“ტორპედომ” ხორვატიის ჩემპიონატიდან გვინეელი ფორვარდი დაიმატა

ქუთაისის “ტორპედომ” 26 წლის გვინეელი ფორვარდი მომო იანსანე დაიმატა. ამის შესახებ ინფორმაციას გუნდის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. აფრიკელი “ტორპედოს” ხორვატიის მეორეადგილოსან “რიეკადან” შეუერთდა. “რიეკაში” გადასვლამდე 2021 წლიდან იანსანე “შერიფის” ღირსებას იცავდა, რომელთან ერთად როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ისე ევროპალიგაზე ითამაშა და 3 გოლი გაიტანა. ჯამში “შერიფის” მაისურით მას 15 გოლი დაუგროვდა, ამავე კლუბთან ერთად მოიგო ქვეყნის ჩემპიონატი […]

ლილოში, 21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანი ამდენ უბედურებას არ ჩაიდენდა და ასე არ გაიმეტებდა ადამიანს, რომელთანაც რაღაც აკავშირებდა

ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანი ამდენ უბედურებას არ ჩაიდენდა და ასე არ გაიმეტებდა ადამიანს, რომელთანაც რაღაც აკავშირებდა, – ამის შესახებ 21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის, ოთარ ცინდელიანის ადვოკატმა, კლარა შუკვანმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ეს ჯანსაღი ფსიქიკის მქონე პირის ჩადენილი არ არის, ამიტომ, მისი განმარტებით, ელოდებიან ალტერნატიული ექსპერტიზის პასუხს, რითაც დადგინდება ოთარ ცინდელიანის შეურაცხადობა ან […]

17 ივლისს ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის 64,67 კილომეტრზე დაბა სტეფანწმინდის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო სამუშაოების განხორციელების გამო, აბონენტების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება

17 ივლისს ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის 64,67 კილომეტრზე დაბა სტეფანწმინდის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო სამუშაოების განხორციელების გამო, აბონენტების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას გაზის ტრანსპორტირების კომპანია ავრცელებს. „შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის 64,67 კილომეტრზე დაბა სტეფანწმინდის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით მ/წ 17 ივლისის 09:00 საათიდან 17:00 საათამდე ბუნებრივი […]

ზესტაფონსა და სამტრედიაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მედიაციის სივრცეები გაიხსნა

ზესტაფონსა და სამტრედიაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მედიაციის სივრცეები გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „მედიაციის სივრცეები საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისია, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ყველა საჭიროებას. კერძოდ, მხარეებისთვის უზრუნველყოფილია მოლაპარაკების წარმოების ყველა პირობა. სივრცეებში ასევე იფუნქციონირებს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზა, სადაც დასავლეთ საქართველოში მცხოვრები იუსტიციის სისტემაში დასაქმებული თანამშრომლები ადგილზე […]

„პირველ ეტაპზე სასაქონლო ბირჟა უნდა გავაკეთოთ და შემდეგ ავტომატურად გაჩნდება კაპიტალის ბაზარი და ნულოვანი გარიგებებიც აღარ იქნება“ – რატი ქირია

პირველ ეტაპზე სასაქონლო ბირჟა უნდა გავაკეთოთ და შემდეგ ავტომატურად გაჩნდება კაპიტალის ბაზარი და ნულოვანი გარიგებებიც აღარ იქნება, – ამის შესახებ ტრეიდერების ჰაბის დამფუძნებელმა რატი ქირიამ რადიო „კომერსანტის“ გადაცემა „პროფესიონალებში“ განაცხადა. „საქართველოში ტრადიციული მიმართულებით ცდილობენ ფულის დაბანდებას, როგორიცაა უძრავი ქონების შეძენა ან ბანკში ანაბრის გახსნა, თუმცა ინვესტიციების დროს ჩვენ გვაქვს საშუალება იმ ტიპის პორტფოლიო შევქმნათ როგორი […]

არა მხოლოდ ევროკავშირის პროგრამების, არამედ მრავალ სფეროში გერმანულ-ქართული თანამშრომლობის გადახედვა მოგვიწევს – რობინ ვაგენერი

ჩვენ არა მხოლოდ ევროკავშირის პროგრამების, არამედ გერმანულ-ქართული ორმხრივი თანამშრომლობის მრავალი სფეროს გადახედვა მოგვიწევს, – ამის შესახებ გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორმა სამხრეთ კავკასიის, მოლდოვის რესპუბლიკისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის საკითხებში, რობინ ვაგენერმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ევროპული გაერთიანება კვლავ დაინტერესებულია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით, თუმცა საქართველოს ხელისუფლების ქმედებების გამო პროცესი დაპაუზებულია. „რა უნდა […]

მართე ანგარიშები და ხელმოწერები საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკით – ინტერვიუ თამარ სისაურთან

თანამედროვე ბიზნესს დღეს, ცხოვრების აჩქარებულ ტემპებში, განსაკუთრებით სჭირდება უახლესი ტექნოლოგიები, რომლებიც რუტინულ საქმიანობებს თავიდან აარიდებს და დაეხმარება, რესურსები ზრდისა და განვითარებისკენ მიმართოს. სწორედ ამ საჭიროებებზე საპასუხოდ, უკვე მეოთხე წელია, საქართველოს ბანკი ბიზნეს მობილბანკს ავითარებს. აპლიკაციის მეშვეობით კი მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ფინანსური ანგარიშები და დოკუმენტები დისტანციურად, ციფრულად მართონ. თამარ სისაური, საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტების ოუნერი, გვიამბობს, […]

მართე ანგარიშები და ხელმოწერები საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკით – ინტერვიუ თამარ სისაურთან

თანამედროვე ბიზნესს დღეს, ცხოვრების აჩქარებულ ტემპებში, განსაკუთრებით სჭირდება უახლესი ტექნოლოგიები, რომლებიც რუტინულ საქმიანობებს თავიდან აარიდებს და დაეხმარება, რესურსები ზრდისა და განვითარებისკენ მიმართოს. სწორედ ამ საჭიროებებზე საპასუხოდ, უკვე მეოთხე წელია, საქართველოს ბანკი ბიზნეს მობილბანკს ავითარებს. აპლიკაციის მეშვეობით კი მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ფინანსური ანგარიშები და დოკუმენტები დისტანციურად, ციფრულად მართონ.

თიბისი სტარტაპერებისთვის ახალ კამპანიას იწყებს

თუ გაქვს ინოვაციური იდეა, რომლის მომგებიან ბიზნესად გადაქცევაში ფინანსური რესურსი გჭირდება, თიბისის ახალი კამპანია შენთვისაა, რადგან თიბისი ინოვაციურ სტარტაპ იდეებსაფინანსებს. კამპანიის ფარგლებში გაიცემა სესხიინოვაციური სტარტაპებისთვის, რომელიც არ საჭიროებს ქონებრივ უზრუნველყოფას და დიდ გამოცდილებას. “წარმატებული სტარტაპის შესაქმნელად არ არის საჭირო დიდი გამოცდილება ბიზნეს სფეროში, წარმატება იწყება ინოვაციური იდეით და ჩვენც ამ პროდუქტით ვცდილობთ ინოვაციურ სტარტაპერებს გავუმარტივოთ […]

“დაუშვებელია პრემიერის ხელში ძალაუფლების ასეთი კონცენტრაცია” – რა საფრთხის ქვეშაა საპენსიო ფონდი?

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანმა, პრეზიდენტის განცხადება დაგროვებით პენსიებზე წაიკითხა: ცვლილებების მიხედვით, საპენსიო ფონდის მმართველი საბჭოს წევრებს დანიშნავს პრემირ–მინისტრი, როცა ადრე მოქმედი კანონმდებლობოით,ს საბჭოს წევრებს ირჩევდა პარლამენტი, მიუღებელი და დაუშვებელია პრემიერ–მინისტრის ხელში ძალაუფლების ასეთი კონცენტრაცია. აღნიშნული ცვლილება აჩენს ეჭვს, საბჭო დაკომპლექტდეს მმართველი ძალის ინტერესების გამტარი კადრებით, ეს კი შესაძლებელს გახდის ფონდის ინვესტიციები განხორციელდეს მმართველი ძალის […]