ივანიშვილის დავალებით კონსტიტუციის ჩანაწერი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა – გახარია რუხაძეზე

ყოფილი პრემიერ-მინისტრის და პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, ირაკლი რუხაძემ ქვეყნის კონსტიტუციის ჩანაწერი კითხვის ნიშნის ქვეშ ბიძინა ივანიშვილის დავალებით დააყენა. გახარია ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელის, ირაკლი რუხაძის მიერ თავისივე ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის ამბობს, რომ კონსტიტუციაში არ უნდა გაკეთებულიყო ევროკავშირში ინტეგრაციაზე ჩანაწერი. „მინდა შესვლას“ – ბევრი ამბობს, მაგრამ „მნიშვნელოვანიას“ ამბობს ბევრად უფრო […]
პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ ფინალისტები ცნობილია

განათლების კოალიციასა და ლიბერთის შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ ფინალისტები დასახელდნენ. ფინალისტები პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი’“ ჟიურის წევრებმა დაასახელეს. ესენი არიან: · მაკა ბუდაღაშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; · ეკატერინე შვანგირაძე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; · საბა […]
თავდაცვის სამინისტრო – თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ვეტერან ძიუდოისტთა ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს

საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ვეტერან ძიუდოისტთა ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღეს. ქართველმა სამხედროებმა სპორტის აღნიშნულ სახეობაში სხვადასხვა წონით კატეგორიაში იასპარეზეს და წარმატებებს მიაღწიეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, +78კგ. წონით კატეგორიაში I ადგილი უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის კაპრალმა ირინე ლეონიძემ დაიკავა, +100 კგ. წონით კატეგორიაში პრიზიორი სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის […]
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში წიგნის – „ჯავახეთის მუნიციპალიტეტის ონომასტიკური მასალის კვლევა და დოკუმენტირება“ გაიმართა

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში წიგნის – „ჯავახეთის მუნიციპალიტეტის ონომასტიკური მასალის კვლევა და დოკუმენტირება“ გაიმართა. სხდომა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა. დამსწრე საზოგადოებას ასევე მიესალმა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე და სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი. როგორც ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, მერაბ ბერიძემ აღნიშნა, ჯავახეთი უძველესი და საინტერესო კუთხეა, მათ შორის იმითაც, […]
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ივლისს 09:40 საათიდან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთში – რუსთაველის, ვაჟა-ფშაველას, სააკაძის, გურამიშვილის, თამარ მეფის და მიმდებარე ქუჩებზე; 10:00 საათიდან 19:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში მაღაროსკარი, ჩარგალი, მიგრიაულთა, უძილაურთა, ბარისახო და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
გამოკითხვის შედეგებით, უკრაინელების 44% რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების მომხრეა, თუმცა, აბსოლუტური უმრავლესობა ვლადიმერ პუტინის „სამშვიდობო“ პირობებს არ ეთანხმება

უკრაინელების 44%-ს მიაჩნია, რომ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების დრო დადგა,გამოკითხულთა 35% -წინააღმდეგია, 21%-ს – პასუხის გაცემა უჭირს, – აღნიშნული მონაცემები „რაზუმკოვის ცენტრმა“ გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრები მოსახლეობის 49%-ი მშვიდად მიიღებს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციასთან ოფიციალური სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. უკრაინის დასავლეთ ნაწილში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაბალია და მხოლოდ 35%-ს შეადგენს. […]
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მდებარე დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდნენ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს გააცნეს უკვე განხორციელებული და მიმდინარე პროგრამები, პროექტები და სამომავლო გეგმებზე […]
„თეგეტა გრინ პლანეტმა“ „დებატების ეროვნული ტურნირის“ მონაწილეები დააჯილდოვა

სასტუმრო „ბილტმორში“ პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. საზეიმო ცერემონიაზე „დებატების ეროვნული ტურნირის“ საუკეთესო მომხსენებლები დააჯილდოვეს. დებატებისა და განათლების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ტურნირის 2024 წლის მთავარი თემა გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მოქმედება იყო. ტურნირი, რომელიც გარემოსდაცვით თემატიკაზე, „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა, ქვეყნის მასშტაბით 400-ზე მეტ მონაწილეს […]
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრალდებულს სასამართლომ სასჯელის სახით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. „თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს საქმე, რომელიც შურისძიებით ჩადენილ მკვლელობას შეეხებოდა. სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებული და დაზარალებული თავდაცვის სამინისტროს კრწანისის სამხედრო […]
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დაარსებიდან 99-ე წლისთავი აღინიშნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი უძველესი სამეცნიერო კვლევითი ორგანიზაციის, სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დაარსებიდან 99-ე წლისთავი საზეიმო ღონისძიებითა და საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციით – „წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები“ – აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, საზეიმო ღონისძიებასა და საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ცოტნე მირცხულავას […]