გიორგი მსხილაძე – საპენსიო სააგენტოსთან დაკავშირებით ძალაუფლების პრემიერ-მინისტრისთვის გადაცემა დაუშვებელია – შესაძლოა მმართველი საბჭო მმართველი ძალის ინტერესების გამტარებელი კადრებით დაკომპლექტდეს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპენსიო კანონში შესული ცვლილებების პაკეტი პარლამენტს უკან დაუბრუნა. აღნიშნულის შესახებ სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, კანონი პარლამენტს უკან მოტივირებული შენიშვნების გარეშე გაეგზავნება. ასევე, გიორგი მსხილაძის თქმით, აღნიშნული საკითხის პარლამენტის გარეთ გატანა და პრემიერ-მინისტრისთვის ამგვარი ძალაუფლების გადაცემა დაუშვებელია და რისკებს შეიცავს. “საქართველოს პრეზიდენტმა ხელი არ მოწერა დაგროვებითი […]

დიმიტრი ხუნდაძე – ჩვენი პრინციპია, შორი გზიდან მოვუაროთ და შინ მშვიდობით მივიდეთ – არჩევნებია აშშ-შიც და საქართველოშიც და რეალურად, გადატვირთვა სწორედ არჩევნების შემდეგ დაიწყება

ჩვენი პრინციპი არის, რომ შორი გზიდან მოვუაროთ და შინ მშვიდობით მივიდეთ – გრძელი გზა იქნება რამდენიმე თვით დაგრძელებული გზა, რამეთუ არჩევნები არის ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და საქართველოშიც და რეალურად, გადატვირთვა სწორედ არჩევნების შემდეგ დაიწყება, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, რა განცხადებებიც ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგოდ გაკეთდა, […]

ვასო ურუშაძე – „ქართული ოცნების“ დეპუტატები ახალ ავტომობილებს ყიდულობენ იმ ფულით, რომლითაც მაგალითად, შეგვეძლო ბავშვთა უფასო კვების პროგრამა მოგვეგვარებინა – ისინი ფიქრობენ გამდიდრებაზე და საკუთარ კომფორტზე

„ქართული ოცნების“დეპუტატები ახალ ავტომობილებს ყიდულობენ იმ ფულით, რომლითაც მაგალითად, შეგვეძლო ბავშვთა უფასო კვების პროგრამა მოგვეგვარებინა,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა, როდესაც ისაუბრა პარლამენტის მიერ ახალი ავტომობილების შეძენასთან დაკავშირებით. ვასო ურუშაძის თქმით, „ქართული ოცნების“ წევრები საკუთარ კომფორტზე და გამდიდრებაზე ფიქრობენ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ და მათმა პარლამენტარებმა ვერ მოახერხეს და ვერ შექმნეს […]

„ჯივიპიმ“ გახოკიძის ქუჩის წყალმომარაგების სისტემის სრული განახლება დაიწყო

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 2024 წლის საინვესტიციო გეგმის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და მნიშვნელოვანი პროექტი – გახოკიძის ქუჩის წყალმომარაგების სისტემის სრული განახლება დაიწყო. „ჯივიპის“ ინფორმაციით, კომპანია პროექტში 23 მლნ ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს და რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად აახლებს 12 კმ-მდე სიგრძის წყალსადენისა და 5 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალარინების მაგისტრალურ ქსელებს. ასევე, განახლებულ ქსელზე დამონტაჟდება 133 ერთეული […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს ლიუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის (პოლონეთი) საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს ლიუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის (Doctor Honoris Causa) წოდება პოლონური უნივერსიტეტის სენატის გადაწყვეტილებით მიენიჭა. სტუ-ის ინფორმაციით, საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების თაობაზე ოფიციალური ცნობა და დაჯილდოების ცერემონიაზე მიწვევა რექტორმა დავით გურგენიძემ ლიუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორისგან, პროფესორ კშიშტოფ კოვალჩიკისგან მიიღო. როგორც ლიუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის […]

ლევან ბეჟაშვილი – მთავარი წინააღმდეგობა „მეგობარი აქტსა“ და საქართველოს მოსახლეობას შორის ივანიშვილი და რუსული ოცნებაა, რომელიც არჩევნებზე უნდა მოვიშოროთ

მთავარი წინააღმდეგობა „მეგობარი აქტსა“ და საქართველოს მოსახლეობას შორის ივანიშვილი და რუსული ოცნებაა, რომელიც არჩევნებზე უნდა მოვიშოროთ, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა „მეგობარი აქტის“ მიღებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, „ერთიანობის აქტში“ მოცემული გარანტიები საქართველოსთვის არის ის, რასაც ქვეყანა უახლოესი ისტორიის განმავლობაში ესწრაფოდა. „მეგობრობის აქტში“ საუბარია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე, უვიზო მიმოსვლაზე, […]

“ბაიერნი” მამარდაშვილს არ ეშვება – მიუნხენელების მიერ შეთავაზებული სცენარი ქართველ მეკარეს არ აწყობს

elnacional-ის ცნობით, რამდენიმე მსოფლიო გრანდი “ვალენსიას” ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შეძენას ცდილობს, ყველაზე მეტად აქტიურობას კი მიუნხენის “ბაიერნი” იჩენს. “რეკორდმაისტერის” მოქმედი კიპერი მანუელ ნოიერი უკვე 38 წლისაა და მაღალ დონეზე ასპარეზობას, სავარაუდოდ, 1-2 სეზონი შეძლებს, რის შემდეგაც მისი ჩანაცვლება გახდება საჭირო. “ალიანს არენაზე” სურვილი აქვთ, რომ ახლა ქართველი მეკარე დაიმატონ, მან ამ პერიოდში მხოლოდ თასზე […]

ერდოანი ამბობს, რომ თურქეთი არ ემხრობა ისრაელთან ნატოს თანამშრომლობას

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 12 ივლისს განაცხადა, რომ შეუძლებელია ნატოს პარტნიორობის გაგრძელება ისრაელის ადმინისტრაციასთან. Reuters-ს მოჰყავს ერდოანის სიტყვები: “სანამ პალესტინაში არ დამყარდება ყოვლისმომცველი და მტკიცე მშვიდობა, ნატოს ჩარჩოებში ისრაელთან თანამშრომლობას თურქეთი არ მიემხრობა” – განაცხადა ერდოანმა ნატოს სამიტის დროს პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, თურქეთი აგრძელებს დიპლომატიურ მუშაობას, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებისკენ არის მიმართული. ერდოანმა ასევე […]

დასავლეთმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა წინასაარჩევნოდ. მებრძოლი ჯარისთვის ფულის წართმევამ და ენჯეოებისთვის გადაცემამ, ოპოზიციის მიმართ ხალხში აგრესია გაზარდა

დასავლეთმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა წინასაარჩევნოდ. მებრძოლი ჯარისთვის ფულის წართმევამ და ენჯეოებისთვის გადაცემამ, ოპოზიციის მიმართ ხალხში აგრესია გაზარდა „ჯარისკაცები და მათი ოჯახები ამომრჩევლები არიან და არა მგონია ეს დამცირება ვინმეს აპატიონ, თუნდაც ავღანეთში და სხვა მისიებში დაღუპული ბიჭების ხსოვნისთვის. თუ ვინმემ დაიმსახურა დაფინანსება და პატივისცემა, მათ შორის, უპირველესად პატარა ქვეყნის გულადმა ჯარმა, რომელმაც არც შიში იცის […]

გადატვირთვა ნიშნავს ორივე მხრიდან ნაბიჯების გადადგმას პარტნიორობასთან დაკავშირებით – ჩვენი მხრიდან ეს ნაბიჯები გადადგმულია, იქითა მხრიდან – დასავლეთიდან კი, მუქარები ისმის

გადატვირთვა ნიშნავს ორივე მხრიდან ნაბიჯების გადადგმას პარტნიორობასთან დაკავშირებით – ჩვენი მხრიდან ეს ნაბიჯები გადადგმულია, იქითა მხრიდან – დასავლეთიდან კი, მუქარები ისმის „ჩვენ გვახსოვს ყველაზე ხშირად გამოყენებადი სიტყვები – „აღშფოთებულები“ და „შეშფოთებულები“. ახლა კი ახალი სიტყვაა – „გადატვირთვა“. – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განახადა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თბილისში ვიზიტის […]