განსხვავებული კურსი რომ გვქონდეს და რამეს არასწორად ვაკეთებდეთ, „ქართული ოცნება“ არ იქნებოდა ხელისუფლებაში – კახა კალაძე

განსხვავებული კურსი რომ გვქონდეს და რამეს არასწორად ვაკეთებდეთ, „ქართული ოცნება“ არ იქნებოდა ხელისუფლებაში – კახა კალაძე საქართველოს ხელისუფლებას რომ ჰქონდეს განსხვავებული კურსი, ან რომ არ შედიოდეს საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ქართველი ხალხის ინტერესებში, მერწმუნეთ, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში არ იქნებოდა და ვერ იქნებოდა, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ […]
ISFED-ის წარმომადგენელი მოდელირებულ არჩევნებზე დამკვირვებლად არ შეუშვეს

ზუგდიდსა და სენაკში “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლები მოდელირებულ არჩევნებზე არ დაუშვეს. საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრირება არჩევნების საკითხზე მომუშავე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს შეეზღუდა. ის დამკვირვებლის სტატუსით პროცესს არ დაასწრეს. სამართლიანი არჩევნების ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი, დავით ლოგუა აღნიშნავს, რომ მათ წარმომადგენლებს დაკვირვების პრობლემა მარტვილში, ჩხოროწყუსა და ხობში არ ჰქონიათ. “მაგრამ რაღაცნაირად არაერთგვაროვანი მიდგომა გამოვლინდა ზუგდიდსა და სენაკში გამომდინარე […]
პრემიერი – დღევანდელი მოცემულობით, დაახლოებით, 60%-ია ჩვენი რეიტინგი – ასეთ ვითარებაში, როგორც არ უნდა დაჯგუფდეს თუ გადაჯგუფდეს ოპოზიცია, ჩვენს გამარჯვებას ვერანაირი საფრთხე ვერ შეექმნება

დღევანდელი მოცემულობით დაახლოებით 60%-ია ჩვენი რეიტინგი – ასეთ ვითარებაში, როგორც არ უნდა დაჯგუფდეს თუ გადაჯგუფდეს ოპოზიცია, ჩვენს გამარჯვებას ვერანაირი საფრთხე ვერ შეექმნება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები შერწყმას ცდილობენ, რადგან „მათი ერთადერთი ამოცანაა, რომ რამენაირად [საარჩევნო] ბარიერი გადალახონ“. „რეალური მოცემულობა დაახლოებით ერთი თვის წინ იყო ასეთი, რომ „ნაციონალური […]
ირაკლი კობახიძე პარტნიორების მხრიდან დაფინანსების შეჩერებაზე – მჯერა, მაქსიმუმ მომავალი წლის დასაწყისიდან ურთიერთობები გაჯანსაღებას დაიწყებს – 2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება ევროკავშირში ინტეგრაციისთვის

ასეთი გადაწყვეტილებები ხელს არ უწყობს ურთიერთობების გაჯანსაღებასა და გადატვირთვას. ძალიან სამწუხაროა, ეს ყველაფერი, თუმცა ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მე მჯერა, რომ მაქსიმუმ მომავალი წლის დასაწყისიდან ურთიერთობები გაჯანსაღებას დაიწყებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარტნიორების მხრიდან დაფინანსების შეჩერებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი შეფასებით, ამგვარი გადაწყვეტილებები პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაჯანსაღებას ხელს არ შეუწყობს. მისივე თქმით, 2030 […]
პრემიერი – მივიღეთ დაბალანსებული გადაწყვეტილება, რაც უზრუნველყოფს ასეულობით პატიმრის გათავისუფლებას ისე, რომ საზოგადოებრივ უსაფრთხოებას პრობლემები არ შეექმნას

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით მაქსიმალურად დაბალანსებული გადაწყვეტილება მიიღო, რაც მისივე განმარტებით, ასეულობით პატიმრის გათავისუფლებას უზრუნველყოფს ისე, რომ საზოგადოებრივ უსაფრთხოებას პრობლემები არ შეექმნას. „ჩვენ თითოეული პუნქტი განვიხილეთ. ჩვენი ამოცანა იყო, რომ მაქსიმალურად განგვეტვირთა სასჯელაღსრულების დაწესებულებები და ჩვენი სურვილია, რომ ამ თვალსაზრისით, ევროპულ მაჩვენებელს მაქსიმალურად დავუახლოვდეთ. თუმცა, მეორე მხრივ, მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ […]
ირაკლი კობახიძე ეზრა ზეიასთან შეხვედრაზე – ვერ მოვისმინე ვერც ერთი არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ანტიდემოკრატიული ცვლილება განხორციელდა საქართველოში ბოლო პერიოდში – ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს

მე ვერ მოვისმინე ვერც ერთი კონკრეტული პუნქტი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ანტიდემოკრატიული ცვლილება განხორციელდა საქართველოში ბოლო პერიოდის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ეზრა ზეიასთან შეხვედრის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, მან სახელმწიფო მდივნის მოადგილეს გადასცა გზავნილი, რომ საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისგან შემხვედრ ნაბიჯებს ელოდება. „ჩვენ გვქონდა ძალიან […]
ეზრა ზეია -ნახვამდის, საქართველო! – აშშ ქართველი ხალხისა და ჩვენი საერთო დემოკრატიული და ევროატლანტიკური ღირებულებების მიმართ მტკიცედ ერთგული რჩება

ნახვამდის, საქართველო! აშშ ქართველი ხალხისა და ჩვენი საერთო დემოკრატიული და ევროატლანტიკური ღირებულებების მიმართ მტკიცედ ერთგული რჩება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ეზრა ზეია სოციალურ ქსელში წერს. „ნახვამდის, საქართველო! დიდი მადლობა ელჩ დანიგანსა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს დინამიურ გუნდს შთამაგონებელი და შთამბეჭდავი ვიზიტისთვის. ამერიკის შეერთებული შტატები ქართველი ხალხისა და ჩვენი საერთო დემოკრატიული და ევროატლანტიკური […]
კახა კალაძე: ჩვენი ქვეყნის კურსი ევროპულია

„ჩვენი ქვეყნის კურსი ევროპულია. ერთი მაგალითი წარმოადგინოს ვინმემ იმასთან დაკავშირებით, რა არის ანტიდასავლური და რაში გამოიხატება კურსის ცვლილება. სიტყვების ბრახა-ბრუხი კი არა, მხოლოდ არგუმენტებით უნდა იყოს საუბარი“, – თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის აზრა ზეიას განცხადების საპასუხოდ. აზრა ზეიამ საქართველოს მთავრობის ქმედებებს და რიტორიკას „არადემოკრატიული“ უწოდა და თქვა, რომ […]
1-ლი ოქტომბრიდან გემების მიერ ზღვის დაბინძურებაზე ჯარიმა 100 000-მდე გაიზრდება

საქართველოს პარლამენტმა მიიღო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპრექტი, რომლის თანახმად, 1-ლი ოქტომბრიდან გემების მიერ ზღვის დაბინძურებაზე ჯარიმა 100 000-მდე გაიზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. პირველი ოქტომბრიდან, სანქციები გამკაცრდება ბრაკონიერობაზეც. სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაცემა ან გასხვისება გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, […]
კალაძე ზეიაზე: არასწორია მისი შეფასებები ქვეყნის კურსთან დაკავშირებით

თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ეზრა ზეიას ვიზიტი შეაფასა და მის გზავნილებს მთავრობის ანტიდემოკრატიულ ქმედებებთან დაკავშირებით არასწორი უწოდა. “ვფიქრობ, არასწორია მისი შეფასებები ქვეყნის კურსთან დაკავშირებით. ჩვენი ქვეყნის კურსი ევროპულია. ევროინტეგრაციის გზაზე, თუ რაიმე წარმატება აქვს ქვეყანას მიღწეული „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდა. ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგია ის, რომ ხელი მოეწერა ასოცირების […]