თავდაცვის მინისტრი ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მას სომხეთის თავდაცვის მინისტრი, სურენ პაპიკიანი მასპინძლობს. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, კოლეგებმა საქართველოსა და სომხეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები ორმხრივ შეხვედრაზე განიხილეს. მათივე ცნობით, მინისტრებმა მეზობელ ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობის, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის […]

სოფელ ბიისში „საზაფხულო ტურისტულ – გამაჯანსაღებელი ბანაკი 2024“გაიხსნა

სოფელ ბიისში „საზაფხულო ტურისტულ – გამაჯანსაღებელი ბანაკი 2024“გაიხსნა – ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ბანაკში პირველ ნაკადზე 70 ბავშვი გაემგზავრა. „მოზარდები ბიისში გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თამარ მურალოვამ გააცილეს. წელს ბანაკი ტანას ხეობაში გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით 14-დან 18 წლის ჩათვლით 420 ახალგაზრდას უმასპინძლებს. პროექტის ფარგლებში […]

მეუფე შიო – იქნება სიმდაბლე – იქნება სიყვარული და სიხარული დედამიწაზე

ვევედროთ უფალს, რომ მოგვანიჭოს ქრისტესადმი სიყვარული და ძალა სიმდაბლის ღვაწლისთვის. იქნება სიმდაბლე – იქნება სიყვარულიც და იქნება სიხარული დედამიწაზე… წმინდათა მოციქულთა თავთა პეტრეს და პავლეს ლოცვით, უფალმა მოგვცეს ძალა, რომ ვიღვაწოთ სიყვარულისა და სიმდაბლის მოსახვეჭად , – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) პეტრე-პავლობისდღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა. მიტროპოლიტის თქმით, იმისთვის, რომ […]

გიორგი ტყემალაძე – განვლილმა დღეებმა ყველას იმედი ჩაგვისახა, რომ ქართულ ფეხბურთს არა მხოლოდ საამაყო წარსული, არამედ დიდი მომავალიც აქვს

განვლილმა დღეებმა ყველას იმედი ჩაგვისახა, რომ ქართულ ფეხბურთს არა მხოლოდ საამაყო წარსული, არამედ დიდი მომავალიც აქვს, – ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წარმატებული ასპარეზობის შესახებ განაცხადა. გიორგი ტყემალაძემ ქართველ ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრების პირველი ასპარეზობა ევროპის ჩემპიონატზე გამორჩეული და დაუვიწყარი იყო. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ქართული ფეხბურთის […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ჩვენი აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. „ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ივლისს, 09:00 საათიდან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთში სტალინის, კოსტავას, შამანაურის, არაგვისპირელის და მიმდებარე ქუჩებზე; 15 ივლისს 12:00 საათიდან 16:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ჩანადირთკარი, საკრამული, მლაშე, ნაგლიანთკარი, ბაზალეთი და […]

სახალხო დამცველმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში შეხვედრები გამართა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ჩავიდა და იორმუღანლოს თემის ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფლების: ლამბალოსა და მუღანლოს მოსახლეობას შეხვდა – ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ომბუდსმენთან გამართულ შეხვედრაზე მოქალაქეებმა იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან. „სახალხო დამცველთან საუბარში მოსახლეობამ ძირითად პრობლემებზე ისაუბრა, რომელთა შორის ცალკე უნდა აღინიშნოს […]

რუსეთის როსტოვის ოლქის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გადადგა

რუსეთის როსტოვის ოლქის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გადადგა მძევლების აყვანის ინციდენტის შემდეგ. რუსეთის სამხრეთ-დასავლეთის როსტოვის ოლქის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის (FSIN) ხელმძღვანელმა, დმიტრი ბერზრუკიხმა და მისმა მოადგილემ, თანამდებობები დატოვეს, რეგიონის დედაქალაქ დონის როსტოვის დაკავების პირველი ცენტრში მძევლების აყვანის ინციდენტის შემდეგ, რომელიც გასულ თვეში მოხდა. სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა 12 ივლისს განაცხადა, რომ შიდა გამოძიების შემდეგ, FSIN-ის […]

“მე-12 დღეა და უკვე დიდი ზიანი მოგვიტანა” – გერმანია ევროკავშირის საბჭოში უნგრეთის თავმჯდომარეობაზე

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ევროკავშირის საბჭოში უნგრეთის თავმჯდომარეობამ უკვე დიდი ზიანი გამოიწვია. უნგრეთი 1 ივლისს როტაციული პრინციპით გახდა თავმჯდომარე ქვეყანა მომდევნო 6 თვის განმავლობაში. უნგრეთის ულტრამემარჯვენე პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბოლო დღეებში რუსეთსა და ჩინეთში ევროკავშირის კოლეგების მხარდაჭერის გარეშე მოგზაურობით დაპირისპირება გამოიწვია. გუშინ, 11 ივლისს, ორბანი ფლორიდაში აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ, დონალდ ტრამპსაც შეხვდა. გერმანიის სამინისტროს […]

ანაკლია-განმუხურში საზღვაო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

ანაკლია-განმუხურის საზღვაო სეზონი გაიხსნა. სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, ანაკლიაში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ღონისძიებაზე, მინი-ფეხბურთი, ქუჩის კალათბურთი, ჭიდაობა, მკლავჭიდი, მაგიდის ჩოგბურთი, ქვიშის ფრენბურთი ფერების ფესტივალი და დრამერების მსვლელობა გაიმართა. „სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულებს აკვაპარკმა „ანაკლიამ“ უფასო აბონემენტი გადასცა. ღონისძიებების მიმდინარეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია მოადგილეებთან, საქართველოს პარლამენტის […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7274 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7274 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7274 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7233 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0041 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9696 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9540 ლარს შეადგენდა. […]