თინა ბოკუჩავა – მნიშვნელოვანია, მივიდეთ თითოეულ მოქალაქესთან, რათა ერთიანი ძალისხმევით შევცვალოთ ივანიშვილის ხელისუფლება და ქვეყანა დავაბრუნოთ დემოკრატიული და ევროპული განვითარების გზაზე

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ერთიანობის“ სახელით მივიდეთ საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან, საქართველოს თითოეულ რეგიონში, თითოეულ ქალაქში, რათა ერთიანი ძალისხმევით ჩვენი ქვეყნისთვის მოვიტანოთ უმნიშვნელოვანესი ცვლილებები, შევცვალოთ ივანიშვილის ხელისუფლება და ქვეყანა დავაბრუნოთ დემოკრატიული და ევროპული განვითარების გზაზე, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, პარტიის რეგიონულ მდივანთან გიორგი ბოტკოველთან და […]

რუსეთის როსტოვის ოლქში, დრონით თავდასხმის შედეგად ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა

რუსეთის როსტოვის ოლქში, დრონით თავდასხმის შედეგად ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა, – ამის შესახებ ინფორმაციას როსტოვის ოლქის გუბერნატორი, ვასილი გოლუბევი ავრცელებს. „დაახლოებით, 04:00 საათზე, უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმის შედეგად ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა“, – წერს ვასილი გოლუბევი „ტელეგრამის“ არხზე. გუბერნატორმა აღნიშნა, რომ თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე იმსჯელეს. „აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში. საუბარი შეეხო რეგიონის უსაფრთხოებისა და ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს. ხაზი გაესვა […]

საქართველო იმ 99 ქვეყანას შორისაა, რომელმაც „უკრაინის ბირთვული ობიექტების ტექნიკური და ფიზიკური უსაფრთხოების შესახებ“ გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას მხარი დაუჭირა

საქართველო იმ 99 ქვეყანას შორისაა, რომელმაც „უკრაინის ბირთვული ობიექტების ტექნიკური და ფიზიკური უსაფრთხოების შესახებ“ გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას მხარი დაუჭირა საქართველო იმ 99 ქვეყანას შორისაა, რომელმაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას „უკრაინის ბირთვული ობიექტების ტექნიკური და ფიზიკური უსაფრთხოების შესახებ“ მხარი დაუჭირა. რეზოლუციაში ასევე გამოთქმულია მოწოდება რუსეთის მიმართ, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები უკრაინიდან და გაათავისუფლოს ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგური. […]

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 4,7 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი ქალაქი ვანია, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. დამატებითი ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ გავრცელებულა.

ხვალ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ფინალი გაიმართება

საფეხბურთო ზეიმი დასასრულს უახლოვდება. ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე, მხოლოდ ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი დარჩა, რომელიც 14 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე ინგლისისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის გაიმართება. გადამწყვეტი მატჩი ბერლინში, ოლიმპიაშტედიუმზე ჩატარდება. წელს ტურნირს მხოლოდ ერთი დებიუტანტი, საქართველოს ნაკრები ჰყავდა, რომელმაც პორტუგალიის ნაკრებთან მოგების გარდა, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპიც დაძლია, სადაც მთავარმა ფავორიტმა და უკვე […]

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა – ნახეთ განახლებული კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7274 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მოქმედებდა, 2.7233 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0041 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9696 ლარია. მაშინ, როცა მოქმედი კურსი 2.9540 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0156 ლარი შეადგინა.

13 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი სხვა ადამიანების საქმეებში ზედმეტად ნუ ჩაერევით. მოემზადეთ იმისთვის, რომ სანაცვლოდ ვინმე შეიძლება დაინტერესდეს თქვენით იმავე გზით და დაიწყოს თქვენს ცხოვრებაში შემოჭრა. კურო დღეს მნიშვნელოვანია ფულის მაქსიმალურად ფრთხილად მართვა: საბედნიეროდ, ფინანსური კატასტროფები არ არის გათვალისწინებული, მაგრამ ამავე დროს მაინც მიზანშეწონილია ჩართოთ გონივრული დაზოგვის რეჟიმი და არ დახარჯოთ თანხა არასაჭირო ნივთებზე. ტყუპები ეცადეთ, დღეს არ გამოირჩეოდეთ […]

დონეცკის ოლქში რუსეთის თავდასხმებს 6 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 22

დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 12 ივლისს რუსულ სარაკეტო თავდასხმებს დონეცკის ოლქის ქალაქებში, მირნოგრადსა და კოსტიანტინივკაში, 6 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 22. მირნოგრადში, რუსეთის მიერ კონტროლირებადი ქალაქი დონეცკიდან ჩრდილო-დასავლეთით მდებარე დასახლებაში, რუსული რაკეტა ადმინისტრაციულ შენობასთან და ავტობუსის გაჩერებასთან ჩამოვარდა. ბახმუტის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ კოსტიანტინივკაში რუსული რაკეტა საწარმოს მოხვდა. რუსული ძალები თავს დაესხნენ ქალაქ ლიმანსაც, სადაც 7 […]

რას ნიშნავს იამალის “304” აღნიშვნა, ბუცებზე დატანილი ისტორია და მესისთან ბავშვობის ფოტოს ამბავი – უცნობი და საინტერესო ფაქტები იამალზე, რომელიც დღეს 17 წლის გახდა

რას ნიშნავს იამალის “304” აღნიშვნა, ბუცებზე დატანილი ისტორია და მესისთან ბავშვობის ფოტოს ამბავი – უცნობი და საინტერესო ფაქტები იამალზე, რომელიც დღეს 17 წლის გახდა “ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების ამომავალი ვარსკვლავი ლამინ იამალი დღეს, 13 ივლისს, 17 წლის გახდა, მაგრამ “ფურია როხას” შემადგენლობაში მას შესაძლოა საერთოდ არ ეთამაშა და ამაში გასაკვირი არაფერი იქნებოდა. ფეხბურთელი ესპანეთში დაიბადა, […]