ისრაელში თავდამსხმელი ავტობუსის გაჩერებაზე მანქანით შევარდა; დაშავდა 4 პირი

ცენტრალურ ისრაელში თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი მანქანით ავტობუსის გაჩერებაზე შევარდა, რის შედეგადაც ოთხი პირი დაშავდა, მათგან ერთ-ერთი – მძიმედ. ეჭვმიტანილი, რომელიც, პოლიციის თქმით, აღმოსავლეთ იერუსალიმის მცხოვრებია, ადგილზე მყოფმა უსაფრთხოების ძალებმა გაანეიტრალეს. “ტერორისტმა, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა, ავტობუსის გაჩერებაზე რამდენიმე ისრაელელს გადაუარა – რამდენიმე ასეული მეტრით გააგრძელა [სვლა], შემობრუნდა და კიდევ ერთხელ დაჯახებით თავს დაესხა ავტობუსის […]
რუხაძე კონსტიტუციაში ევროინტეგრაციის ჩანაწერზე: სისულელეა, არ უნდა ჩაგვეწერა

ევროკავშირში მოხვედრა არ მოხვედრის საკითხი არის მხოლოდ ერთი საკითხი. უამრავი სხვა საკითხია, რომელიც არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. ხდება აპელირება იმაზე, რომ 80 პროცენტს საქართველოს მოსახლეობის უნდა ევროკავშირში შესვლა. ეს ალბათ ასეა, მაგრამ იმავე კვლევებში, იგივე NDI-ს კვლევებში, საიდანაც ეს ციფრები ამოვიდა, როცა ლაპარაკობენ მნიშვნელოვან საკითხებზე, მხოლოდ 2 პროცენტს მიაჩნია მნიშვნელოვანი საკითხების სიაში რომ იყოს ეს. ბევრად […]
სტოლტენბერგმა დაადასტურა, რომ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების უფლება აქვს

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს უკრაინის თავდაცვის ძალების დარტყმებს რუსეთში სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ. “ჩემი პოზიციაა, რომ უკრაინას უეჭველად აქვს უფლება მიიტანოს იერიში აგრესორი ქვეყნის, რუსეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებზე. ეს მკაფიოდ არის განსაზღვრული საერთაშორისო სამართლით, ვინაიდან ეს არის ომი, რომელიც რუსეთმა დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ, უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება და ეს მოიცავს […]
ილონ მასკის X-ს ევროკავშირის სოლიდური ჯარიმა ემუქრება

ილონ მასკის სოციალურ ქსელ X-ს ევროკავშირის სოლიდური ჯარიმა ემუქრება, – ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ს ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ევროკავშირი ამზადებს სარჩელს, რომელიც დაკავშირებულია X-ის ვერიფიკაციის ნიშნებთან. როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს განცხადებით, X-ი არკვევს EU-ს ციფრული სერვისების შესახებ აქტს, რომელიც ძალაში შევიდა მიმდინარე წელს და მიზნად ისახავს ონლაინ კონტენტის გაუმჯობესებას. უფრო კონკრეტულად, ევროკავშირი განმარტავს, […]
იღებენ კანონს, რომელიც ავარიების რისკს გაზრდის – ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამნისტროს გადაწყვეტილებით, ავტომობილის მინების დამუქების წესი შეიცვალა. 3 ივლისიდან წინა გვერდითა მინების დამუქების პროცენტულობა და ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს მიეცათ უფლება, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობის გარეშე, წინა გვერდითა მინები 40%-ის ნაცვლად, 60%-მდე დაამუქონ. როგორც ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით მესხიშვილმა რადიოგადაცემაში „თქვენი დრო“ აღნიშნა, ეს ცვლილება ავარიების რისკს გაზრდის და კარგი იქნებოდა, […]
ვაშლის იმპორტი 329%-ით გაიზარდა – რომელი ქვეყნებიდან დაფიქსირდა ზრდა

საქართველოში ვაშლის იმპორტი 2024 წლის იანვარ-მაისში წლიურად 329%-ით გაიზარდა. მაგალითისთვის, გასული წლის ხუთ თვეში თუ საქართველოში 998 ათასი დოლარის ვაშლი შემოვიდა, მიმდინარე წლის იმავე პერიოდში იმპორტირებულია 4.279 მლნ დოლარის პროდუქტი. 2024 წლის ხუთ თვეში ვაშლის უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნები თურქეთი, უკრაინა, სომხეთი, ირანი და პოლონეთი იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ 2024 წლის იანვარ-მაისში წლიურად 539%-ით არის უკრაინიდან […]
ჩინეთი განახლებად ენერგიებში 800 მლრდ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს

ჩინეთი მომდევნო 6 წლის განმავლობაში განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასასვლელად 800 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. აღნიშნულის შესახებ Financial Times წერს. გამოცემის ცნობით, მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში ჩინეთმა 17 მლრდ დოლარის ინვესტიცია განახორციელა ელექტრო ქსელების პროექტში. აღნიშნული მონაცემები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 24.9%-ით მეტია. Financial Times-ი კვლევითი ჯგუფის Rystad Energy-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ჩინეთის […]
,,ესროლეს ტრამპს, მოხვდა ბაიდენს!“ – რომან გოცირიძე

პარლამენტის წევრი, რომან გოცირიძე: ,,ესროლეს ტრამპს, მოხვდა ბაიდენს! დღეს უფრო აქტუალური გახდა საპრეზიდენტო არჩევნებზე ბაიდენის სხვა კანდიდატით ჩანაცვლების საკითხი.“
,, ტყუილად ხარობენ ქოცები. გარანტიას ვაძლევ ,რომ ივანიშვილის ოლიგარქიული,პუტინისტური რეჟიმისათვის არაფერი შეიცვლება” – შალვა ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი: ,,სამწუხაროდ დონალდ ტრამპი თავისი კონფლიქტური ხასიათის გამო წარმოადგენს ამერიკაში სამოქალაქო დაპირისპირებისა და მსოფლიოში გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ფაქტორს. განვიცდი, რომ ჩემმა მეგობარმა რესპუბლიკელებმა ვერ მოახერხეს თავის რიგებში ქარიზმატული ლიდერის გამოზრდა, ხოლო დემოკრატებს დღემდე არ ყოფნის იმის აღქმის აუცილებლობა,რომ ჯო ბაიდენი გარანტირებული წაგებაა საპრეზიდენტო არჩევნებში. ტყუილად ხარობენ ქოცები. გარანტიას ვაძლევ ,რომ ივანიშვილის ოლიგარქიული,პუტინისტური […]
პრეზიდენტი – 235 წელია საფრანგეთი და ფრანგი ხალხი ერთგულია ამ ისტორიული დღის იდეალების: თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა – გაუმარჯოს საქართველოს და საფრანგეთის მეგობრობას

“235 წელია საფრანგეთი და ფრანგი ხალხი ერთგულია ამ ისტორიული დღის იდეალების: თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა. ჩემი საუკეთესო სურვილები საფრანგეთს და მის ხალხს! გაუმარჯოს საქართველოს და საფრანგეთის მეგობრობას!”, – წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე.