2023 წელს ზოგადი განათლების სექტორის შემოსავალი 15.5%-ით გაიზარდა – რამდენია სექტორის მთლიანი შემოსავალი

ზოგადი განათლების სექტორის შემოსავალი 2023 წელს 15.5%-ით გაიზარდა და 1.5 მილიარდი ლარი შეადგინა, – ამის შესახებ Galt & Taggart საქართველოს განათლების სექტორის კვლევაში წერს, რომლის მიხედვითაც შემოსავლების ზრდა ძირითადად სახელმწიფო ხარჯების ზრდით იყო გამოწვეული. გასულ წელს კერძო სექტორის შემოსავალმაც ზრდა დააფიქსირა. რასაც ხელი შეუწყო, როგორც ჩარიცხვების ზრდამ, ასევე სწავლის საფასურის გაზრდამ. მოსალოდნელია, რომ კერძო სკოლებში […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7117 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7117 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7117 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7274 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0157 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9582 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9696 ლარს შეადგენდა. […]
რომელი მასალისგან დამზადებული ქვაბებია უსაფრთხო?

სადღესასწაულო სუფრის თემატური ჭურჭლით გაშლა ერთი-ორად ამაღლებს განწყობას. თან, ჭურჭელი ისაა, რაც ზედმეტი არასდროს არაა და მისი განახლება ყოველთვის დროული და სწორია. სერვირების გარდა, ჭურჭელს უდიდესი დატვირთვა ენიჭება კერძების მომზადების პროცესში. კარგი ქვაბი და ტაფა არის მთავარი „მიზეზი“ იმისა, რომ კერძი განსაკუთრებულად გემრიელი გამოვიდეს. საკვების კარგად მომზადებისთვის საჭიროა ჭურჭელი თანაბრად გახურდეს. სიმხურავლე ყველაზე თანაბრად თუჯის, […]
საქართველოში ბუნებრივი აირის იმპორტის ღირებულება წლიურად 21.4%-ით შემცირდა – რას უკავშირდება კლება?

საქართველოში ბუნებრივი აირის იმპორტის ღირებულება წლიურად 21.4%-ით შემცირდა მიმდინარე წლის 5 თვეში, რაც დაბალი საიმპორტო ფასის შედეგია, რადგან მოცულობა ბევრად ნაკლებად 7.4%-ით შემცირდა, ამის შესახებ Galt&taggart-ის მიმოხილვაშია ნათქვამი. ნედლეულის ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, 2024 წლის ივნისში მსოფლიოში ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 5.3%-ით შემცირდა. მიუხედავად ფასის შედარებით მცირე ცვალებადობისა, თვის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა მოხდა ინდუსტრიისთვის. […]
საქართველოს პრეზიდენტმა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილი დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილი დანიშნა. ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა. „თქვენ იცით, რომ პრეზიდენტს შეუძლია, ერთპიროვნულად მიიღოს ეს გადაწყვეტილება და დაადგინოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში თავისი წარმომადგენელი, მაგრამ პრეზიდენტმა, გამჭირვალობის მიზნით, 21 ივნისს შექმნა შესარჩევი კომისია. კომისიამ დაამთავრა მუშაობა და წარმოუდგინა პრეზიდენტს ორი კანდიდატურა. […]
საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება წარმატებით მიმდინარეობს

საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი პროექტი – საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება წარმატებით მიმდინარეობს. პროექტი უკვე ორი კვირაა ხორციელდება და აღსანიშნავია, რომ მოქალაქეები მასში აქტიურად არიან ჩართულნი. იმიტირებულ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია უკვე გაიარა 58 000-მდე ადამიანმა. საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი პროექტი ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს ივლისის ყოველ შაბათ-კვირას ქვეყნის მასშტაბით არსებული 89 ლოკაციიდან შეარჩიოს მისთვის სასურველი, მონაწილეობა მიიღოს […]
მოსკოვის სასამართლომ უცხოეთში მცხოვრებ ყოფილ მუნიციპალურ დეპუტატს 7 წლით და 6 თვით მიუსაჯა პატიმრობა

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით 15 ივლისს დაუსწრებლად 7 წლით და 6 თვით მიუსაჯა პატიმრობა უცხოეთში მცხოვრებ ყოფილ მუნიციპალურ დეპუტატს, ელენა კოტენოჩკინას. იგი კრასნოსელსკის რაიონის მუნიციპალიტეტის დეპუტატი იყო. 2022 წლის მარტში, ერთ თვეზე ნაკლებ დროში მას მერე, რაც რუსეთი სრული მასშტაბით შეიჭრა უკრაინაში, კოტენოჩკინა კოლეგასთან, ალექსეი გორინოვთან ერთად გამოვიდა წინადადებით, […]
ამილახვრის ციხე იყიდება – ვინ ფლობს $1.5 მილიონად შეფასებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს?

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ამილახვრის ციხე-დარბაზი იყიდება. შესაბამისი ინფორმაცია უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პორტალმა DazHomes-მა სოციალურ ქსელში განათავსა.
ყოჩაღები – ისე მოგამარაგებთ, როგორც დაგიბარებია! ბიზნესის ყოჩაღად მომარაგების და ახალი სიცოცხლის ამბავი

ყოველდღიური საჭიროების ნივთები: ხელსახოცი, ქიმიური ხსნარი, ჰიგიენის საშუალებები ან საკანცელარიო ატრიბუტიკა ერთი შეხედვით „უმნიშვნელო“ ნივთებია, თუმცა, ბიზნესისთვის მომხმარებლის, თანამშრომლის თუ სტუმრის კომფორტს და კმაყოფილებას ქმნის. ამ რუტინული და მნიშვნელოვანი ნივთებით ბიზნესის მოსამარაგებლად სფეროს ახალგაზრდა პროფესიონალებმა 6 წლის წინ „ყოჩაღები“ შექმნეს.
“ის, რაც დროს გაუძლებს” – ალიანს ჯგუფის ახალი კამპანია

მონუმენტური შენობები სტანდარტული და მარტივი გადაწყვეტებით არ იქმნება. თითოეული მათგანი ისტორიას სწორედ ექსცენტრიკული და გამბედავი ფორმითა, თუ ფუნქციურობით წერს. ამ ყველაფრის სრულყოფილად გადმოსაცემად, Holy Motors-თან და Highway FX-თან კოლაბორაციით, ალიანს ჯგუფმა ახალი კამპანია შეიმუშავა. ჰიპერრეალისტური და ნეო-მოდერნიზმში გადაწყვეტილი ანიმაციური ფილმი, მსოფლიო კულტურული ძეგლებისა და მონუმენტების პროექციიდან – ალიანს ჰაილაინის, როგორც მარადიული არქიტექტურული ნიმუშის შესახებ გვიყვება.