“უნიჭიერესი შემადგენლობა გვყავს, მწვრთნელმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს” – ფერდინანდმა საუთგეიტზე ისაუბრა

ევრო 2024-ის ფინალში ინგლისის ესპანეთთან 1:2 მარცხის შემდეგ “სამი ლომის” ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტმა რიო ფერდინანდმა ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გარეთ საუთგეიტი გააკრიტიკა. “შეხედეთ, როგორი ტალანტის მქონე შემადგენლობა გვყავს. არ ვფიქრობ, რომ მაქსიმალურ შედეგს მივაღწიეთ. მწვრთნელმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს, ინგლისის ფეხბურთის ფედერაციამ კი სწორი გადაწყვეტილება მიიღოს”, – განაცხადა ფერდინანდმა. შეგახსენებთ, ინგლისის […]

დი მარიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა

არგენტინელმა ფეხბურთელმა ანხელ დი მარიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ მან კოპა ამერიკის ფინალში კოლუმბიასთან (1:0) გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. 36 წლის გარემარბმა კარიერაში 35 ტიტული მოიგო (იგულისხმება საკლუბო და სანაკრებო ფეხბურთი). დი მარიამ გასული სეზონი “ბენფიკაში” გაატარა, თუმცა ამჟამად თავისუფალი აგენტია. მისით ყველაზე მეტად ლიონელ მესის მაიამის “ინტერი” ინტერესდება.

როგორი ამინდი იქნება 16-18 ივლისს საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 ივლისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. სინოპტიკოსების ვარაუდით, ქალაქ თბილისში შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 16-17 ივლისს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივლისს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, […]

2026 წლამდე მაღალმთიანი დასახლებების 15 895 აბონენტს ექნება ბუნებრივი გაზი – 2024-2030 წლების სტრატეგია

2024-2026 წლებში ჯამურად დასრულდება 150 მაღალმთიანი დასახლების გაზიფიცირების სამუშაოები, რის შემდგომაც 15 895 აბონენტს მიეცემა ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მიერ მომზადებულ საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიაშია საუბარი. დოკუმენტის მიხედვით, მაღალმთიანი დასახლებების გაზიფიკაციის მიმართულებით სახელმწიფო გააგრძელებს სამუშაოებს მთავრობის მიერ დამტკიცებული 3-წლიანი სამოქმედო გეგმის შესაბამისად. […]

სალომე ზურაბიშვილი ე.წ რუსული კანონის შეჩერებისა და საბოლოოდ გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს, რომლითაც ითხოვს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შეჩერდეს და საბოლოოდ გაუქმდეს. ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა. „საქართველოს პრეზიდენტი პირველად მიმართავს სარჩელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. სარჩელი ეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, ე.წ. რუსულ კანონს. აღნიშნული კანონი არაკონსტიტუციურია. ის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის […]

ივნისში ხორბლის ფასი თვიურად 6.4%-ით შემცირდა – Galt & Taggart

2024 წლის ივნისში ხორბლის ფასი თვიურად 6.4%-ით შემცირდა. მიუხედავად კლებისა, გლობალურად მიწოდების მოლოდინი კვლავ პესიმისტურია, – ამის შესახებ Galt & Taggart-ი ნედლეულის ბაზრის ყოველთვიური მიმოხილვაში წერს. Galt & Taggart-ის წინა მიმოხილვის მიხედვით, უკრაინასა და რუსეთში შემცირებულ მოსავალს ელიან. დამატებით, წვიმების გამო ევროპის ორ მსხვილ მწარმოებელ ქვეყანაში – საფრანგეთსა და ბრიტანეთშიც მოსავლის კლებაა მოსალოდნელი. ჩინეთში კი […]

ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა – ღვინის ეროვნული სააგენტო

2024 წლის 6 თვეში საქართველოდან მსოფლიოს 61 ქვეყანაში ექსპორტირებულია 54,5 მლნ ლიტრი, 156,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაოდენობრივმა 26%, ხოლო შემოსავლების ზრდამ 24% შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: პოლონეთი – 19% (3,1 მლნ ლიტრი), აშშ – 53% (654 ათასი ლიტრი), გერმანია […]

ეკატერინე მიქაბაძე სსფ-სა და მსოფლიო ბანკის მაღალი რანგის შეხვედრის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ სსფ-ის და მსოფლიო ბანკის ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის ჯგუფში შემავალი ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველებისა და ფინანსთა მინისტრების ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში – „ზრდის შესაძლებლობები ინოვაციებისა და ხელოვნური ინტელექტის (AI) მეშვეობით“ მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პანელის მთავარი სადისკუსიო თემა იყო თუ როგორ […]

ევროკავშირში გაწევრიანება სისულელეა და კონსტიტუციაში არ უნდა ჩაგვეწერა – „იმედის“ მფლობელი

„ეს – ევროკავშირში გაწევრიანება არის აყვანილი საკრალურ, დოგმატურ დონეზე. იმიტომ უნდა გავაკეთოთ, რომ კონსტიტუციაში წერია… ჩემი აზრით, სისულელეა და არ უნდა ჩაგვეწერა. რა უნდა ასეთ რაღაცებს კონსტიტუციაში, რომელიც მუდმივი დოკუმენტია” – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ ტელეიმედი ეთერში, გადაცემა „იმედის კვირაში” განაცხადა. მისი თქმით, გამოკითხულთა მხოლოდ 2% ამბობს, რომ ევროკავშირში შესვლა ძალიან მნიშვნელოვანია. […]

ჩინეთი და რუსეთი საზღვაო წვრთნას ატარებენ

ჩინეთისა და რუსეთის საზღვაო ძალებმა 14 ივლისს სამხრეთ ჩინეთში დაიწყეს ერთობლივი საწვრთნელი ვარჯიში – იუწყება ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო Xinhua. წვრთნა ტარდება რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც ნატოელმა მოკავშირეებმა პეკინს უწოდეს უკრაინაში მიმდინარე ომის “გადამწყვეტი ხელშემწყობი”. ჩინეთის თავდაცვის სამინისტრო მოკლე განცხადებაში ამბობს, რომ ორივე მხარის ძალებმა ახლახან განახორციელეს წყნარი ოკეანის დასავლეთისა და ჩრდილოეთის არეალების პატრულირება და […]