ავსტრალიის პრემიერი – რუსეთმა სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევა უნდა შეწყვიტოს

რუსეთმა სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევა უნდა შეწყვიტოს, – ამის შესახებ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანესმა განაცხადა. „რუსეთს შეუძლია ეს გზავნილი მიიღოს: უკან დაიხიეთ. რუსეთი აქაც და მთელ მსოფლიოში ჯაშუშობითაა დაკავებული“, – განაცხადა ენტონი ალბანესმა. ცნობისთვის, გუშინ, ავსტრალიის ფედერალურმა პოლიციამ ავსტრალიის მოქალაქეობის მქონე წყვილი დააკავა, რომლებიც ავსტრალიის ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მასალებზე წვდომის მოპოვებას ცდილობდნენ. წყვილის დაკავებას […]

პირველსავე დღეს ბუმი მბაპეს მაისურებზე – “რეალში” ფრანგს ელოდებიან

Madrid Universal-ის ცნობით, “რეალმა” კილიან მბაპეს მაისურების Online გაყიდვა დაიწყო და პირველ დღეს ნამდვილი ბუმი დაფიქსირდა. “სამეფო გუნდმა” გაყიდვების პირველ დღეს 800 000 ევრო გამოიმუშავა. აღსანიშნავია, რომ ჯუდ ბელინგემთან შედარებით, ფრანგის მაისურზე 450%-ით მეტი მოთხოვნა დაფიქსირდა. მბაპეს პრეზენტაცია ახალ გუნდში 16 ივლისსა ჩანიშნული. ის “რეალში” თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

როგორ მიდის მიწის სისტემური რეგისტრაცია

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საქართველოში ამ დროისთვის 825 244 მიწის ნაკვეთია დარეგისტრირებული, რომელთა საერთო ფართობი 523 689 ჰა-ს შეადგენს. სააგენტოს ინფორმაციით, უკვე 1 177 023 მიწის ნაკვეთია აზომილი, საერთო ფართობით 602 855 ჰა. ამავე ცნობით, დღეში საშუალოდ 3500-4000 მიწის ნაკვეთი იზომება და 27 000 რეგისტრირდება. როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა გეგმა-გრაფიკის მიხედვით […]

საბაჟო დეპარტამენტს 4 ოთხფეხა მცველი შეემატა – შესყიდვის დეტალები

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს ახალი ოთხფეხა მცველები – ბელგიური ნაგაზის ჯიშის ძაღლები – ,,დუგო“, ,,სონია“, ,,კაოსი“ და ,,დექსტრა“ შეემატნენ. როგორც შემოსავლების სამსახური იუწყება, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო სამსახურის დახმარებით, უკანონო თამბაქოს ნაწარმის აღმოჩენისთვის გაწვრთნილი 4 სამსახურებრივი ძაღლი შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა თურქული კომპანია ,,FlyDog”-სგან შეიძინა https://flydogturkey.com/ საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, სამსახურებრივი ძაღლები საგრანტო ხელშეკრულების […]

იოგურტის 58%-ს რუსეთში ვყიდულობთ – რა გვიჯდება ერთი ლიტრი

საქართველოში იოგურტის იმპორტი იზრდება. საქსტატის 2024 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, ქვეყანაში 3.044 მლნ დოლარის ღირებულების (2.586 ტონა) იოგურტი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.6%-ით მეტია. შარშან აღნიშნული პროდუქტის იმპორტმა 3.902 მლნ დოლარი შეადგინა (2 013 ტონა). აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში იოგურტის ნახევარზე მეტი რუსეთიდან შემოდის. უფრო კონკრეტულად, წელს ჩრდილოეთში 2.324 მლნ დოლარის (1 595 ტონა) […]

კალაძე: არგუმენტი არ არსებობს იმისა, რომ ქვეყანაში მიდის არადემოკრატიული პროცესები

საქართველოს ხელისუფლებას რომ ჰქონდეს განსხვავებული კურსი, ან რომ არ შედიოდეს საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ქართველი ხალხის ინტერესებში, მერწმუნეთ, ქართული ოცნება ხელისუფლებაში არ იქნებოდა და ვერ იქნებოდა.[…] რაც არ უნდა აკეთონ ეს განცხადებები, არგუმენტი არ არსებობს იმისა, რომ ქვეყანა მიდის არასწორი მიმართულებით, ან ქვეყანაში მიდის არადემოკრატიული პროცესები. უბრალოდ, არ არსებობს ამის ფაქტები. თქვა თბილისის მერმა, […]

თალაკვაძე: საქართველოს დღეს ყველა მიმართულებით აქვს უფრო ძლიერი და უფრო ევროპული დემოკრატია

პასუხი ამაზე და სიმართლე გახლავთ ის, რომ საქართველოს დღეს აქვს ბევრად უფრო განვითარებული დემოკრატია, ვიდრე როდესაც ჩვენ ჩავიბარეთ ხელისუფლება. ეს არის უფრო მრავალფეროვანი მედია, ვნახოთ ტელევიზიების და მედიაკომპანიების რაოდენობა, ეს არის უფრო მრავალპარტიული პარლამენტი [და ამისთვის კონკრეტული რეფორმები გაკეთდა], ეს არის კონკურენტული არჩევნები. […] ყველა მიმართულებით, საქართველოს დღეს აქვს უფრო ძლიერი და უფრო ევროპული დემოკრატია […]

წილოსანი: ხმამაღალი ჰედლაინების მიღმა, გაუგებარია რა იგულისხმება ანტი-დემოკრატიულ პროცესში

ხმამაღალი ჰედლაინების და ჟღერადი ჰედლაინების მიღმა, ალბათ მთელი საზოგადოებისთვის გაუგებარია რა იგულისხმება ანტი-დემოკრატიულ პროცესებში. თუ ამ პროცესებში იგულისხმება ის, რომ საქართველოს ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას, პარლამენტს არ აქვს უფლება მიიღს კანონები, რომელიც სხვა ქვეყანაში მოქმედებს და მუშაობს, თუ ჩვენ ქვეყანაში არ გვინდა რევოლუციური სცენარები და მუდმივი ეს პროცესები, რომელიც რა თქმა უნდა ქვეყნის განვითარებას აფერხებს და […]

იუსტიციის საბჭოს წევრად პრეზიდენტის კომისია რეკომენდაციას ბურჯანაძეს და წიქარიშვილს უწევს

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შექმნილმა კომისიამ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატობაზე რეკომენდაცია გიორგი ბურჯანაძესა და კახა წიქარიშვილს გაუწია. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის შერჩევის მიზნით კომისია 2024 წლის 11 ივლისს შეიქმნა. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდნენ: მანუჩარ კოკოჩაშვილი, გიორგი ბურჯანაძე, თამარ ალფაიძე, დიმიტრი გაბუნია და კახა წიქარიშვილი. კომისიამ კანდიდატები წინასწარ შედგენილი და გასაჯაროებული კრიტერიუმების მიხედვით შეაფასა. […]

ირაკლი კუპრაძე – გაერთიანებაზე კომუნიკაცია მიმდინარეობს დამოუკიდებელ დეპუტატებთან და სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან – „ლელოს“ პრეზენტაციაზე გამოვლინდება ის შემადგენლობა, ვისთან ერთადაც არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ

პარტია „ლელოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, უახლოეს დღეებში „ლელოს“ ექნება პრეზენტაცია, რითაც გამოვლინდებიან ის პოლიტიკური პარტნიორები, ვისთან ერთადაც „ლელო“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. მისი თქმით, მოლაპარაკებები სხვადასხვა პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიასთან მიმდინარეობს. „ლელოს“ ექნება კონკრეტული პრეზენტაცია, რითაც გამოვლინდება ის შემადგენლობა, პოლიტიკურ პარტნიორები, ვისთან ერთადაც „ლელო“ მონაწილეობას მიიღებს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში. ეს […]