ქუთაისის მერი თანამდებობას ტოვებს

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი თანამდებობას ტოვებს. მისი თქმით, ქართულ ოცნებაში რჩება და “ქვეყნის სამსახურს უკვე სხვა რანგში, თბილისში გააგრძელებს”. “მადლობა თითოეულ ამომრჩეველს, რომელმაც მომცა შესაძლებლობა წლების განმავლობაში ვყოფილიყავი ქუთაისის მერი, და მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც დაუღალავი შრომით, კეთილსინდისიერად მონაწილეობდნენ ჩვენი ქალაქის განვითარების პროცესში. გასულ წლებში ჩვენი გუნდი უამრავ რთულ საქმეს შეეჭიდა და ბევრი მათგანი წარმატებითაც […]
საქართველოს ფოსტის საფოსტო მარკა „ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი“ ენგურჰესის ტურისტულ ატრაქციაზე გაიყიდება

საქართველოს ფოსტის მიერ გამოცემული საფოსტო მარკა „ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი“ ენგურჰესის ტურისტულ ატრაქციაზე გაიყიდება. მიმდინარე წლის 11 ივლისს, საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე ეწვია ენგურჰესს, სადაც მას უმასპინძლა ატრაქციის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ. ატრაქციის დათვალიერების შემდეგ, ლევან ჩიკვაიძემ, სიმბოლური საჩუქარი, საფოსტო მარკა, გადასცა მასპინძელ მხარეს. მოგახსენებთ, რომ საფოსტო მარკა ხელმისაწვდომია საქართველოს ფოსტის 80 სერვისცენტრში საქართველოს […]
მაგთის ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარე იზრდება, ფასი კი უცვლელი რჩება

მაგთი ოპტიკური ინტერნეტის მომხმარებლებს სასიამოვნო სიახლეებს სთავაზობს. 15 ივლისიდან მაგთის ინტერნეტმომხმარებელს, ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე, ავტომატურად გაეზრდება ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარე, კერძოდ:
“რაც წლების წინ წარმოუდგენლად ჩანდა, ახლა შესაძლოა სასიკეთოდ შემობრუნდეს” – Geo Team-ის ინფორმაციით, იაკობაშვილი საქართველოს ნაკრებში თამაშს განიხილავს

“რაც წლების წინ წარმოუდგენლად ჩანდა, ახლა შესაძლოა სასიკეთოდ შემობრუნდეს” – Geo Team-ის ინფორმაციით, იაკობაშვილი საქართველოს ნაკრებში თამაშს განიხილავს “ჟირონას” 20 წლის მცველმა ანტალ იაკობაშვილმა შესაძლოა, საქართველოს ნაკრებში ითამაშოს. ამის შესახებ ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს. “რაც წლების წინ წარმოუდგენელი ჩანდა, ახლა, შესაძლოა, სასიკეთოდ შემობრუნდეს და „ჟირონას“ 20 წლის ცენტრალურმა მცველმა ანტალ იაკობიშვილმა საქართველოს ნაკრების მაისურით ითამაშოს. […]
“სენტ ეტიენი” 2-3 წელიწადში მის სარფიანად გაყიდვას შეეცდება” – “ბორდოს” ყოფილმა მწვრთნელმა დავითაშვილზე ისაუბრა

რამდენიმე დღის წინ “სენტ ეტიენმა” “ბორდოდან” ზურიკო დავითაშვილი გაიფორმა. “მწვანეებმა” “ჟირონდელებს” ქართველის სანაცვლოდ 6 მილიონი ევრო გადაუხადა. “ბორდოს” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა დევიდ გიონმა ზურიკოზე ისაუბრა და განაცხადა, რომ “სენტ ეტიენი” 2-3 წელიწადში მის სარფიანად გასხვისებას შეეცდება. “ზურიკო შესანიშნავი ბიჭია, ყოველთვის იღიმის, ჭკვიანია და სხარტად აზროვნებს. ის თავდაჯერებულია და ბურთის მიღებაზე უარს არასდროს ამბობს, რაც მწვრთნელისთვის […]
Reuters: ტრამპზე თავდასხმამ ბაიდენის საარჩევნო სტრატეგია შეცვალა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტზე, რესპუბლიკელ დონალდ ტრამპზე თავდასხმის შემდეგ, დემოკრატი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის საარჩევნო შტაბმა სტრატეგია შეცვალა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. ბაიდენი და ტრამპი პოტენციური მეტოქეები არიან საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 5 ნოემბერს გაიმართება. Reuters-ის ცნობით, ბაიდენის შტაბმა გადაწყვიტა, უარი თქვას ტრამპის წინააღმდეგ ვერბალურ შეტევებზე და აქცენტი გააკეთოს ეროვნული ერთიანობის აუცილებლობაზე. […]
უკრაინაში დაიღუპა ქართველი მებრძოლი ზურაბ იაშვილი

ცნობა თავდაპირველად გაავრცელა ქართული ჯგუფის ხელმძღვანელმა უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში, ვიცე-პოლკოვნიკმა ვანო ნადირაძემ. „დაჭრის შემდეგ დიდხანს იწვალა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გადარჩა. ლვოვის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა“, – დაწერა ნადირაძემ ფეისბუკის პირად გვერდზე. ზურაბ იაშვილის დაღუპვის ფაქტი რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. უწყებაში ჯერჯერობით ვერ გვიპასუხეს, როდის ჩამოასვენებენ საქართველოში მის ცხედარს. რუსეთმა უკრაინაში ომი 2022 […]
ივნისში საქართველოს ექსპორტი გაიზარდა, იმპორტი შემცირდა

საქსტატმა 2024 წლის ივნისის საგარეო ვაჭრობის ამსახველი წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასული თვის განმავლობაში საქართველოდან 582.9 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.9%-ით მეტია. ექსპორტისგან განსხვავებით, ივნისში შემცირდა იმპორტი და ის 1.21 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.5%-ით, ანუ 128 მილიონი დოლარით ნაკლებია. 2024 […]
ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თავისი მოსაზრება გამოხატოს, ჩვენი პოზიცია კი ევროპული მომავალია – კალაძე

ამ ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თავისი მოსაზრება გამოხატოს, მთავარია, ეს კანონის ფარგლებში მოხდეს, – ასე გამოეხმაურა მედიასთან თბილისის მერი ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელის ირაკლი რუხაძის განცხადებას, კონსტიტუციაში ევროინტეგრაციის ჩანაწერზე. კახა კალაძის განმარტებით, ევროინტეგრაციისკენ წინგადადგმული ნაბიჯები „ქართულ ოცნებას“ უკავშირდება და ეს გუნდი აღნიშნულ პროცესს ბოლომდე მიიყვანს. „ევროინტეგრაციისკენ წინგადადგმული ყველა ნაბიჯი „ქართულ ოცნებასთანაა“ დაკავშირებული. „ქართული ოცნება“ იქნება ის […]
„ჩემი თავი კერძო სექტორში წარმომიდგენია, საკუთარი ვენახითა და მეღვინეობით“ – „აგროსფეროს“ სტიპენდიატი

ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორი კომპანია „აგროსფერო“ მე-3 წელია, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით სასტიპენდიო და პრაქტიკა-სტაჟირების პროგრამებს ახორციელებს. პროგრამების მიზანი აგრომეურნეობის პოპულარიზაცია, დარგით მეტი ახალგაზრდის დაინტერესება და კვალიფიციური კადრების მომზადებაა. წელს კომპანია „აგროსფერომ“ პროგრამაში მონაწილეთა რიცხვი გააორმაგა და სტიპენდია მაღალი მოსწრების III-IV კურსის 6 სტუდენტს დაუნიშნა. მათ რამდენიმე თვის განმავლობაში მიეცემათ შესაძლებლობაც, რომ პრაქტიკა-სტაჟირება […]