“არ მაინტერესებს!” – ოლმომ მოახლოებული ფინალის წინ ევრო 2024-ზე შესაძლო ბომბარდირობაზე ისაუბრა

ეპანეთის ნაკრების შემტევმა დანი ოლმომ ევრო 2024-ზე მოახლოებული ფინალის წინ Uefa-ს ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა. “ლაიფციგის” 26 წლის ფეხბურთელმა შესაძლო ბომბარდირობაზე ისაუბრა. მოგეხსენებათ, გუშინ ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ წესი შეცვალა და ახლა ოლმოს ერთი გოლი ესაჭიროება, რათა ერთპიროვნულად მოიპოვოს “ოქროს ბუცი”. “უნიკალური სტილი გვაქვს, ყველაფერი კარგად მიდის და ჩვენი ძლიერი მხარეც ესაა. ჩვენი ზოგადი ფილოსოფია […]
რუსების თავდასხმის შედეგად დონეცკის ოლქში 6 ადამიანი დაიღუპა

რუსების თავდასხმის შედეგად დონეცკის ოლქში 6 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს. დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში რუსების თავდასხმების შედეგად ოლქში 22 ადამიანი დაშავდა. ამასთან, უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 13 ივლისის ღამეს რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 5 დრონი გაუშვეს, რომელთაგან უკრაინელებმა 4 ჩამოაგდეს, ხოლო 1 დრონი […]
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ ქრისტიანებს სვეტიცხოვლობას ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ ქრისტიანებს სვეტიცხოვლობას ულოცავს. „დღეს სვეტიცხოვლობაა 13 ივლისს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია და მართლმადიდებელი მრევლი „წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას”, 12 მოციქულის ხსენებას, სვეტიცხოვლობას დღესასწაულობს. თითოეული მოციქულის ღვაწლს ეკლესია საგანგებოდ, მათთვის დაწესებულ დღეს აღნიშნავს, ხოლო პეტრე-პავლობის მომდევნო დღეს ყველა მათგანი ერთად იხსენიება. ეს დღე სვეტიცხოვლის ტაძრის დღესასწაულია, რომელიც ქრისტეს […]
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს „წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას“ – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. კრება წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა ათორმეტ მოციქულთა უძველესი დღესასწაულია. ეკლესიას ჭეშმარიტების ამ ქადაგთაგან თითოეულის ღვაწლის მოსაგონებლად საგანგებო დღე აქვს დაწესებული, მაგრამ პეტრეპავლობის მომდევნო დღეს ყველა მათგანს ერთად იხსენიებს. ცნობები ამ დღესასწაულის აღნიშვნის შესახებ IV საუკუნიდან მოგვეპოვება. სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ – 14 ოქტომბერსა […]
საქართველოში თითქმის ყოველი მე-5 ადამიანი ღარიბია

საქართველოში თითქმის ყოველი მე-5 ადამიანი ღარიბია. 2024 წლის ივნისის მონაცემებით, ქვეყანაში საარსებო შემწეობას 672 909 ადამიანი იღებს, მოსახლეობის რაოდენობა 3 694 608-ს შეადგენს. სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლო, 2024 წლის ივნისის მონაცემებით, საარსებო შემწობის მიმღები, სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირთა რაოდენობა 672 909-ს შეადგენს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 18.2 პროცენტს შეადგენს. აქედან 450 032 ადამიანი მხოლოდ საარსებო […]
ნიგერიაში სკოლის შენობის ჩამონგრევის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა

ნიგერიაში სკოლის შენობის ჩამონგრევის შედეგად, 22 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ორსართულიანი სკოლის შენობა ნიგერიის ცენტრალურ ნაწილში, პლატოს შტატში ჩამოინგრა. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ნანგრევებში 154 ადამიანი მოყვა, აქედან 22 დაიღუპა. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ნიგერიის საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამუშაოები დასრულდა.
ილონ მასკმა თანხა შესწირა პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც დონალდ ტრამპის გამარჯვებაზე მუშაობს – „ბლუმბერგი“

„ტესლას“ დამფუძნებელმა და სოციალურ ქსელ X-ის მფლობელმა, მილიარდერმა ილონ მასკმა თანხა შესწირა პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც დონალდ ტრამპის გამარჯვებაზე მუშაობს, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს. სტატიაში არ არის მითითებული, რა თანხა შესწირა მასკმა, თუმცა, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, „ბლუმბერგი“ წერს, რომ ეს სოლიდური თანხაა. მანამდე, მასკმა განაცხადა, რომ პრეზიდენტობის არცერთ კანდიდატს არ მისცემდა თანხას. ამასთან, როგორც „ბლუმბერგი“ […]
„გლობალურად ოქრო $80-90-ით გაძვირდა, ქართულ რეალობაში ამას გამყარებული ლარი აბალანსებს“

ოქროს ფასი იზრდება, დაახლოებით, ბოლო 3-4 დღეში, 1 უნციაზე 80-90 დოლარით მოიმატა, თუმცა საქართველოს რეალობაში ამას აბალანსებს გამყარებული ლარი, – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ოქროს საერთაშორისო ფასების ზრდის საკითხზე საუბრისას, „ზარაფხანას” აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე სამხარაძემ განუცხადა. მისივე განმარტებით, საქართველოზე მოქმედებს როგორც ოქროს გლობალური ფასები, ისე სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან ლარის გაცვლითი კურსი. „ლარის გამყარებამ დოლართან მიმართებით იმოქმედა […]
ეზრა ზეია – აშშ მხარს არ უჭერს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, თუმცა ჩვენი პარტნიორებისგან ნამდვილი, კონკურენტული პოლიტიკური პროცესის უზრუნველყოფას მოველით

აშშ მხარს არ უჭერს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას – გადაწყვეტილება ქართველ ხალხზეა დამოკიდებული, ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ უფლებას აირჩიონ თავისი წარმომადგენლები თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში, ძალადობის ან დაშინების მუქარის გარეშე, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეზრა ზეიამ მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, პარტნიორებისგან მოელიან კონკურენტული პოლიტიკური პროცესის უზრუნველყოფას. „32 წელზე მეტია აშშ საქართველოს უდიდესი მხარდამჭერი […]
ეზრა ზეია – აშშ სერიოზულად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით და მმართველ პარტიაში ზოგიერთის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციით – ეს მხოლოდ ჩვენი მოწინააღმდეგეების ინტერესებს ემსახურება

აშშ სერიოზულად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით და მმართველ პარტიაში ზოგიერთის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეზრა ზეიამ მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, მმართველი პარტიის ლიდერების მიერ, დიდი ხნის ერთგული პარტნიორების, მათ შორის აშშ-ის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელება მხოლოდ მოწინააღმდეგეების ინტერესებს ემსახურება. “აქ გადამწყვეტ მომენტში, საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიისთვისა და საქართველო-აშშ-ის 32 წლის […]