ძალიან ლამაზი წყვილი” – ლუკა ლოჩოშვილი მეუღლესთან ერთად – Marao

ლუკა ლოჩოშვილი იტალიური „კრემონეზეს“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველია. თამაშობდა თბილისის „დინამოს“ ასაკობრივ გუნდებში. მისი დებიუტი ძირითად გუნდში 2016 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში (4–0) შედგა. ჯამში 2016 წლის სეზონში ჩაატარა 5 მატჩი, შეუცვლელად. 2017 წლის შეკრება ძირითად გუნდთან ერთად გაიარა. ლუკა 25 წლისაა, დაიბადა 1999 წლის 29 მაისს. გამორჩეულია ფიზიკური მონაცემებით […]

იაგო ხვიჩია – რამდენად ლოგიკურია, ამნისტია არ ვრცელდებოდეს საზღვრის უკანონო გადაკვეთაზე? იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილმა საზღვარი გადმოკვეთა, ადამიანებს, რომლებიც ციხეში ამ მუხლით იხდიან სასჯელს, რატომ არ უნდა შეეხოთ ამნისტია?

ყველაფერს ვიხილავთ დაჩქარებულად, საჭიროა ეს თუ არა. შევთავაზე, მოგვეწვია რიგგარეშე სხდომა და დაჩქარებული წესით მიგვეღო კანონი, რაზეც გვითხრეს უარი. მე არ მგონია, რომ ციხეში ერთი ან ორი ზედმეტი თვე ჯდომა ვინმესთვის მოსაწონი იყოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განუცხადა. მისივე თქმით, ამნისტიის შესახებ კანონპროექტში არის მუხლები, რომელიც მოსაწონია, რომელიც დასახვეწია და რომელიც […]

ტერორიზმში, კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირებს, შესაძლოა, პაემნების, მიმოწერის, სატელეფონო საუბრის და სხვა უფლებები შეეზღუდოთ

ტერორიზმში, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული და მსჯავრდებული პირებისთვის ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნის, ასევე მიმოწერის და სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა იგეგმება. ამასთან დაკავშირებით “პენიტენციურ კოდექსს“ ახალი ნორმა ემატება. კანონპროექტი “ქართული ოცნების“ დეპუტატების ავტორობით პარლამენტში უკვე ინიცირებულია და მას, სავარაუდოდ, მომავალი კვირის რიგგარეშე სხდომაზე, პირველი მოსმენით, განიხილავენ. ინიციატორები განმარტავენ, რომ […]

სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში – ,,სარფი“, არადეკლარირებული ოქროს ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის 3 ფაქტი აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. „მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რისკის პროფილისა და ეჭვის საფუძველზე, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა: 159,97 გრამი) ნაკეთობები გამოვლინდა. არადეკლარირებული საქონლის […]

შალვა პაპუაშვილი – ევროპელმა დიპლომატებმა უნდა დაგმონ ძალადობა, გუშინ ვნახეთ, რომ „დროას“ წევრი, რომელიც პირდაპირ ფინანსდება ევროკავშირისგან, ყალბი „ენჯეოს“ სქემის გამოყენებით, ქალ დეპუტატებს თავს დაესხა

ღირებულებებზე თუ ვსაუბრობთ, ევროპელ და ამერიკელ მეგობრებთან ერთად ეს საერთო ღირებულებები თუ გვაქვს და არ არის ფასადი, მაშინ ამ ღირებულებების მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „ეს ღირებულებები გვკარნახობს, რომ პარტნიორ ქვეყანაში თუ შედიხარ, ხარჯავ ფულს ორგანიზაციებში, რომლებსაც აქვთ გავლენა პოლიტიკაზე, შენ გაქვს უმარტივესი პასუხისმგებლობა, იყო […]

გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად განაცხადების მიღება გრძელდება

გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად განაცხადების მიღება გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს. „პრემიის მოსაპოვებლად კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვთ სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებს, შემოქმედებით და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც საქმიანობენ ლიტერატურის, ხელოვნების, პუბლიცისტიკისა და მეცნიერების დარგებში. საკონკურსოდ წარმოდგენილი ნაწარმოები, უნდა ეხმიანებოდეს აფხაზეთის თემატიკას და ემსახურებოდეს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების პოპულარიზაციას. პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადები და ნაწარმოებები მიიღება 2024 […]

ყაზახეთში ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებლები განგაშის საფუძველს იძლევა – გიორგი ჯახუტაშვილი

ყაზახეთის ბაზარზე ავტომობილების ექსპორტის მაჩვენებლები განგაშის საფუძველს იძლევა – მიიჩნევს ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ჯახუტაშვილი. მისი თქმით, მხოლოდ 2023 წელს ყაზახეთის ბაზარზე ავტომობილების რეექსპორტი თითქმის 500 მილიონით გაიზარდა და თუ 2022 წელს ამ ბაზარზე მხოლოდ $106 მლნ-ის ავტომობილები იყო გაყვანილი, 2023 წელს ამ მაჩვენებელმა $590 მლნ-ს გადააჭარბა, რაც საყურადღებოა. „ეს ერთის მხრივ საკმაოდ […]

შესანიშნავი ამბავი – შესაძლოა, მიქაუტაძე ევრო 2024-ზე “ოქროს ბუცის” მფლობელი მაინც გახდეს

რამდენიმე წუთის წინ Uefa-მ ჩვენთვის მეტად გასახარი ინფორმაცია გააჟღერა. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ევრო 2024-ზე ბომბარდირთა დავაში “ოქროს ბუცის” გადაცემის კრიტერიუმები შეცვალა. დღემდე მოქმედი წესით, თუ ფეხბურთელები თანაბარი რაოდენობის გოლებს დააგროვებდნენ, მაშინ ასისტები და ტურნირზე ჩატარებული წუთები ჩაითვლებოდა, რითაც ესპანელი დანი ოლმო ლიდერობდა. Uefa-ს ახალი წესის მიხედვით, ტურნირის ბომბარდირი და “ოქროს ბუცის” მფლობელი გახდება ის […]

ფინეთი კანონპროექტს განიხილავს, რათა რუსეთიდან შესული უკანონო მიგრანტების გაბრუნება შეძლოს

ფინეთის პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს, რომელიც მესაზღვრეებს საშუალებას მისცემს, რუსეთიდან მისული არალეგალური მიგრანტები უკან გააბრუნონ. ქვეყნის პრემიერმინისტრის, პეტერი ორპოს მთავრობა აცხადებს, რომ კანონპროექტი მომავალში რუსი უკანონო მიგრანტების შედინების შესაფერხებლად აუცილებელია. მანამდე, რუსეთიდან ფინეთში არალეგალური მიგრანტების, ხშირ შემთხვევაში სხვა ქვეყნების მოქალაქეების შედინების, გახშირების გამო ქვეყანამ რუსეთის საზღვარზე არსებული ყველა გამშვები პუნქტი ჩაკეტა. ფინეთის მხრიდან გამოითქვა ვარაუდი, რომ […]

EEAS: EU-მ საქართველოს უსაფრთხოებისთვის 2008-2024 წლებში €354 მილიონზე მეტი დახარჯა

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) მიერ X-ზე გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ევროკავშირმა საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებისთვის 2008 წლიდან დღემდე €354 მილიონზე მეტი დახარჯა. ევროკავშირის მონიტორინგის მისია საქართველოსთვის (EUMM Georgia), რომელიც შეუიარაღებელი, სამშვიდობო მისიაა, საქართველოში 2008 წლიდან მოქმედებს. მონაცემების მიხედვით, ევროკავშირმა 2008-2024 წლებში საქართველოს უსაფრთხოებისთვის €354 მილიონზე მეტი დახარჯა, ხოლო ამავე მიზნისთვის 2024 წლის ბიუჯეტი €47 მილიონს შეადგენს. […]