “ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომლების მასშტაბური აქცია მინდინარეობს. კიკვიძის ქუჩაზე გაფიცული ასობით ადამიანის საპროტესტოო შეძახილები ისმის. კომპანიაში დასაქმებული ადამიანები ხელმძღვანელ პირებს ბულინგში, დამცირებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ. მუშაობაზე უარს ჯამში 4600-ზე მეტი დასაქმებული ამბობს. “ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომლების მოთხოვნას, ხელფასების გაზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების თაობაზე, დაემატა განაცდური ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნა. ასევე, მათივე თქმით, მზადდება სარჩელი იმ […]
“დინამოს” ფეხბურთელმა “მონრართან” მატჩში რეკორდი დაამყარა

კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის “დინამო” გასვლაზე “მონრართან” 1:2 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ თბილისელთა რიგებში 81 წუთის განმავლობაში ითამაშა ახალგაზრდა მცველმა საბა ხარებაშვილმა. ის 15 წლისა და 10 თვის ასაკში გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც ევროტურნირებზე მონაწილეობა მიუღია. ინფორმაციისთვის, საქართველოს დედაქალაქში “მონრარისა” და “დინამოს” საპასუხო დაპირისპირება 18 ივლისს ჩატარდება. ასეთი ახალგაზრდები ათამაშონ კლუბებმა […]
არასამთავრობო ორგანიზაციები – იუსტიციის უმაღლესი საბჭო 2013 წლამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება

მიმდინარე წლის 24 აპრილიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებს საბჭოს შენობაში შესვლა სხდომების დაწყებამდე, ზეპირსიტყვიერი ბრძანებით აუკრძალა. მონიტორებს სხდომათა ლოდინი დამამცირებელ პირობებში უწევთ. ამასთანავე, საბჭოს წევრთა მხრიდან ადგილი ჰქონდა პროვოკაციულ ქმედებებსაც, რათა დამკვირვებლების დასწრების შეზღუდვას გარკვეული ლეგიტიმაცია შესძინონ- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „სასამართლო გუშაგი“ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, არასამთავრობო ორგანიზაციები […]
ნინო დოლიძე – საერთაშორისო პარტნიორები კარგად ხედავენ, თუ რაიმე ხდება წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნებზე დიდ გავლენას ახდენს – ყველანაირად ეცდებიან საქართველოში მხარი დაუჭირონ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას

ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები კარგად ხედავენ, რომ თუ რაიმე ხდება წინასაარჩევნო პერიოდში, დიდ გავლენას ახდენს არჩევნებზე – მათი პოზიციაა, რომ ყველანაირად ეცდებიან საქართველოში მხარი დაუჭირონ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას, – ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ ჟურნალისტებთან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ეზრა ზეიასთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. დოლიძის […]
NGO-ები იუსტიციის საბჭოს: უზრუნველყავით სხდომებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების დასწრება

3 არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, დაიცვას კანონის მოთხოვნები თავისი საქმიანობის საჯაროობასთან დაკავშირებით და უზრუნველყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლების დასწრება მონიტორინგის მიზნით. განცხადებაში ნათქვამია, რომ მრავალი წინაღობის მიუხედავად არასამთავრობო ორგანიზაციები წლებია, მონიტორინგს უწევენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომათა მიმდინარეობას, თუმცა უკანასკნელ პერიოდში საბჭომ სრულად აღკვეთა აღნიშნული შესაძლებლობა. მათივე ცნობით, ეს პრობლემა პირველად […]
რუსთავის მერია დედაქალაქთან დასაკავშირებლად ავტობუსებს ყიდულობს

რუსთავის მერია დედაქალაქის მიმართულებით მგზავრთა გადასაყვანად ახალ ავტობუსებს ყიდულობს. თვითმმართველი ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ თბილისის მერიასთან ერთად შეირჩევა მარშრუტები, სადაც ახალი ავტობუსები იმოძრავებს. „დღესვე გამოცხადდება ტენდერი ავტობუსების შეძენაზე“, – თქვა რუსთავის მერმა. თვითმმართველი ქალაქი გეგმავს შეიძინოს შშმ პირებზე ადაპტირებული 70 ახალი ავტობუსი. მათგან 60 ამ ხაზებზე ყოველდღიურად იმოძრავებს. თითოეულ ავტობუსს 28 მგზავრის […]
+18 – რას ემსხვერპლა 17 წლის ბიჭი სიცოცხლე? – იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები დაცული?

ფოტო – ტვ პირველი რას ემსხვერპლა 17 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე? ბათუმში მომხდარი უბედური შემთხვევის საქმეზე გამოძიება გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო. მთავარი კითხვაა, იყო თუ არა ადგილზე, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა, უსაფრთხოების ნორმები დაცული. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. 17 წლის ბიჭი უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის სახურავიდან ჩამოვარდა, სადაც ნათესავთან ერთად სახურავის გამაგრებით სამუშაოებს ასრულებდა. ადგილობრივების ინფორმაციით, […]
105 წლის წინ, მიმოქცევაში გავიდა პირველი ეროვნული ფულის ერთეული ქართული ბონი – სებ-ი

105 წლის წინ, 1919 წლის 11 ივლისს, მიმოქცევაში გავიდა პირველი ეროვნული ფულის ერთეული ქართული ბონი, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. ესკიზები მხატვრებმა – იოსებ შარლემანმა, ჰენრიხ ჰრინევსკიმ და დიმიტრი შევარდნაძემ შეიმუშავეს. თითოეულ მათგანზე გამოსახულია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბი და ინიციალები „სდრ”. ქართული ბონები 1919 – 1921 წლებში […]