დავით ფაცაციამ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს სპორტული ინვენტარი გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ ვაზიანში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს საჭიდაო ხალიჩა, სპორტული ინვენტარი და ეკიპირება პირადად გადასცა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, საჭიდაო ხალიჩა, სპორტული ინვენტარი და ეკიპირება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრებზე მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით შეიძინა.
„საოცრად თბილი და დადებითი ემოციებით სავსე იყო ჩვენი საზოგადოების ყველაზე ლაღ და გულწრფელ წევრებთან შეხვედრა და ბედნიერი ვარ, რომ შევძელით ბავშვების გახარება. ჩვენი მომავალი თაობა საქართველოს წარმატების სიმბოლოა, თითოეული მათგანი იმსახურებს უკეთეს ცხოვრებას ერთიან და ძლიერ საქართველოში და ჩვენ ვალდებულნი ვართ, უზრუნველყოთ მათი ღირსეული ცხოვრების საჭირო ყველა პირობა“, – განაცხადა დავით ფაცაციამ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო ინტენსიურად ხვდება აფხაზეთის მოსახლეობას და საჭიროების შესაბამის პროექტებს ახორციელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა