„ინვესტორები დაფრთხებიან, რადგან მათ არ უნდათ იმ კომპანიაში ფულის ჩადება რომლის სათავო ოფისი საქართველოშია“ – ტრეიდერი ე.წ. „რუსულ კანონის“ შედეგებზე

ე.წ. „რუსული კანონის“ მიღება პირდაპირ კავშირშია საფონდო ბირჟაზე მოვაჭრე ქართული კომპანიების აქციების ფასზე, – ამის შესახებ ტრეიდერების ჰაბის დამფუძნებელმა რატი ქირიამ რადიო „კომერსანტის“ გადაცემა „პროფესიონალებში“ განაცხადა. მისი განმარტებით, ამის მიზეზი ისაა, რომ როცა ქვეყანაში იღებ კანონს რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ პრინციპებს, პირველ რიგში ინვესტორები დაფრთხებიან. „როცა შენ ქვეყანაში იღებ კანონს რომელიც ეწინააღმდეგება რაღაც პრინციპებს, განსაკუთრებით ევროპულს, […]

ფიზიოთერაპიის როლი რეაბილიტაციის პროცესში

ფიზიოთერაპია რეაბილიტაციის პროცესის განუყოფელი კომპონენტია. დარგის ძირითადი მიზანია ფიზიკური ფუნქციისა – მობილობის აღდგენა,ტკივილის შემცირება და ზოგადად ცხოვრების საერთო ხარისხის გაუმჯობესება. ფიზიოთერაპიის ჩატარებას, მისი მრავალფუნქციურობის გამო, ბევრი დადებითი შედეგის მოტანა შეუძლია. ფიზიოთერაპიის ძირითადი როლი რეაბილიტაციის პროცესშია შემდეგია: ტკივილის მართვა თერაპევტები ტკივილის სამართავად, სხვადასხვა ტექნიკას იყენებენ, როგორიცაა ელექტროთერაპია,ულტრაბგერითი თერაპია, დარტყმით ტალღოვანი თერაპია, მაგნიტოთერაპია , თერაპიული ვარჯიშები და […]

2024 წელს შიდა ვიზიტორთა დანახარჯები 7.2 მლრდ ლარს მიაღწევს – WTTC

2024 წლის I კვარტალში შიდა ვიზიტორების მთლიანმა დანახარჯებმა 798 მილიონ ლარს მიაღწია, რაც 8.6%-ით მეტია 2023 წლის I კვარტალთან შედარებით, ამის შესახებ PMCG-ის ტურიზმის კვარტალურ მიმოხილვაში. რაც შეეხება დანახარჯების განაწილებას, ყველაზე დიდი ადგილი უკავია საყიდლების (35%), საკვებისა და სასმლის (21%) და ტრანსპორტის (19%) დანახარჯებს. PMCG-ის მიხედვით, მიმდინარე წლის I კვარტალში, შიდა ვიზიტების რაოდენობამ 4.7 მილიონს […]

არგენტინის ნაკრებმა კოპა ამერიკა ზედიზედ მეორედ მოიგო

კოპა ამერიკა 2024-ის ფინალში არგენტინის ნაკრებმა კოლუმბია დამატებით დროში 1:0 ლაუტარო მარტინესის გოლით დაამარცხა და სამხრეთ ამერიკის მთავარი სანაკრებო ტიტული ისტორიაში მეთექვსმეტედ მოიგო. მატჩი მაიამიში ჩატარდა. შეხვედრის დაწყების წინ რამდენიმე ინციდენტი იყო, გულშემატკივრები სტადიონზე დროულად შესვლას ვერ ახერხებდნენ, რის გამოც თამაში დაგვიანებით დაიწყო. ორივე გუნდი მატჩის მიმდინარეობისას ბევრს ცდილობდა, თუმცა სახიფათო მომენტები ნაკლებად იქმნებოდა. 66-ე […]

კოსტავაზე Hilton-ის მშენებლობის განახლების ნებართვა უზბეკ ინვესტორს მერიამ კიდევ ერთხელ მისცა – როგორი იქნება სასტუმრო, რომელიც 5 წლის წინ უნდა დასრულებულიყო?

კოსტავაზე Hilton-ის მშენებლობის განახლების ნებართვა უზბეკ ინვესტორს მერიამ კიდევ ერთხელ მისცა – როგორი იქნება სასტუმრო, რომელიც 5 წლის წინ უნდა დასრულებულიყო? კოსტავაზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილ შენობაში, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Hilton-ის შეჩერებული მშენებლობა განახლდა. მერიამ შპს „გრანატს“ მშენებლობის გაგრძელების უფლება და კორექტირებული ესკიზური პროექტის განხორციელების ნებართვა ორი თვის წინ მისცა, მიუხედავად იმისა რომ კომისიის სამი წევრისგან […]

ინფლაცია და სამომხმარებლო ფასების ინდექსი – რაში რამდენს ხარჯავს საქართველოს მოსახლეობა

მოსახლეობის მიერ გაწეული ხარჯები რიგითი მოქალაქეებისთვის ალბათ ყველაზე მეტად ხელშესახები ეკონომიკური ფაქტორია, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობაზე გავლენას ახდენს. ამიტომ, არ იქნებოდა ურიგო, გადაგვეხედა, ბოლო 4-წელიწადნახევრის განმავლობაში მოსახლეობის ხარჯები და ფასების საერთო დონე საქართველოში როგორ შეიცვალა. ინფლაცია და ფასების საერთო დონე 2024 წლის ივნისის მონაცემებით, წინა წლის ივნისთან შედარებით ინფლაცია 2.2%-ს შეადგენს, ხოლო წინა თვესთან შედარებით – […]

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში რუსეთთან ბრძოლაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძის ცნობით, დაღუპული ქართველი ზურაბ იაშვილია. “დაჭრის შემდეგ დიდხანს იწვალა მაგრამ სამწუხაროდ ვერ გადარჩა, ლვოვის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა”. – წერს ნადირაძე სოციალურ ქსელში.

ქვეყანაში პოლიტიკური რიტორიკა ძალიან გამწვავდა, დამშვიდების დროა – ბაიდენი

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდან მოქალაქეებს სიტყვით მიმართა, სადაც დონალდ ტრამპზე თავდასხმაზე და აშშ-ში პოლიტიკური ძალადობის მიუღებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამერიკაში წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რიტორიკა ძალიან გამწვავებულია და ახლა დამშვიდების დროა. პრეზიდენტმა ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაგმო დონალდ ტრამპზე თავდასხმა. ბაიდენმა თქვა, რომ ეს თავდასხმა ყველასთვის ნიშანია, რომ ერთი ნაბიჯით უკან დახევაა საჭირო. […]

ანექსირებულ სევასტოპოლზე დრონებით შეტევა იყო

15 ივლისს, გამთენიისას, აფეთქებები იყო უკრაინის ქალაქ სევასტოპოლში, რომელიც 2014 წლიდან რუსეთის მიერაა ანექსირებული. მოსკოვის მიერ სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორად დანიშნულმა მიხაილ რაზვოჟაევმა აფეთქების გამომწვევ მიზეზად დაასახელა უპილოტო საფრენი აპარატების მოგერიება. რაზვოჟაევის მიერ ტელეგრამით გავრცელებული ინფორმაციით, დრონებს ფიოლენტის კონცხის რაიონში ებრძოდნენ. ყირიმის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ფიოლენტის კონცხზე დისლოცირებულია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ერთ-ერთი სამხედრო ნაწილი და […]

“გადაღლილობამ ფინალის წაგებაში თავისი როლი ითამაშა” – საუთგეიტი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

გუშინ, 14 ივლისს, ევროპის ჩემპიონატის ფინალში, ესპანეთმა ინგლისი 2:1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ “სამი ლომის” მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. “ახლა ჩემს მომავალზე ვერ ვისაუბრებ, ამისთვის შესაბამისი დრო არ არის. ფინალის წაგება განსაკუთრებით რთულია. პირველ რიგში, ესპანეთს ვულოცავ, მთელი ტურნირის განმავლობაში საუკეთესოები იყვნენ და ფინალშიც გვაჯობეს. მსურს ჩემს ფეხბურთელებს მადლობა გადავუხადო, მათ თავი არ დაზოგეს […]