ზურაბიშვილმა დაგროვებითი პენსიის კანონში ცვლილებებს ხელი არ მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებებს ხელი არ მოაწერა. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ სპეციალურ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ “ცვლილება აჩენს რისკს, საბჭო დაკომპლექტდეს მმართველი ძალის ინტერესების გამტარებელი კადრებით, ეს კი შესაძლებელს გახდის, ფონდის ინვესტიციები განხორციელდეს მმართველი ძალის პოლიტიკური გადაწყვეტილებებით სხვადასხვა სამთავრობო, ნაკლებად მომგებიან პროექტებში და არ მოემსახურება მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს”. “საქართველოს პრეზიდენტმა […]
NGO-ები: იუსტიციის საბჭო უბრუნდება 2013 წლამდე არსებულ მდგომარეობას

არასამთავრობო ორგანიზაციები იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მოუწოდებენ დაიცვას კანონის მოთხოვნები თავისი საქმიანობის საჯაროობასთან დაკავშირებით და უზრუნველყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლების დასწრება მონიტორინგის მიზნით. განცხადების ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ მრავალი წინაღობის მიუხედავად არასამთავრობო ორგანიზაციები წლებია, მონიტორინგს უწევენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომათა მიმდინარეობას, თუმცა უკანასკნელ პერიოდში საბჭომ სრულად აღკვეთა აღნიშნული შესაძლებლობა. მათი თქმით, ეს პრობლემა პირველად […]
„მეგობარი აქტის“ შინაარსი უსამართლოა – შალვა პაპუაშვილი

„მეგობარი აქტის“ შინაარსი უსამართლოა, ვითარების სწორ შეფასებას არ ეფუძნება, იმედი მაქვს, საერთო ჯამში, სწორი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ, საერთო ჯამში, სწორი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. „უცხო ქვეყნებს ჰგონიათ, რომ მათ გავლენა უნდა ჰქონდეთ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებებზე, მაგრამ ჩვენ ხომ არ გვაქვს ასეთი დამოკიდებულება. რა თქმა […]
ზაფხულის სეზონზე, საქართველოდან ევროპაში 2383 რეისი შესრულდება – მარიამ ქვრივიშვილი

ზაფხულის სეზონზე, საქართველოში ყველაზე მეტი ფრენა ევროპის მიმართულებით შესრულდება – 2383 რეისი, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილი წერს. „საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში, 2024 წლის ივლის-ოქტომბერში 11,596 რეისის შესრულებაა დაგეგმილა.საიდანაც, ყველაზე დიდი წილი – 21%, ევროპულ მიმართულებებს აქვს. შესაბამისად, ზაფხულის სეზონზე, საქართველოში ყველაზე მეტი ფრენა ევროპის მიმართულებით შესრულდება – 2383 რეისი. […]
მომავალ კვირაში პარლამენტის რიგგარეშე სესია გაიმართება

პარლამენტის რიგგარეშე სესია მომავალ კვირაში, სავარაუდოდ, 18-19 ივლისს გაიმართება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, რიგგარეშე სესიაზე დაგეგმილია გენერალური პროკურორის არჩევა. ამასთან, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტში ამნისტიის პროექტის განხილვა მომდევნო კვირაში დაიწყება და კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებაა დაგეგმილი, ხოლო საშემოდგომო სესიის დროს საბოლოოდ მიიღებენ. „ამნისტიის პროექტი 15 ივლისს, პარლამენტის ბიუროს […]
ნინო ლაცაბიძე – ათასობით რუსთაველის პრობლემა გადაწყვეტილია, რუსთაველები თბილისის მიმართულებით კომფორტული მუნიციპალური ტრანსპორტით იმგზავრებენ

საქართველოს პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით, რუსთავის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარით იზრდება და აღნიშნული თანხით, რუსთავის მერია 70 ერთეული სატრანსპორტო საშუალების შესაძენად, ტენდერს დღეს გამოაცხადებს. ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ნინო ლაცაბიძის განცხადებით, დამატებით 70 ახალი ავტობუსის შეძენით, რუსთაველების ათწლეულების განმავლობაში არსებული პრობლემა მოგვარდება. ტენდერის დასრულების შემდეგ შემოდგომიდან, რუსთავი-თბილისის მიმართულებით, თანამედროვე, ეკოლოგიურად […]
გურამ გურამიშვილი – საქართველომ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ინდექსში პოზიცია გაიუმჯობესა

საქართველოს 2024 წლის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ინდექსში (ICT Development Index (IDI) 2024) მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 4 პოზიციით გაუმჯობესდა და მსოფლიოს 170 ქვეყანას შორის 57 ადგილს იკავებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველომ 87.8 ქულა დააგროვა ინდექსში, რომელსაც გაერო-ს სპეციალიზებული ორგანიზაცია, ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირი (ITU) ყოველწლიურად აქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ 2012 […]
ბრიტანული დაზვერვა – რუსეთის დანაკარგები ომში მაისსა და ივნისში რეკორდულად მაღალი იყო

რუსეთის საშუალო დღიური დანაკარგები – დაღუპულები და დაჭრილები – მაისსა და ივნისში მნიშვნელოვნად გაიზარდა და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის მთელი პერიოდის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ანგარიშშია აღნიშნული. უწყების ცნობით, მაისში ყოველდღიურად რუსეთის 1 262 ჯარისკაცი იღუპებოდა ან იჭრებოდა, ივნისში კი – 1163, რაც რუსეთის არმიის საშუალო დღიური […]
ისრაელის საელჩომ და „სადაგმა“ თბილისის ზღვასთან მდებარე ტერიტორია დაასუფთავა

ისრაელის საელჩომ და „სადაგმა“ თბილისის ზღვასთან მდებარე ტერიტორია დაასუფთავა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის საელჩო ავრცელებს. „დღეს, როდესაც მსოფლიოში არსებული გარემოსდაცვითი პრობლემები სულ უფრო მეტად მოქმედებს ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტზე, „სადაგის“ ინიციატივით ხორციელდება მრავალი აქტივობა, რომლის მიზანია საქართველოს გარემო გახდეს კიდევ უფრო მწვანე და სუფთა. ისრაელის საელჩო მოხარულია, რომ დღეს, „სადაგთან“ ერთად, ამ მნიშვნელოვან საქმეში წვლილი […]
დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებებს პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა

პრეზიდენტმა დაგროვებითი პენსიის კანონში ცვლილებებს ხელი არ მოაწერა. ამის შესახებ ბრიფინგზე მისმა საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა. კანონი პარლამენტს უკან დაუბრუნდა. განხორციელებული ცვლილებებით, საპენსიო ფონდის მმართველი საბჭოს წევრებს დანიშნავს პრემიერმინისტრი მაშინ, როცა ადრე მოქმედი მოდელით ფონდის საინვესტიციო საბჭოს წევრებს ირჩევდა პარლამენტი. როგორც მსხილაძემ თქვა, ამ პროცესის პარლამენტიდან გატანა და პრემიერმინისტრის ხელში “ძალაუფლების ამგვარი კონცენტრაცია”, მიუღებელი […]