გენერალური პროკურორის არჩევა შესაძლოა 18-19 ივლისს მოხდეს

18-19 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევა იგეგმება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ბიუროს სხდომაზე განაცხადა. „რამდენიმე საკითხია შემოსული, მათ შორის დაინიცირდა ამნისტიის პროექტი, რომელიც გვინდა რომ პირველი მოსმენით მივიღოთ და საშემოდგომო სესიის ფარგლებში მესამე მოსმენით დავხუროთ. არის სხვა საკითხები, მათ შორის გენერალური პროკურორის არჩევა. ამიტომ ჩვენ მომავალ კვირას დაგვჭირდება რიგგარეშე სესია. სავარაუდოდ, ხუთშაბათი პარასკევი, […]

I კვარტალში ტურიზმის სექტორმა ყველაზე მეტი შემოსავალი რუსი ტურისტებისგან მიიღო – PMCG

2024 წლის I კვარტალში ყველაზე მაღალი – 21% იყო რუსი მოგზაურებისგან მიღებული შემოსავალი, რასაც მოსდევდა თურქეთი 15%-ით, – ამის შესახებ PMCG-ის ტურიზმის კვარტალურ მიმოხილვაში ვკითხულობთ. თუმცა, ერთ ვიზიტზე მიღებული შემოსავლის მიხედვით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროკავშირსა (ვიზიტზე 1,535 აშშ დოლარი) და ისრაელს (1,405 აშშ დოლარი) ჰქონდათ. მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 […]

ფოტო: “ეს ფოტოები გასული საუკუნისაა, მაგის მერე იმდენი წელი გავიდა” – ინგა გრიგოლიას მოგონებების ალბომი – Marao

ფოტო: “ეს ფოტოები გასული საუკუნისაა, მაგის მერე იმდენი წელი გავიდა” – ინგა გრიგოლიას მოგონებების ალბომი – Marao “ეს ფოტოები გასული საუკუნისაა. ყველა მეოცე საუკუნეშია გადაღებული. იქიდან მოყოლებული, თუ რამე პრობლემა შემქმნია ცხოვრებაში, როგორც ჟურნალისტს, მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც ისეთ კითხვებს ვსვამდი, რაც არ მოსწონდათ… მაგის მერე იმდენი წელი გავიდა, უკვე 21-ე საუკუნეში ვართ და რავი… […]

პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მოკლული, 21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის არასრულწლოვანმა დამ დაადასტურა, რომ მის დაზე ბრალდებულმა ფიზიკურად იძალადა

პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, გარდაცვლილი 21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის არასრულწლოვანმა დამ დაადასტურა, რომ მის დაზე ფიზიკურად იძალადა ბრალდებულმა ოთარ ცინდელიანმა. აღნიშნულის შესახებ პროკურორმა ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის შემდეგ განუცხადა, სადაც მათ შორის მოწმის სახით დაიკითხა მოკლული ქეთევან ჯავახიშვილის არასრულწლოვანი და. პროკურორის თქმით, დის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაზე საჯაროდ ვერ ისაუბრებს, რადგან ის არასრულწლოვანია და შესაბამისად, […]

გია ვოლსკი – მგონია, რომ პატიმრების ოჯახებთან, პატიმრებთან მსუყე პოზიტიური ქულის ჩაწერა ნებისმიერ სუბიექტს შეუძლია, რომელიც ამნისტიის კანონს მხარს დაუჭერს

მგონია, რომ პატიმრების ოჯახებთან, პატიმრებთან მსუყე პოზიტიური ქულის ჩაწერა ნებისმიერ სუბიექტს შეუძლია, რომელიც ამნისტიის კანონს მხარს დაუჭერს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ამნისტიის კანონი ჰუმანურობის გამოხატულებაა და არა პოლიტიკური ნიშნის მოგების გამოხატულება. „მგონია, რომ პატიმრების ოჯახებთან, პატიმრებთან მსუყე პოზიტიური ქულის ჩაწერა ნებისმიერ სუბიექტს შეუძლია, რომელიც ამნისტიის კანონს მხარს დაუჭერს. […]

ჯეიმს ო’ბრაიენი – ვიქტორ ორბანის იდეებს უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების შესახებ არანაირი ძალა არ აქვს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის იდეებს უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების შესახებ არანაირი ძალა არ აქვს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო’ბრაიენმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა. კერძოდ, მას სთხოვეს შეეფასებინა ვიქტორ ორბანის ე.წ. სამშვიდობო მისია. ო’ბრაიენის თქმით, ალიანსს და უკრაინის მხარდამჭერ კოალიციას აქვს მკაფიო პოლიტიკა: უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე არავითარი შეთანხმება […]

პრიორიტეტულ ბაზრებზე ქართული ღვინო ყველაზე ძვირად იაპონიაში იყიდება – როგორია ქართული ღვინის საექსპორტო ფასი?

ქართული ღვინის ექსპორტი (თანხაში) პრიორიტეტულ საექსპორტო ბაზრებზე მთლიანი ექსპორტის 15% შეადგენს, – ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 2024 წლის 6 თვის მონაცემებით ქართული ღვინის ექსპორტი პრიორიტეტულ საექსპორტო ბაზრებზე, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, გაზრდილია პოლონეთში: რაოდენობაში 19% / თანხაში 17%-ით; გერმანიაში – რაოდენობაში 32%/თანხაში 25%-ით; ამერიკის შეერთებულ შტატებში – რაოდენობაში 54%/თანხაში 46%-ით, – […]

აშშ უკრაინას $225 მლნ-ის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს – Reuters

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას $225 მლნ-ის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. „ორი დღის წინ განვაცხადე უკრაინის საჰაერო თავდაცვითი აღჭურვილობის ისტორიული შემოწირულობის შესახებ. დღეს სიამაყით ვაცხადებ უკრაინის უსაფრთხოების სისტემების ახალი პაკეტის შესახებ. ეს იქნება მერვე პაკეტი მას შემდეგ, რაც ხელი მოვაწერეთ ეროვნული […]

ანრი ოხანაშვილი – თუ ვიღაცამ მართლა „რუსული კანონი“ მიიღო, ამდენ ხანს რას ცოდვილობენ? რატომ არ დაწერეს სარჩელი? – არ არის პრობლემა, შევხვდებით საკონსტიტუციო სასამართლოში

თუ ვიღაცამ მართლა „რუსული კანონი“ მიიღო, ამდენ ხანს რას ცოდვილობენ? როგორ შეიძლება თვეები დაგჭირდეს, რომ სარჩელი დაწერო? – არ არის პრობლემა, შევხვდებით საკონსტიტუციო სასამართლოში, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გასაჩივრებას აპირებს. მისივე თქმით, იარლიყით “ვეღარ […]

თეა ახვლედიანმა ქუთაისში ოკუპირებული რეგიონებიდან ჯანდაცვის სერვისების მიღების მიზნით გადმოსული პაციენტების მხარდაჭერისა და დროებითი განთავსებისთვის მოწყობილი სივრცეები მოინახულა

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ქუთაისში ოკუპირებული რეგიონებიდან ჯანდაცვის სერვისების მიღების მიზნით გადმოსული პაციენტების მხარდაჭერისა და დროებითი განთავსებისთვის მოწყობილი სივრცეები მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა და მათი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს […]