საქართველოს ფოსტის საფოსტო მარკა „ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი“ ენგურჰესის ტურისტულ ატრაქციაზე გაიყიდება

საქართველოს ფოსტის მიერ გამოცემული საფოსტო მარკა „ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი“ ენგურჰესის ტურისტულ ატრაქციაზე გაიყიდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფოსტა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11 ივლისს, საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე ეწვია ენგურჰესს, სადაც მას უმასპინძლა ატრაქციის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ. ატრაქციის დათვალიერების შემდეგ, ლევან ჩიკვაიძემ, სიმბოლური საჩუქარი, საფოსტო მარკა, გადასცა მასპინძელ მხარეს. „მოგახსენებთ, რომ […]

საქართველოდან მოცვის ექსპორტმა 26 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა

მიმდინარე წლის 1-ლი მაისიდან 14 ივლისის ჩათვლით, საქართველოდან 4.5 ათასი ტონა მოცვის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 26.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მოცვის მოცულობა 1.6 ათასი ტონით (56%-ით), ხოლო ღირებულება – 9.1 მლნ აშშ დოლარით (53%-ით) გაიზარდა. „მოცვი, ძირითადად, ექსპორტირებულია: […]

თამბაქოს წარმოება ლიცენზირებადი საქმიანობა ხდება – სალიცენზიო მოსაკრებლის განაკვეთი 50 000 ლარი იქნება

თამბაქოს წარმოება ლიცენზირებადი საქმიანობა ხდება. სალიცენზიო მოსაკრებლის განაკვეთი 50 000 ლარი იქნება. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე კანონში დაგეგმილი ცვლილება პარლამენტში უკვე ინიცირებულია და მას დაჩქარებული წესით განიხილავენ. საკანონმდებლო პაკეტის გათვალისწინებით, თამბაქოს წარმოების ლიცენზირების წესი და პირობები საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განისაზღვრება. „თამბაქოს წარმოების დარგში ჯანმრთელობისთვის საშიში ნედლეულის გამოყენების შემცირებისთვის აუცილებელია, თამბაქოს წარმოების პროცესის და ზოგადად, აღნიშნული […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიება გაიმართა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებს სწავლის დასრულება დეკანმა, პროფესორმა თალიკო ჟვანიამ მიულოცა. „ძვირფასო კურსდამთავრებულებო, დღეს დასრულდა თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი. გილოცავთ! ინფორმატიკა, ინფორმაციისა და ავტომატიკის ერთობლიობაა, რომლის გარეშეც 21-ე საუკუნეში მეცნიერების არც ერთი დარგი არ მუშაობს. თქვენ, […]

რეგიონული ახალგაზრდული ინიციატივების მხარდასაჭერად განაცხადების მიღება განახლდა

რეგიონული ახალგაზრდული ინიციატივების მხარდასაჭერად განაცხადების მიღება განახლდა. ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდობის სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, საგრანტო კონკურსის მიზანია საინიციატივო ჯგუფების, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და ახალგაზრდების გაძლიერება, ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობის, ხარისხიანი სერვისების შექმნისა და მათი ხელმისაწვდომობის ზრდის უზრუნველსაყოფად. „საგრანტო პროექტის წარმოდგენის უფლება აქვს რეგიონში მცხოვრებ: არასამეწარმეო იურიდიულ პირს – ახალგაზრდულ ორგანიზაციას; ფიზიკურ პირს, რომელიც საგრანტო პროექტის […]

უკრაინამ რუსეთზე იერიში მიიტანა, დაზიანებულია ელექტროსადგური და საზენიტო კომპლექსი C-400

15 ივლისის ღამეს უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთზე იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად ლიპეცკის ოლქში დაზიანდა ელექტრომომარაგების ქვესადგური. გარდა ამისა, უკრაინის დაზვერვის თქმით, იერიშის შედეგად დაზიანდა საზენიტო სარაკეტო კომპლექსი C-300. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა სულ 30-დე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. დრონები ლიპეცკის და ბრიანსკის ოლქში, ასევე ოკუპირებულ ყირიმში გაანადურეს.

საქართველოს ფოსტის საფოსტო მარკა „ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი“ ენგურჰესის ტურისტულ ატრაქციაზე გაიყიდება

საქართველოს ფოსტის მიერ გამოცემული საფოსტო მარკა „ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი“ ენგურჰესის ტურისტულ ატრაქციაზე გაიყიდება. მიმდინარე წლის 11 ივლისს, საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე ეწვია ენგურჰესს, სადაც მას უმასპინძლა ატრაქციის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ. ატრაქციის დათვალიერების შემდეგ, ლევან ჩიკვაიძემ, სიმბოლური საჩუქარი, საფოსტო მარკა, გადასცა მასპინძელ მხარეს. მოგახსენებთ, რომ საფოსტო მარკა ხელმისაწვდომია საქართველოს ფოსტის 80 სერვისცენტრში საქართველოს […]

ქუთაისის მერი, იოსებ ხახალეიშვილი თანამდებობას ტოვებს

ქუთაისის მერი, იოსებ ხახალეიშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, მმართველი გუნდის წევრი მისი დაარსების დღიდან არის და კვლავ ქართულ ოცნებაში რჩება, მუშაობას კი პარტიული საქმიანობის მხრივ გააგრძელებს. “დღეს ვტოვებ თანამდებობას, თუმცა ვრჩები ,,ქართული ოცნების“ გუნდში, ჩემი ქალაქის და ქვეყნის სამსახურს უკვე სხვა რანგში გავაგრძელებ. მმართველი გუნდის წევრი ვარ მისი დაარსების […]

ივნისში ფულადი გზავნილები 21%-ით, $281 მილიონამდე შემცირდა – საიდან გადმოირიცხა ყველაზე მეტი თანხა?

2024 წლის ივნისში საქართველოში უცხოეთიდან 281 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილები შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 21%-ით, ანუ 59 მილიონი დოლარით ნაკლებია 2023 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, კლება დაკავშირებულია რუსეთის ფედერაციიდან გზავნილების შემცირებასთან. 2024 წლის ივნისში რუსეთიდან საქართველოში 49 მილიონი დოლარის გზავნილები შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 62%-ით, ანუ 80 მილიონი […]

შპს „მედ სტატუსს“ აგრესიული კომერციული საქმიანობის ფაქტი დაუდგინდა – GCCA

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), სამედიცინო ესთეტიკური ცენტრის შპს „მედ სტატუსი“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის – აგრესიული კომერციული საქმიანობის ფაქტი დაადგინა. “საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად დადასტურდა, რომ მომხმარებლის კლინიკაში ვიზიტისას, მოვაჭრე ხელშეკრულების სწრაფად გაფორმების მიზნით, შემჭიდროებულ ვადაში, ინტენსიურად ცდილობდა მომხმარებლების ნებაზე ზემოქმედებას. კერძოდ, კლინიკის თანამშრომლების დახმარებით, მომხმარებლებს აფორმებინებდნენ სესხის […]