როცა ქვეყნის თავდაცვას ართმევენ ფულს და პრაქტიკულად გადაამისამართებენ თავდასხმაზე [არასამთავრობო სექტორზე], პარტნიორების მხრიდან არ არის სწორი საქციელი, მაგრამ ეს რეალობაა

როცა ქვეყნის თავდაცვას ართმევენ ფულს და პრაქტიკულად გადაამისამართებენ თავდასხმაზე [არასამთავრობო სექტორზე], პარტნიორების მხრიდან არ არის სწორი საქციელი, მაგრამ ეს რეალობაა „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე დასავლეთის მხრიდან საქართველოსთვის დაფინანსების თემით შანტაჟს გამოეხმაურა და ჟურნალისტებთან საუბრისას პარტნიორების ქმედება გააკრიტიკა. როგორც ხუნდაძემ განაცხადა, როცა პარტნიორი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის განკუთვნილი დახმარება ხმარდება ქვეყნის საწინააღმდეგო კამპანიას, ეს მიუღებელი […]

მილანის მალპენსას აეროპორტს სილვიო ბერლუსკონის სახელი ეწოდა

მილანის შემოგარენში მდებარე მალპენსას აეროპორტს იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრის და საფეხბურთო კლუბ მილანის ყოფილი მფლობელის სილვიო ბერლუსკონის სახელი ეწოდა. შესაბამისი გადაწყვეტილება იტალიის ტრანსპორტის სამინისტრომ მიიღო. იტალიის ტრანსპორტის მინისტრის, მატეო სალვინის თქმით, შესაბამისი თხოვნით უწყებას ლომბარდიის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაახლოებით ერთი წლის წინ მიმართეს, გადაწყვეტილება კი ეროვნული სამოქალაქო ავიაციის დირექტორთა საბჭომ გასულ კვირაში მიიღო. აეროპორტისთვის ბერლუსკონის სახელის […]

ქობულეთი ზაფხულის ფესტივალს უმასპინძლებს

ბათუმის შემდეგ ზაფხულის ფესტივალს უკვე ქობულეთი უმასპინძლებს. 19 ივლისს, ყველაზე ფერადი და საინტერესო ფესტივალი საზაფხულო დეკორაციებით გაფორმებულ ქობულეთის ცენტრალურ პარკში გაიმართება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ფესტივალის მუსიკალური პროგრამა საღამოს 6 საათზე ადგილობრივი ბენდების კონცერტით გაიხსნება. ფესტივალის მთავარი შემსრულებელი იქნება ბენდი „მგზავრები“, რომელიც ყველასათვის საყვარელ ჰიტებს შეასრულებს. ფესტივალის ფარგლებში პარკშივე იფუნქციონირებს ღია კაფე-ბარები, სადაც […]

გალუზინი: სომხეთში EU-ს მისიაში კანადის ჩართულობა რეგიონში NATO-ს მცოცავ შეჭრაზე მიუთითებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის თქმით, რუსეთი სომხეთში ევროკავშირის მისიის საქმიანობას უარყოფითად აფასებს. ის ასევე ამტკიცებს, რომ EU-ს მისიაში კანადის წარმომადგენელთა მონაწილეობა “სამხრეთ კავკასიაში NATO-ს მცოცავ შეჭრაზე” მიუთითებს. “სომხეთში ევროკავშირის მისიის საქმიანობას უარყოფითად ვაფასებთ, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია. […] გარდა ამისა, როგორც ცნობილია, ამ წლის აპრილში მისიის შემადგენლობაში კანადელი წარმომადგენლები გამოჩნდნენ, რაც, დე ფაქტო, […]

L’Equipe: მიქაუტაძემ “მონაკოში” გადასვლა ამ ორი მიზეზის გამო გადაწყვიტა

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L’Equipe იმ ორ მიზეზზე წერს, რის გამოც საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ “მონაკოში” გადასვლა გადაწყვიტა. პირველი ისაა, რომ ჩვენებურს საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონთა თამაშის სტილი ძალიან მოსწონს და თავისთან შესაბამისობაში მიიჩნევს. მეორე მიზეზი კი ისაა, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს, თანაც საფრანგეთიდან წასვლა არ მოუწევს, რაც ძალიან ხიბლავს. მიქაუტაძის “მეციდან” “მონაკოში” ტრანსფერის გაოფიციალურება უახლოეს […]

თბილისის ბიუჯეტი 48 მილიონი ლარით გაიზარდა და 2 მილიარდ 58335 ათასი ლარი შეადგინა

თბილისის ბიუჯეტი 48 მილიონი ლარით გაიზარდა და 2 მილიარდ 58335 ათასი ლარი შეადგინა. თბილისის საკრებულოს წევრებმა დედაქალაქის ბიუჯეტის ცვლილებას მხარი დაუჭირეს. საკითხი სხდომაზე საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, გაზრდილი ბიუჯეტი, მუნიციპალიტეტებზე გადანაწილდება და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოხმარდება. “48 მილიონი ლარით გაიზარდა თბილისის ბიუჯეტი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, რომ კიდევ […]

ნავთობპროდუქტების იმპორტი საქართველოში 379 მლნ დოლარამდე გაიზარდა – Galt&Taggart

რაც შეეხება გლობალურ ბაზრებს, 2024 წლის ივნისში ნავთობის ფასი თვიურად 5.9%-ით გაიზარდა. „ზრდის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის ალბათობა იყო. ისრაელის განცხადებით, რაფაჰის სახმელეთო ოპერაცია დასასრულს უახლოვდება. კონფლიქტის დაწყებიდან, ისრაელისა და ჰესბოლას მებრძოლები ყოველდღიურად ახორციელებენ ერთმანეთის საპასუხო დარტყმებს, თუმცა სრულმასშტაბიანი ომი ესკალაციის ახალი ეტაპი იქნება. ამ ეტაპზე, ნავთობის ფასებზე ეფექტი ლიმიტირებულია, ვინაიდან არც […]

დასახული გვაქვს, რომ პატიმრების რაოდენობა 1/3-ით შემცირდეს – შალვა პაპუაშვილი

ჩვენ გარკვეულწილად შიდა მიზანიც დასახული გვაქვს, რათა საბოლოო ჯამში, პენიტენციურ სისტემაში მყოფი პირების რაოდენობა 1/3-ით შემცირდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დაახლოებით 10%-მდე პატიმარს შეეხება დაუყოვნებლივ გათავისუფლება, საერთო ჯამში კი, სხვადასხვა სახით პატიმართა 1/3-ს. „შინაარსობრივად, ეს არის საკმაოდ დაბალანსებული ამნისტიის აქტი, რომელიც ერთი მხრივ, არის მცდელობა იმის, რომ განაცხადი, […]

“6,7 მილიონი ოპოზიციისთვის” – ვინ არ ჩაუშვა ზარქუა მეტროში?

საქართველოს პარლამენტი 6.7 მილიონ ლარად 60 ახალი ავტომობილის ყიდვას გეგმავს – შესაბამისი ტენდერი პარლამენტის აპარატმა დღეს გამოაცხადა. განაცხადის თანახმად, ერთი ავტომობილის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 111,870 ლარი იქნება. “ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი ზარქუა ამბობს: ხომ აპირებს მოსვლას მთავრობაში ოპოზიცია, აი, მათთვის გავაკეთეთ. შემდეგი მოწვევისთვის ხდება ეს ყველაფერი და ნუ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში. თუ გაქვთ შნო და […]

წელს ჩინეთიდან რეკორდული ღირებულების ავტომობილები და სპეცტექნიკა შემოვიდა

ბოლო წლებში, ჩინეთიდან სხვადასხვა სახის და დანიშნულების ავტომობილების იმპორტი იზრდება. ეს ერთი მხრივ, ჩინური ავტომწარმოებელი კომპანიების მიერ წარმოების ხარისხის დახვეწას, ხოლო მეორე მხრივ, ბევრი ტრადიციული ავტომწარმოებლის მიერ ქარხნების ჩინეთში გადატანას უკავშირდება. გასული წელი ჩინეთიდან მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების და სპეცტექნიკის იმპორტის კუთხით რეკორდული იყო, მაგრამ 2024 წლის იანვარ-მაისის სტატისტიკაზე დაკვირვება გვიჩვენებს, რომ წელს, შესაძლოა, მორიგი […]