თბილისის ბიუჯეტი 48 მილიონი ლარით გაიზარდა და 2 მილიარდ 58335 ათასი ლარი გახდა

თბილისის ბიუჯეტი 48 მილიონი ლარით გაიზარდა და 2 მილიარდ 58335 ათასი ლარი შეადგინა. თბილისის საკრებულოს წევრებმა დედაქალაქის ბიუჯეტის ცვლილებას მხარი დაუჭირეს. საკითხი სხდომაზე საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, გაზრდილი ბიუჯეტი, მუნიციპალიტეტებზე გადანაწილდება და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოხმარდება. „48 მილიონი ლარით გაიზარდა თბილისის ბიუჯეტი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, რომ […]
გაასწორეთ კომპასი, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპული გზაც კი გამოგრჩებათ – აუსტრევიჩუსი “ოცნებას”

ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტრევიჩუსი NATO-ს შემაჯამებელ კომუნიკეს ეხმაურება, რომელიც 75-ე საიუბილეო სამიტის ფარგლებში მიიღეს, სადაც საქართველო მხოლოდ ერთხელ, მოლდოვისა და უკრაინის კონტექსტშია ნახსენები. აუსტრევიჩუსის შეფასებით, 2008 წლის შემდეგ პირველად გაქრა მინიშნება NATO-ში საქართველოს გაწევრიანების შესახებ. 2008 წლის შემდეგ პირველად გაქრა მინიშნება საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ. ეს ემთხვევა ქვეყნის მმართველი პარტიის დაპირებას, რომ დაამარცხა “ლიბერალური ფაიზმი”. მოვუწოდებ […]
რა იქნება პრიზი პასუხის საუკეთესო ვერსიისთვის? – 6,7 მილიონი გარემოსთვის, ოპოზიციისთვის, თუ მეტროში სიარულისთვის?

პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ პარლამენტის ავტოპარკის გაახლება აუცილებელია, რადგან უკვე არსებული ავტომობილები მოძველდა და შესაბამისად, უფრო ხარჯიანია. ამასთან, პაპუაშვილი ირწმუნება, რომ გარემოზე ზრუნავს და ამიტომ ახალი ავტომობილები ჰიბრიდული იქნება. ეს მანქანები, ავტოპარკის უმეტესობა დღეს არის ათ წელზე მეტის, 300 ათასი აქვს საშუალო გარბენი ყველას, ხარეჯი არის დიდი, ამიტომ პარლამენტმა გადაწყვიტეთ, რომ ჩავანაცვლოთ ამორტიზირებული მანქანები ჰიბრიდული […]
ორბანი ტრამპს ფლორიდაში შეხვდა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ფლორიდაში შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს და რესპუბლიკელების ახლანდელ სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატს დონალდ ტრამპს შეხვდა. ივლისის დასაწყისში ორბანი „სამშვიდობო მისიით“ კიევსა და მოსკოვში, შემდეგ კი ჩინეთში ჩავიდა. შეხვედრა ტრამპის რეზიდენცია მარ-ა-ლაგოში შედგა. ეს ცნობა ორბანმა 12 ივლისს გაავრცელა სოციალური ქსელით X. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანახმად, განიხილეს მშვიდობის მიღწევის გზები და შესაძლებობები. ტრამპმა თავის […]
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური – საზოგადოებას მოვუწოდებთ, გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე უცხო ნომრებიდან განხორციელებულ ზარებსა და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებთან მიმართებით

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური საზოგადოებას უცხო ნომრებიდან განხორციელებულ ზარებსა და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებთან დაკავშირებით განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდებს და რეკომენდაციებს გასცემს. „გვსურს საზოგადოებას მოვუწოდოთ გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე უცხო ნომრებიდან განხორციელებულ ზარებსა და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებთან მიმართებით. რამდენადაც აღნიშნულ შეტყობინებებსა და ზარებზე რეაგირება შესაძლოა საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს თქვენი პერსონალური მონაცემებისთვის, გიზიარებთ რამდენიმე რეკომენდაციას: 1.შემომავალ […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7274 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7274 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7274 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7233 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0041 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9696 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9540 ლარს შეადგენდა. […]
ქუთაისში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება

ქუთაისში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ერთდროულად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის, რეკრეაციული ზონებისა და საყრდენი კედლების მოწესრიგება, რეაბილიტაცია უტარდება სპორტულ სკოლებს. როგორც მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქუთაისში, ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მიმდინარე წელს, პირველ ეტაპზე, 14 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. ეს მაჩვენებელი შესაძლოა, წლის ბოლომდე 20 მილიონამდე გაიზარდოს. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ხახალეიშვილი რამდენიმე […]
ავსტრალია უკრაინას $250 მილიონით, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის რაკეტებით დაეხმარება

ავსტრალია უკრაინას სამხედრო დახმარების ფარგლებში საჰაერო თავდაცვის რაკეტებს გადასცემს, რაც ქვეყნის ფედერალური მთავრობის თქმით, უკრაინისთვის დღემდე გაწეული ყველაზე დიდი ზომის დახმარების პაკეტი იქნება. ვაშინგტონში NATO-ს სამიტის ფარგლებში ავსტრალიის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინას დამატებით $250 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუგზავნის, რითაც ავსტრალიის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარება ჯამში $1.1 მილიარდი გახდება. ეს პაკეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების […]
ყავის საერთაშორისო ბრენდი Mikel Coffee უკვე საქართველოშია

ყავის საერთაშორისო ბრენდი Mikel Coffee საქართველოს ბაზარზე შემოვიდა. ბრენდის პირველი ობიექტი თბილისში, ჭავჭავაძის 26 ნომერში გაიხსნა. Mikel Coffee 2008 წელს საბერძნეთში დაარსებული ყავის მაღაზიათა ქსელია, რომელიც დღეს მსოფლიოს 20 ქვეყანაში 400-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი. “ამ საერთაშორისო ბრენდის საქართველოში შემოყვანის ინიციატივა ჩვენგან წამოვიდა და საბედნიეროდ, არსებული პირადი კავშირების გამოყენებით, შევძელით ბერძენი პარტნიორების დაინტერესება. ამას ხელი შეუწყო […]
რაც მათ ერთმანეთს აკადრეს, ერთმანეთს აგინეს, ამის შემდეგ ერთად რომ დადგები და ამომრჩეველს ეტყვი – ჩვენ გუნდი ვართ და კოალიციურად მოვდივართ მთავრობაში, ვინ დაგიჯერებს?

რაც მათ ერთმანეთს აკადრეს, ერთმანეთს აგინეს, ამის შემდეგ ერთად რომ დადგები და ამომრჩეველს ეტყვი – ჩვენ გუნდი ვართ და კოალიციურად მოვდივართ მთავრობაში, ვინ დაგიჯერებს? ირაკლი ზარქუა მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიების გაერთიანების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას აფასებს. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მიადგილე მიიჩნევს, რომ გაერთიანება „ლელოსა“ და „საქართველოსთვის“ უცხოელმა „პატრონებმა“ დაავალეს. […]