GCCA-ის მიერ USA2GEORGIA-ს შეცდომაში შემყვანი უსამართლო კომერციული საქმიანობის ფაქტი დაუდგინდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ „თითელ აშშ ჯგუფს“ USA2GEORGIA-ს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის – შეცდომაში შემყვანი უსამართლო კომერციული საქმიანობის ფაქტი დაუდგინა. “საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად დადასტურდა, რომ მოვაჭრის მიერ სოციალურ ქსელ-LinkedIn-ზე გავრცელდა რეკლამა, რომლის მიხედვითაც ამანათის გადაფუთვის მომსახურების ჩართვა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, რაც რეალობას არ შეესაბამება. კერძოდ, სავაჭრო […]
ქართული მოდის ბრენდი KEBURIA ლონდონის მოდის კვირეულზე წარდგება

2025 წლის 20-24 თებერვალს ლონდონის მოდის კვირეული გაიმართება. კვირეულის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული დღის წესრიგის მიხედვით, ლონდონის მოდის კვირეულში ქართული მოდის ბრენდის – KEBURIA-ს ჩვენება გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ეს ლონდონის მოდის კვირეულზე KEBURIA-ს დებიუტია. KEBURIA-ს ჩვენება 24 თებერვალს არის ჩანიშნული და ბრენდი კვირეულზე მამაკაცის და ქალის ტანსაცმლის ხაზს წარადგენს. KEBURIA ქართული მოდის ბრენდია, რომელიც ბაზარზე 2015 […]
ეროვნული ბანკი წელს 1.2%-იან ინფლაციას პროგნოზირებს

ეროვნული ბანკის პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, 2024 წელს ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ იქნება და საშუალოდ 1.2 პროცენტს გაუტოლდება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტის გარშემო დასტაბილურდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 18 დეკემბრის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. „მიმდინარე წლის ნოემბერში […]
სალომე ზურაბიშვილი – ყველაფერს აკონტროლებს ერთი პარტია და ერთი პირი, რა რჩება ამ კონტროლის გარეთ? – ოპოზიციური მედია, არასამთავრობო სექტორი და მე, რომელიც აქ ვარ და ერთი კვირის შემდეგ აღარ მეყოლება პირადი დაცვა

არჩევნების შემდეგ ჩვენ ვხედავთ ძალიან გაძლიერებულ და დაჩქარებულ მოძრაობას რუსეთის გზაზე – ყველაფერს საქართველოში აკონტროლებს ერთი პარტია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, 28 ნოემბერს ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ განცხადება რეალური მანდატისა და უფლების ქონის გარეშე გაკეთდა. „არჩევნების შემდეგ ჩვენ ვხედავთ ძალიან გაძლიერებულ და დაჩქარებულ მოძრაობას რუსეთის გზაზე. […]
სალომე ზურაბიშვილი – ფაქტობრივად, „რუსულ არჩევნებამდე“ მივედით – ეს არ იყო ჩვეულებრივი თაღლითობა, მასობრივად გაყალბდა არჩევნები, ძალიან მაღალ, დახვეწილ დონეზე

ფაქტობრივად, „რუსულ არჩევნებამდე“ მივედით. ეს არ იყო ჩვეულებრივი თაღლითობა, რასაც ვხედავთ ხოლმე არჩევნებზე-პოლიციას ვერ იპოვიდით არჩევნების დროს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა განმარტა, არჩევნების დროს მომხდარ ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრთან საუბარი სურდა, თუმცა ვერ დაუკავშირდა. „ფაქტობრივად, „რუსულ არჩევნებამდე“ მივედით. ეს გახლავთ არჩევნები, რომელიც სისტემატურად და […]
მამუკა მდინარაძე – ლეგიტიმაციაზე, რომელსაც ხელზე იხვევდნენ, საუბარი ალბათ, ვეღარ გაგრძელდება იმიტომ, რომ ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სხვა ოფიციალურ პირებს

ლეგიტიმაციაზე, რომელსაც ხელზე იხვევდნენ, საუბარი ალბათ, ვეღარ გაგრძელდება იმიტომ, რომ ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სხვა ოფიციალურ პირებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს თბილისში ვიზიტთან დასმულ კითხვას უპასუხა. მისი თქმით, ლეგიტიმაციაზე საუბარი და სპეკულაციები ამით დასრულდა. „ლეგიტიმაციაზე, რომელსაც ხელზე იხვევდნენ, საუბარი ალბათ, ვეღარ […]
„საქართველოს სჭირდება თქვენი მხარდაჭერა“ – ზურაბიშვილმა ევროკავშირს მოქმედებისკენ მოუწოდა

საქართველოს პრეზიდენტმა სტრასბურგში ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსა და ამ პროცესში რუსეთის ჩარევაზე ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილმა ყველა ის დარღვევა და ანტიდემოკრატიული ქმედებები ჩამოთვალა, რომელსაც “ოცნება” საქართველოში სჩადის. საუბარია აქტივისტებზე, პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე ძალადობაზე, უსამართლო სასამართლოსა და ასევე რუსული კანონის მიღებაზე. საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირს მოქმედებისკენ მოუწოდა და უთხრა, რომ პრობლემა უფრო გლობალურია, ვიდრე მხოლოდ […]
ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრძელდება – ჯანდაცვის სამინისტრო

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრძელდება. იმუნიზაცია ყველა მოქალაქისთვის უფასოა და Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინით მიმდინარეობს, რომელიც ერთ-ერთია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ამ დრომდე, ქვეყნის მასშტაბით 130 000 მოქალაქე უკვე აიცრა. აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის […]
„საახალწლო სოფელი“ 21 დეკემბერს გაიხსნება და 7 იანვრის ჩათვლით იფუნქციონირებს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „საახალწლო სოფელი“ 21 დეკემბერს გაიხსნება და 7 იანვრის ჩათვლით იფუნქციონირებს. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, ქალაქში რაც კეთდება, ყველასთვის კეთდება, რადგან საზოგადოება არ უნდა იყოს დაყოფილი პოლიტიკური ნიშნით. „ახალი წელი მოდის და დედაქალაქიც ემზადება საახალწლოდ, რათა მოსახლეობას და ჩამოსულ სტუმრებს ვაჩუქოთ ლამაზი დღეები. ორი […]
“საბა” 2024-ის გამარჯვებულები ცნობილია

ორ ათწლეულზე მეტია, “საბა” ყოველწლიურად აჯამებს და აფასებს თანამედროვე ქართულ ლიტერატურულ პროცესს. ლიტერატურული წლის ერთგვარი კულმინაციაა საზეიმო დაჯილდოება, რომელიც გამოავლენს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს. ტრადიციულად, წელსაც რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავა ლიტერატურულმა ჟიურიმ და გამარჯვებული ავტორები გამოავლინა. საქართველოში შექმნილი ვითარების ფონზე, წელს “საბას“ საზეიმო დაჯილდოება არ ჩატარდება. იმედი გვაქვს, რომ მომავალი, 23-ე “საბას“ გამარჯვებულებს საზეიმო დაჯილდოებაზე […]