ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე იუნიორებს შორის ქართველმა წყალში მხტომელმა მეხუთე ადგილი დაიკავა

პოლონეთი იუნიორებს შორის წყალში ხტომაში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. კონტინენტის პირველობაზე იასპარეზა 14 წლის ალექსანდრე ცხომელიძემ. 3 მეტრი ტრამპლინიდან ხტომაში სპორტსმენმა 396,35 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილი დაიკავა. ინფორმაციისთვის: ევროპის ჩემპიონატზე ალექსანდრე ცხომელიძემ გიორგი წულუკიძესთან ერთად 3 მეტრი ტრამპლინიდან სინქრონულ ხტომაში მერვე ადგილი დაიკავა.
20 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიჯის ნაკრები დაამარცხა

სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ფიჯის ნაკრებს დაუპირისპირდა. უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქე ანგარიშით 40:36 დაამარცხეს. შეხვედრის პირველი ტაიმი ქართველების გამარჯვებით – 21:12 დასრულდა. დაძაბულ ბრძოლაში საქართველოს ნაკრებმა ხუთი ლელო დადო და საბოლოო ანგარიშით 40:36 გაიმარჯვა. ამ შედეგით საქართველოს ნაკრები მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატზეც იასპარეზებს. „ბორჯღალოსნები“ მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-9 ადგილისთვის იტალიას დაუპირისპირდებიან.
საქართველოსთვის: მოვითხოვთ ოცნებისგან, ამნისტია არ შეახოს ზონდერ ჯგუფებს

პარტია საქართველოსთვის წევრი ნათია მეზვრიშვილი ქართული ოცნების მიერ ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ინიცირებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ მმართველი გუნდი ზონდერ ჯგუფებს წინასწარ გაურიგდა და ევროპული მომავლის დასაცავი აქციების მონაწილეების ცემის სანაცვლოდ, ამნისტიას დაჰპირდა. პარტია მოუწოდებს ქართულ ოცნებას, არ შეახოს ამნისტია “ზონდერ ჯგუფებს“. ასევე, მოუწოდებს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება სისტემურ დანაშაულზე და მიანიჭოს სწორი კვალიფიკაცია ყველა საქმეს, რომელიც მათი […]
კორძაია: რუსულ კანონზე საკონსტიტუციო სარჩელს პრეზიდენტთან ერთად დეპუტატებიც შევიტანთ

პლატფორმა ერთიანობის ლიდერის თამარ კორძაიას განცხადებით, რუსულ კანონზე საკონსტიტუციო სარჩელს პრეზიდენტთან ერთად პარლამენტის დეპუტატებიც შეიტანენ. მისი თქმით, კანონი კონსტიტუციის 78-ე და 22-ე მუხლებს არღვევს. “ძალიან კარგია, რომ დღეს პრეზიდენტი ხსნის ამ პროცესს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ არცერთი სეგმენტი, არცერთი ნაწილი ამ კანონის არ დარჩეს გასაჩივრების გარეშე, რადგან ეს კანონი არავის არ უტოვებს თავისუფალ სივრცეს ამ ქვეყანაში”, […]
“ასე ვატარებდი მაკრატელს 2 წელი მუცლით, ელენთა ამოიღეს და “ზაჟიმი“ ჩამიტოვეს“ – რას ჰყვება პაციენტი და რას პასუხობს მას ექიმი?

“ასე ვატარებდი მაკრატელს 2 წელი მუცლით, ელენთა ამოიღეს და “ზაჟიმი“ ჩამიტოვეს“ – რას ჰყვება პაციენტი და რას პასუხობს მას ექიმი? ექიმმა პაციენტს მუცლის ღრუში მაკრატელი ჩაუტოვა. 32 წლის დაზარალებული, ნანა ბოჭორიშვილი კურიერი P.S- თან შოკისმომგვრელი ამბის დეტალებზე საუბრობს. როგორც ის ჰყვება, 2 წლის წინ ელენთის ოპერაცია გაუკეთეს, რის შემდეგაც თავს ძალიან ცუდად გრძნობდა. გაუსაძლისი ტკივილები […]
იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 1.8 პროცენტით შემცირდა – საქსტატი

იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 1.8 პროცენტით შემცირდა – საქსტატი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 320.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.8 პროცენტით ნაკლებია. აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 2 848.3 მლნ. აშშ დოლარი იყო, ანუ შემცირდა 6.7 პროცენტით, ხოლო […]
ერთ მხარეს არის მშვიდობა, სიმშვიდე, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და მეორე მხარეს კი აგენტურა, მოღალატეები, ქვეყნის მტრები და მოძალადეები – კახა კალაძე

ერთ მხარეს არის მშვიდობა, სიმშვიდე, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და მეორე მხარეს კი აგენტურა, მოღალატეები, ქვეყნის მტრები და მოძალადეები – კახა კალაძე „ჩვენს არჩევნებს რაც შეეხება, იქნება ძალიან რთული არჩევნები, ყველაფერზე წამსვლელები არიან, ამიტომ მაქსიმალური მობილიზაცია და ყურადღებაა საჭირო, რომ არჩევნები მაღალ დონეზე ჩატარდეს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას […]
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მეომარი ზურაბ იაშვილი დაიღუპა. ინფორმაციას ადასტურებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძის ცნობით, ზურაბ იაშვილი გარდაიცვალა ლვოვის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც დაჭრის შემდეგ მკურნალობდნენ. 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან, უკრაინაში 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
კახა კალაძე – არანაირი ხაზი არ არსებობს პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის

არანაირი ხაზი არ არსებობს პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, – ამის შესახებ თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ არასამთავრობო ორგანიზაციების არჩევნებში ჩართულობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კალაძის შეფასებით, არასამთავრობო ორგანიზაციები „დასავლეთიდან დაფინანსებას იმისთვის იღებენ, რომ ქვეყანა აჯანჯღარონ“. „არანაირი ხაზი არ არსებობს პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის. რომელიმე ნორმალურ, განვითარებულ […]
გაზრდილი სიჩქარე, უცვლელი ფასი

მაგთი ოპტიკური ინტერნეტის მომხმარებლებს სასიამოვნო სიახლეებს სთავაზობს. 15 ივლისიდან მაგთის ინტერნეტმომხმარებელს, ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე, ავტომატურად გაეზრდება ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარე, კერძოდ: · 30 მბ/წმ-იანი პაკეტი გაიზრდება – 50 მბ/წმ-მდე, · 50 მბ/წმ-იანი პაკეტი გაიზრდება – 80 მბ/წმ-მდე. შედეგად, ფიზიკურ პირებს ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარე მნიშვნელოვნად გაეზრდებათ ფასის ყოველგვარი ცვლილების გარეშე. · ასევე, 1 ივლისიდან 100 მბ/წმ-იანი […]