რა გზით დააგროვა ქონება ირაკლი რუხაძემ? – “ბადრი რომ ცოცხალი ყოფილიყო, ის დღესაც ერთი ჩვეულებრივი კლერკი იქნებოდა”– ხუხაშვილი

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი: რაც შეეხება ირაკლი რუხაძეს: დეტალებში არ შევალ ისევ ბადრის ხსოვნის პატივისცემის გამო. მხოლოდ ერთს ვიტყვი: ირაკლი რუხაძე ახლა რომ “დიდი ბიზნესმენია”, ეს მოიტანა იმ პრობლემებმა, რომელიც წინა ხელისუფლებასა და ბადრის შორის წარმოიშვა და რის “მოგვარებაშიც” ბადრის დაღუპვის შემდეგ მონაწილეობდა, მათ შორის ჩემი უანგარო (მისგან განსხვავებით) დახმარებით. მისი მთელი ბიზნესი ბადრის ქონების დაბრუნების […]
“გუშინ ბავშვებმა დასცეს 1,5 მილიარდი დოლარის ღირებულების გუნდი” – გოცირიძე

დეპუტატი, რომან გოცირიძე: როდესაც ესპანეთთან თამაშისას ბურთის ფლობის უპირატესობა ჩვენს გუნდთან იყო 72 პროცენტი 28-სთან შედარებით ესპანელების სასარგებლოდ, ეს გარკვეულ უხერხულობას გვიქმნიდა მაშინ. ზუსტად იგივე განმეორდა გუშინ ინგლისთან თამაშისას პირველ 25 წუთში. ინგლისს ბურთი ჩამოართვეს. მეორე ნახევარში ოდნავ გამოასწორა ინგლისმა, რადგან აგებდა და გოლი გასატანი ჰქონდა. როგორ აღწევს ასეთ საოცარ შედეგს ესპანეთი მრავალი წლის განმავლობაში […]
აშშ-დან ფულადი გზავნილები 22%-ით გაიზარდა, რუსეთიდან კი 62% შემცირდა – Top-10 ქვეყანა

2024 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 281.1 მლნ აშშ დოლარი (794.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 20.9%-ით (74.3 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკაში. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.5% იმ 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ივნისში თითოეულზე 1 მლნ […]
რას ტესტავს ივანიშვილი და ვის მისცა ახალი დავალება – ხიდაშელი

სანქციებშიც კი არის, როგორც თავად პროპაგანდისტი ამ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ივანიშვილი ტესტავს იდეას, რომ საერთოდ უარი ითქვას ნატოზე, ევროკავშირზე. რა თქმა უნდა, ის არის ივანიშვილის გამხმოვანებელი, სიტყვა-სიტყვით ამბობს იმას, რა დავალებასაც აძლევენ. ის უბრალოდ გამტარია – უთხრეს – გაატარა, ის აღვივებს ანტიდასავლურ სენტიმენტებს საქართველოში და ეს არის სამარცხვინო. თუ ის გულწრფელია თავის განცხადებებში, დახიოს […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – თუ დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გახდება, ჩვენ ვიმუშავებთ, მე ამის არ მეშინია

თუ დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გახდება, ჩვენ ვიმუშავებთ, მე ამის არ მეშინია , – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, უკრაინელ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. „რაც შეეხება ომის დასრულებას, როგორია პოტენციური პრეზიდენტის, პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის ხედვა: ჩემთვის ზოგადად გასაგებია. ვფიქრობ თუ ბატონი დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გახდება, ჩვენ ვიმუშავებთ. მე ამის არ მეშინია“, – განუცხადა ჟურნალისტებს ვოლოდიმირ […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7117 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7117 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7117 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7274 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0157 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9582 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9696 ლარს შეადგენდა. […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმებების ხელმოწერას კიდევ 9 ქვეყანასთან გეგმავს

უკრაინა უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი შეთანხმებების ხელმოწერასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს კიდევ ცხრა ქვეყანასთან აწარმოებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი განმარტებით, „დიდი შვიდეულის“ ვილნიუსის დეკლარაციას უკრაინის „უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ სულ 32 ქვეყანა შეუერთდა. „ეს არის 32 ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ გავაფორმეთ, ან მიმდინარეობს ხელმოწერის პროცესი უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივ შეთანხმებებზე. 23 ქვეყანას უკვე აქვს შესაბამისი […]
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა პირველი ნაკადის გაცილების ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა პირველი ნაკადის გაცილების ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტებს სწავლის დასრულება დეკანმა, პროფესორმა ნოე ხოზრევანიძემ მიულოცა. “საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი ახლადჩამოყალიბებულია და თქვენ ხართ პირველი ნაკადი, რომელმაც ჩვენთან მიღებული, ევროპული სტანდარტის განათლება, მთის აღორძინებას […]
რა ვიცით ტრამპის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილის შესახებ?

რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატზე, დონალდ ტრამპზე მომხდარი თავდასხმიდან ორი დღის შემდეგ კვლავ უცნობია, რა მოტივი ამოძრავებდა თავდამსხმელს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ტრამპის მოკვლას 20 წლის თომას მეთიუ კრუკსი ცდილობდა, რომელის ლიკვიდაციაც ადგილზე მოხდა. ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიურო ამბობს, რომ გამოძიება ადრეულ ეტაპზეა და ამ დროისთვის ისინი არ ფლობენ ინფორმაციას, იყვნენ თუ არა სხვა პირებიც ჩართულნი […]
„თეგეტა გრინ პლანეტმა“ „დებატების ეროვნული ტურნირის“ მონაწილეები დააჯილდოვა

სასტუმრო „ბილტმორში“ პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. საზეიმო ცერემონიაზე „დებატების ეროვნული ტურნირის“ საუკეთესო მომხსენებლები დააჯილდოვეს. დებატებისა და განათლების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ტურნირის 2024 წლის მთავარი თემა გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მოქმედება იყო. ტურნირი, რომელიც გარემოსდაცვით თემატიკაზე, „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა, ქვეყნის მასშტაბით 400-ზე მეტ მონაწილეს […]